გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, 28 ნოემბერს, 13:30-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 379 აბონენტს ზაჰესის დასახლებაში კეცხოველის, მირცხულავას, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში; 12:00-დან 15:00 საათამდე - 758 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 15:00 საათამდე - 121 აბონენტს გუდაურში, ქუმლისციხეში და კობში; 11:30-დან 18:00 საათამდე - 839 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ლაფანაანთკარი, დავათი, ნოკორნა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგი
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 28 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ ასევე "თელასის" აბონენტებს. კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, დროებით შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და სიხარულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიბაანის, თიანეთის, მამუკა ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის და მუხრანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისანში, 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გუდარეხის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ამასთანავე, 13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება შევარდენიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.