საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიმერული თიხის სამკაულები Poly Crea-სგან, რომლებიც ყველა ქალისთვის ექსკლუზიურად იქმნება
პოლიმერული თიხის სამკაულები Poly Crea-სგან, რომლებიც ყველა ქალისთვის ექსკლუზიურად იქმნება

პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ნინო კიკ­ნა­ძე წლე­ბია, პო­ლი­მე­რუ­ლი თი­ხით გან­სა­კუთ­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს ქმნის. სა­ყუ­რე, ყელ­სა­ბა­მი, ბე­ჭე­დი - თი­თო­ე­უ­ლი ნა­კე­თო­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რია და პრინ­ტი არ მე­ორ­დე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც უმე­ტე­სად ის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მხი­ა­რულ, თა­მამ ფე­რებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას.

"პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ვარ. ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და სამ­კა­უ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნი. აშშ-ში ცხოვ­რე­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე პო­ლი­მე­რუ­ლი თიხა. მო­მე­წო­ნა და ჩემ­თვის გარ­კვე­უ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა ვცა­დე. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს მარ­თლას უცხო იყო და სამ­შობ­ლობ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა გა­დავ­წყვი­ტე, ამ საქ­მე მივ­ყო­ლო­დი. რე­ა­ლუ­რად ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა არ და­მი­გეგ­მავს. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მომ­წონ­და ამ მა­სა­ლით მუ­შა­ო­ბა და თან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც საკ­მა­ოდ დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია," - ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი ნინო კიკ­ნა­ძე.

ნი­ნომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტარ­ტა­პი Poly Crea შექ­მნა და მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი სწო­რედ ამ და­სა­ხე­ლე­ბით არის ცნო­ბი­ლი. დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც, დი­ზა­ი­ნე­რი­ცა და შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც თა­ვა­დაა. დიდი წარ­მო­ე­ბა არ აქვს და არც ძა­ლი­ან ბევრ სამ­კა­ულს ქმნის. სწო­რედ ეს არის Poly Crea-ს ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაც. თი­თო­ე­უ­ლი ნა­კე­თო­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რია.

"ჩემი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გათ­ვლი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ქალ­ბა­ტონ­ზე. ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლის ფე­რებს ვი­ყე­ნებ. ეს სამ­კა­უ­ლე­ბი ჯინ­სებს გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბა, თუმ­ცა კლა­სი­კუ­რი სტი­ლის შე­სა­ფე­რი­სი ნა­კე­თო­ბე­ბიც მაქვს. მა­სა­ლად კი ყო­ველ­თვის პო­ლი­მე­რულ თი­ხას ვი­ყე­ნებ," - გან­მარ­ტავს ნინო კიკ­ნა­ძე.

სამ­კა­უ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია. მა­გა­ლი­თად, სა­ყუ­რის ფასი 40-50 ლა­რია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში დი­ზა­ი­ნე­რი ძვირ­ფას ლი­თონ­საც იყე­ნებს, რაც ნა­კე­თო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე, რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნას ახ­დენს.

"სამ­კა­უ­ლე­ბი ახლა უკვე საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დია. ბევ­რი მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მყავს. ჩემი ნა­კე­თო­ბე­ბი არ­ტია. ამი­ტომ უფრო იმ ქალ­ბა­ტო­ნებს იზი­დავს, რომ­ლე­ბიც მხი­ა­რულ, თა­მამ ფე­რე­ბის იხ­დე­ნენ," - ამ­ბობს ნინო.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ნა­კეთ სამ­კა­უ­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა მზარ­დია. ეს კი Poly Crea-სა და სხვა მსგავ­სი სტარ­ტა­პე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა უფრო შე­მოქ­მე­დე­ბაა, ვიდ­რე - ბიზ­ნე­სი. რო­დე­საც აკე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც გსი­ა­მოვ­ნებს, არ გი­ჭირს. თან ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­სავ­ლი­ა­ნიც ხდე­ბა. ამ­ჟა­მად "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა სტარ­ტა­პე­რის მო­ნა­წი­ლე ვარ და იმე­დი მაქვს, რომ სტარ­ტა­პე­რი ჩემი სამ­კა­უ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას კი­დევ უფრო შე­უ­წყობს ხელს", - ამ­ბობს ნინო კიკ­ნა­ძე.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

