სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი" - როგორ დააღწია თავი ქალმა სირიას
"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი" - როგორ დააღწია თავი ქალმა სირიას

"მე მქვია ტა­ნია ჯორ­ჯე­ლა­სი, 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მის­ტი ვი­ყა­ვი. ჩემი ქმა­რი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რი გახ­და, მე კი ახლა ვცდი­ლობ, მათ იდე­ო­ლო­გი­ას და­ვუ­პი­რის­პირ­დე" - ახალ­გაზ­რდა ქალ­მა "ბი­ბი­სის­თან" სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა.

ტა­ნი­ამ სკო­ლა ლონ­დო­ნის სა­შუ­ა­ლო სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბულ გა­რე­უ­ბან­ში და­ამ­თავ­და.

"რე­ლი­გი­ით 17 წლის ასაკ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი. მინ­დო­და იდენ­ტო­ბა შე­მეც­ვა­ლა, გავმხდა­რი­ყა­ვი მორ­წმუ­ნე. რე­ლი­გია და­მეხ­მა­რა, თავი და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა გარ­კვე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­მაც მი­მი­ღო..." - ამ­ბობს ტა­ნია.

20 წლის ასა­კი­დან გო­გო­ნას სხვა­დას­ხვა რა­დი­კა­ლურ ჯგუფ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მათ ტა­ნი­ას შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სამ­ყა­რო­ზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეც­ვა­ლეს. ის­ლა­მის­ტებ­მა მას უამ­ბეს, რო­გორ "სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან მუ­სულ­მა­ნებს" და და­ა­ჯე­რეს, რომ რე­ლი­გი­ას დაც­ვა სჭირ­დე­ბა და ჯი­ჰა­დი სწო­რედ ის­ლა­მის დაც­ვაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტა­ნია ამე­რი­კელ ის­ლა­მისტზე, ჯონ ჯორ­ჯე­ლას­ზე და­ქორ­წინ­და.

ქალს სურ­და, გა­ე­ზარ­და შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ჯა­ჰე­დე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და იბ­რძო­ლებ­დნენ. 2011 წელს წყვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ეგ­ვიპ­ტე­ში გა­და­ვი­და, ჯონი იმე­დოვ­ნებ­და, რომ ეგ­ვიპ­ტე იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და, შვი­ლე­ბი ჯი­ჰა­დის­ტე­ბად გა­ე­ზარ­და. თუმ­ცა ტა­ნი­ას სა­კუ­თარ იდე­ო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვე­ბი სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­უჩ­ნდა.

"ერთ დღეს ჩემი ერთ-ერთი შვი­ლი მო­ვი­და სახ­ლში და ხელ­ში ყუმ­ბა­რა ეჭი­რა, სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რომ არ მინ­დო­და, ჩემი შვი­ლე­ბის ხელ­ში ია­რა­ღი და­მე­ნა­ხა," - ყვე­ბა ტა­ნია.

თუმ­ცა, ის მა­ინც და­ე­თან­ხმა ჯონს, 2013 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად სი­რი­ა­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. იმ პე­რი­ოდ­ში ტა­ნია მე­ო­თხე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად.

ჯორ­ჯე­ლა­სი იხ­სე­ნებს, რომ სი­რი­ა­ში ცხოვ­რე­ბა კოშ­მა­რი იყო, მუდ­მი­ვად ის­როდ­ნენ, სახ­ლს არ­ცერ­თი ფან­ჯა­რა არ ჰქონ­და მთე­ლი, ბავ­შვე­ბის გამო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და გა­და­წყვი­ტა, ქმარს და­შო­რე­ბო­და. ჯონ­მა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მშვი­დად მი­ი­ღო, ცოლ­სა და შვი­ლებს სი­რი­ი­დან წას­ვლა­ში და­ეხ­მა­რა, თვი­თონ კი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რი გახ­და.

"მი­თხრა, რომ თუ 6 თვის მან­ძილ­ზე არ შე­მეხ­მი­ა­ნე­ბო­და, ე.ი. გარ­დაც­ვლი­ლი იქ­ნე­ბო­და. არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია..." - ამ­ბობს ტა­ნია.

ჯორ­ჯე­ლე­სი შვი­ლებ­თან ერ­თად ახლა აშშ-ში, ტე­ხას­ში ცხოვ­რობს, მან ის­ლამ­ზე უარი თქვა და სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ას სწავ­ლობს.

ტა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, და­უ­პი­რის­პირ­დეს იდე­ო­ლო­გი­ას, რო­მელ­მაც მას ცხოვ­რე­ბის 10 წელი წა­არ­თვა, ესა­უბ­როს ყვე­ლას, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ჯი­ჰა­დი სა­ჭი­როა.

"ამე­რი­კამ მომ­ცა მე­ო­რე შან­სი, გა­ვაგ­რძე­ლო აქ ცხოვ­რე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან ვნა­ნობ ჩემს არ­ჩე­ვანს, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა საქ­მე შვი­ლებს ეხე­ბა... მე არ ჩა­მი­დე­ნია არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა, ჩემ­თან ცხოვ­რე­ბის დროს არც ჯონს უძა­ლა­დია, ან მო­უკ­ლავს ვინ­მე," - გა­ნა­ცხა­და ტა­ნი­ამ.

ის ფიქ­რობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ექ­სტრე­მის­ტებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღონ ნორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, იგ­რძნონ თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბად.

