Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ
გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ

სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ შა­ჰი­დის ქამ­რით ისი­ნი ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში თვით­მკვლე­ლო­ბას აპი­რებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შა­ჰი­დის ქა­მა­რი ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყო, გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნა. "ია­რა­ღის ის არ­სე­ნა­ლი, რო­მე­ლიც ამ სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა, ამას­თა­ნა­ვე, ბრძო­ლის ის მე­თო­დე­ბი, თავ­გან­წი­რუ­ლი, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ბრძო­ლა და ასე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ისი­ნი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბით იყ­ვნენ. სამ­მა კაც­მა 100 კაცს გა­უ­წია თით­ქმის 20-სა­ა­თი­ა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად ან თუნ­დაც და­სა­მა­ლად არ იყ­ვნენ აქ ჩა­მო­სუ­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

მას აინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ ამ­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლილს აქვს ორი ხელი და ორი ფეხი - ოთხი­ვე კი­დუ­რი. "ეს სა­კი­თხი მო­იხ­სნე­ბო­და. სხე­უ­ლის ის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­გორც ჩანს, შა­ჰი­დის ქამ­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად დარ­ჩა იმ პი­როვ­ნე­ბის­გან. გა­სა­გე­ბი გახ­და ჩემ­თვის, რა­ტომ არ ამ­ბობ­და ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ძნე­ლი გა­სარ­ჩე­ვია იმ ნაფ­ლე­თე­ბად დარ­ჩე­ნი­ლი სხე­უ­ლი­დან გა­ერ­ჩი­ათ, ჰქონ­და თუ არა ამ პი­როვ­ნე­ბას ორი ხელი და ორი ფეხი. ერთი დე­ტა­ლი არის ის, რომ პრო­ტე­ზი­ა­ნი ფე­ხის ნა­წი­ლი იყო შე­მორ­ჩე­ნი­ლი და კი­დევ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც, რო­მე­ლიც მო­დის უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან, ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რი­დან, ISIS-სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბი­დან, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, უნდა იყოს აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვი", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ

გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ

სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ, - ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შაჰიდის ქამარი ადამიანმა, რომელიც სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევი იყო, გამოუვალ მდგომარეობაში გამოიყენა. "იარაღის ის არსენალი, რომელიც ამ სახლში აღმოჩნდა, ამასთანავე, ბრძოლის ის მეთოდები, თავგანწირული, მრავალსაათიანი ბრძოლა და ასეთი წინააღმდეგობის გაწევა იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საბრძოლო გამოცდილებით იყვნენ. სამმა კაცმა 100 კაცს გაუწია თითქმის 20-საათიანი წინააღმდეგობა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები დასასვენებლად ან თუნდაც დასამალად არ იყვნენ აქ ჩამოსულები", - აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა.

მას აინტერესებს, რატომ არ ამბობს ხელისუფლება, რომ სამივე გარდაცვლილს აქვს ორი ხელი და ორი ფეხი - ოთხივე კიდური. "ეს საკითხი მოიხსნებოდა. სხეულის ის ფრაგმენტები, რაც ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით, როგორც ჩანს, შაჰიდის ქამრის აფეთქების შედეგად დარჩა იმ პიროვნებისგან. გასაგები გახდა ჩემთვის, რატომ არ ამბობდა ამას ხელისუფლება. ძნელი გასარჩევია იმ ნაფლეთებად დარჩენილი სხეულიდან გაერჩიათ, ჰქონდა თუ არა ამ პიროვნებას ორი ხელი და ორი ფეხი. ერთი დეტალი არის ის, რომ პროტეზიანი ფეხის ნაწილი იყო შემორჩენილი და კიდევ სხვა ინფორმაციებიც, რომელიც მოდის უცხოური წყაროებიდან, ჩეჩნური დიასპორიდან, ISIS-სთან დაკავშირებული სხვა პირებიდან, რომ ის, სავარაუდოდ, უნდა იყოს აჰმედ ჩატაევი", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."