პოლიმერული თიხის სამკაულები Poly Crea-სგან, რომლებიც ყველა ქალისთვის ექსკლუზიურად იქმნება

პოლიმერული თიხის სამკაულები Poly Crea-სგან, რომლებიც ყველა ქალისთვის ექსკლუზიურად იქმნება

პროფესიით მხატვარი ნინო კიკნაძე წლებია, პოლიმერული თიხით განსაკუთრებულ სამკაულებს ქმნის. საყურე, ყელსაბამი, ბეჭედი - თითოეული ნაკეთობა ექსკლუზიურია და პრინტი არ მეორდება. მომხმარებლებიც უმეტესად ის ქალბატონები არიან, რომლებიც მხიარულ, თამამ ფერებს ანიჭებენ უპირატესობას.

"პროფესიით მხატვარი ვარ. ყოველთვის მიზიდავდა სამკაულების დიზაინი. აშშ-ში ცხოვრებისას აღმოვაჩინე პოლიმერული თიხა. მომეწონა და ჩემთვის გარკვეული ნაკეთობების დამზადება ვცადე. იმ პერიოდში საქართველოში ეს მართლას უცხო იყო და სამშობლობში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ამ საქმე მივყოლოდი. რეალურად ბიზნესის დაწყება არ დამიგეგმავს. უბრალოდ, ძალიან მომწონდა ამ მასალით მუშაობა და თან საზოგადოებაშიც საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია," - ამბობს სტარტაპერი ნინო კიკნაძე.

ნინომ მოგვიანებით სტარტაპი Poly Crea შექმნა და მის მიერ დამზადებული სამკაულები სწორედ ამ დასახელებით არის ცნობილი. დამფუძნებელიც, დიზაინერიცა და შემსრულებელიც თავადაა. დიდი წარმოება არ აქვს და არც ძალიან ბევრ სამკაულს ქმნის. სწორედ ეს არის Poly Crea-ს ერთ-ერთი უპირატესობაც. თითოეული ნაკეთობა ექსკლუზიურია.

"ჩემი აქსესუარები გათვლილია ნებისმიერი ასაკის ქალბატონზე. ძირითადად ზაფხულის ფერებს ვიყენებ. ეს სამკაულები ჯინსებს განსაკუთრებით უხდება, თუმცა კლასიკური სტილის შესაფერისი ნაკეთობებიც მაქვს. მასალად კი ყოველთვის პოლიმერულ თიხას ვიყენებ," - განმარტავს ნინო კიკნაძე.

სამკაულების ღირებულება მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღებია. მაგალითად, საყურის ფასი 40-50 ლარია. რიგ შემთხვევაში დიზაინერი ძვირფას ლითონსაც იყენებს, რაც ნაკეთობის ღირებულებაზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს.

"სამკაულები ახლა უკვე საკმაოდ მოთხოვნადია. ბევრი მუდმივი მომხმარებელი მყავს. ჩემი ნაკეთობები არტია. ამიტომ უფრო იმ ქალბატონებს იზიდავს, რომლებიც მხიარულ, თამამ ფერების იხდენენ," - ამბობს ნინო.

ზოგადად, საქართველოში ხელნაკეთ სამკაულებზე მოთხოვნა მზარდია. ეს კი Poly Crea-სა და სხვა მსგავსი სტარტაპების დამსახურებაა.

"სამკაულების კეთება უფრო შემოქმედებაა, ვიდრე - ბიზნესი. როდესაც აკეთებ საქმეს, რომელიც გსიამოვნებს, არ გიჭირს. თან ეს ყველაფერი შემოსავლიანიც ხდება. ამჟამად "თიბისი ბანკის" პროგრამა სტარტაპერის მონაწილე ვარ და იმედი მაქვს, რომ სტარტაპერი ჩემი სამკაულების პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - ამბობს ნინო კიკნაძე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი