პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა
"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა

კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტის უმარ იდი­გო­ვის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ და­უ­კავ­შირ­დნენ ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უთხრეს, რომ მას უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. ამის შე­სა­ხებ იდი­გოვ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჩა­ტა­ევს შე­უთ­ვა­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა.

"ჩა­ტა­ე­ვი აპი­რებ­და ჩა­მოს­ვლას. მე მომ­მარ­თეს მის­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ და მი­თხრეს, რომ უნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ მე ვუ­თხა­რი, რომ ამის შან­სი არ არის-თქო. ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლია ინ­ტერ­პო­ლით და სა­ქარ­თვე­ლო ჩეჩ­ნე­ბის გამო ბეწ­ვის ხიდ­ზეა ისე­დაც. ამი­ტომ შე­ვუთ­ვა­ლე, რომ აქ ჩა­მოს­ვლის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და იდი­გოვ­მა.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­თა შო­რის ერთ-ერთი შე­საძ­ლოა აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყოს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტორ­მა და­ვით მა­კიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. მან ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და მისი დაც­ვის წევ­რე­ბი..."

2015 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩა­ტა­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. "ცალ­ხე­ლა "ვერ­ბოვ­ში­კი" - ასე იხ­სე­ნი­ებს მას რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, 2016 წლის 28 ივ­ნისს, სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის სა­ხე­ლო­ბის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი, რა დრო­საც 43 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-ზე მეტი და­შავ­და, ჩა­ტა­ე­ვის და­გეგ­მი­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტში, სულ 8 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სწო­რედ ჩე­ჩე­ნი ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყო წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: რა ვი­ცით აჰ­მედ ჩა­ტა­ევ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა

"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის უმარ იდიგოვის თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ დაუკავშირდნენ ახმედ ჩატაევის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ მას უნდა საქართველოში ჩამოსვლა. ამის შესახებ იდიგოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩატაევს შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა.

"ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას. მე მომმართეს მისმა წარმომადგენლებმა, დაახლოებით 2 თვის წინ და მითხრეს, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არ არის-თქო. ადამიანი საერთაშორისო ძებნილია ინტერპოლით და საქართველო ჩეჩნების გამო ბეწვის ხიდზეა ისედაც. ამიტომ შევუთვალე, რომ აქ ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა", - განაცხადა იდიგოვმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. "ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი, სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო  წაიკითხეთ ვრცლად: რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