"ჯი­ჰა­დის­ტებს უნდა მო­ვუს­მი­ნოთ, რად­გან ჩვენ თუ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სუს­ტია, არ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიმ­სჯე­ლოთ მათ მრწამსზე და უარი ვათ­ქმე­ვი­ნოთ იდე­ო­ლო­გი­ა­ზე. ცოდ­ნა ადა­მი­ა­ნებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს იდე­ის­გან, რომ ომსა და ჯი­ჰადს პროგ­რე­სი მო­აქვს," - მი­იჩ­ნევს ყო­ფი­ლი ექ­სტრე­მის­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი" - როგორ დააღწია თავი ქალმა სირიას

"მე ვარ ტანია, 10 წელი რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი" - როგორ დააღწია თავი ქალმა სირიას

"მე მქვია ტანია ჯორჯელასი, 10 წლის განმავლობაში რელიგიური ექსტრემისტი ვიყავი. ჩემი ქმარი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახდა, მე კი ახლა ვცდილობ, მათ იდეოლოგიას დავუპირისპირდე" - ახალგაზრდა ქალმა "ბიბისისთან" საკუთარი ცხოვრების შესახებ გულწრფელად ისაუბრა.

ტანიამ სკოლა ლონდონის საშუალო სოციალური ფენის მოსახლეობით დასახლებულ გარეუბანში დაამთავდა.

"რელიგიით 17 წლის ასაკში დავინტერესდი. მინდოდა იდენტობა შემეცვალა, გავმხდარიყავი მორწმუნე. რელიგია დამეხმარა, თავი დამემკვიდრებინა გარკვეულ საზოგადოებაში, რომელმაც მიმიღო..." - ამბობს ტანია.

20 წლის ასაკიდან გოგონას სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ ტანიას შეხედულებები სამყაროზე საფუძვლიანად შეცვალეს. ისლამისტებმა მას უამბეს, როგორ "სასტიკად ექცევიან მუსულმანებს" და დააჯერეს, რომ რელიგიას დაცვა სჭირდება და ჯიჰადი სწორედ ისლამის დაცვაა.

მოგვიანებით ტანია ამერიკელ ისლამისტზე, ჯონ ჯორჯელასზე დაქორწინდა.

ქალს სურდა, გაეზარდა შვილები, რომლებიც მოჯაჰედები იქნებოდნენ და იბრძოლებდნენ. 2011 წელს წყვილი საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა, ჯონი იმედოვნებდა, რომ ეგვიპტე იდეალური ადგილი იქნებოდა, შვილები ჯიჰადისტებად გაეზარდა. თუმცა ტანიას საკუთარ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ეჭვები სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა.

"ერთ დღეს ჩემი ერთ-ერთი შვილი მოვიდა სახლში და ხელში ყუმბარა ეჭირა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არ მინდოდა, ჩემი შვილების ხელში იარაღი დამენახა," - ყვება ტანია.

თუმცა, ის მაინც დაეთანხმა ჯონს, 2013 წელს საცხოვრებლად სირიაში გადასულიყვნენ. იმ პერიოდში ტანია მეოთხე შვილზე იყო ორსულად.

ჯორჯელასი იხსენებს, რომ სირიაში ცხოვრება კოშმარი იყო, მუდმივად ისროდნენ, სახლს არცერთი ფანჯარა არ ჰქონდა მთელი, ბავშვების გამო ძალიან ნერვიულობდა და გადაწყვიტა, ქმარს დაშორებოდა. ჯონმა მისი გადაწყვეტილება მშვიდად მიიღო, ცოლსა და შვილებს სირიიდან წასვლაში დაეხმარა, თვითონ კი "ისლამური სახელმწიფოს" წევრი გახდა.

"მითხრა, რომ თუ 6 თვის მანძილზე არ შემეხმიანებოდა, ე.ი. გარდაცვლილი იქნებოდა. არ შემხმიანებია..." - ამბობს ტანია.

ჯორჯელესი შვილებთან ერთად ახლა აშშ-ში, ტეხასში ცხოვრობს, მან ისლამზე უარი თქვა და სხვადასხვა რელიგიას სწავლობს.

ტანიამ გადაწყვიტა, დაუპირისპირდეს იდეოლოგიას, რომელმაც მას ცხოვრების 10 წელი წაართვა, ესაუბროს ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ჯიჰადი საჭიროა.

"ამერიკამ მომცა მეორე შანსი, გავაგრძელო აქ ცხოვრება, რადგან ძალიან ვნანობ ჩემს არჩევანს, განსაკუთრებით, როცა საქმე შვილებს ეხება... მე არ ჩამიდენია არანაირი ძალადობა, ჩემთან ცხოვრების დროს არც ჯონს უძალადია, ან მოუკლავს ვინმე," - განაცხადა ტანიამ.

ის ფიქრობს, რომ აუცილებელია, ექსტრემისტებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ნორმალური განათლება, იგრძნონ თავი საზოგადოების წევრებად.

"ჯიჰადისტებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან ჩვენ თუ არ გვეცოდინება მათი არგუმენტები, რომელიც ძალიან სუსტია, არ გვექნება საშუალება, ვიმსჯელოთ მათ მრწამსზე და უარი ვათქმევინოთ იდეოლოგიაზე. ცოდნა ადამიანებს გაათავისუფლებს იდეისგან, რომ ომსა და ჯიჰადს პროგრესი მოაქვს," - მიიჩნევს ყოფილი ექსტრემისტი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს