საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევი?
ვინ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევი?

ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პირი სა­ე­დი დუ­და­ე­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ე­დი დუ­და­ე­ვის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს და ის მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი მი­რო­ტა­ძეს და­ე­წე­რა.

სა­სა­მარ­თლო­ში ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ პრო­ცე­სი ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ დროს ვერ ასა­ხე­ლე­ბენ.

ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 328-ე და 323-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი პა­ტიმ­რო­ბას ვა­დით, 10-დან 17 წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მისი დახ­მა­რე­ბის­თვის, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე სურ­ხო დუ­და­ე­ვი იყო, თუმ­ცა ეს და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა უარ­ყო.

კავ­კა­სი­ის ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტის, უმარ იდი­გო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლი საედ დუ­და­ე­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შეც­დო­მით ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" იდი­გოვ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი მისი ნა­თე­სა­ვია და იცის, რომ მას ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია. იდი­გო­ვის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლი ადრე იმ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

"საედ დუ­და­ე­ვი არა­ფერ­ში არ იყო ჩარ­თუ­ლი. იმ ბი­ნას, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ჩე­ჩენ ოჯახ­ზე აქი­რა­ვებ­დნენ და ეს ოჯა­ხი იყო დუ­და­ე­ვის. ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, მან­ქა­ნე­ბის ნა­წი­ლე­ბის ბიზ­ნე­სი. ის ადა­მი­ა­ნი შეც­დო­მით ჰყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ გახ­სოვთ ამ ბი­ნა­ში ადრე ვინც ცხოვ­რობ­და, ისი­ნიც ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ტე­რო­რიზ­მთან არას­დროს არ ჰქო­ნია კავ­ში­რი. იმ ბი­ნა­ში ვინც ცხოვ­რობ­და იმათ­გან, არა­ვის არ იც­ნობ­და. თუ იც­ნობ­და, მა­შინ მათ­თან ერ­თად იბ­რძო­ლებ­და და ალ­ბათ, და­ი­ღუ­პე­ბო­და კი­დეც", - გა­ნა­ცხა­და უმარ იდი­გოვ­მა.

ვინ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევი?

ვინ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევი?

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.

მათივე განმარტებით, საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა.

სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სურხო დუდაევი იყო, თუმცა ეს დაკავებულის ადვოკატმა უარყო.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევი სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იდიგოვმა განუცხადა, დაკავებული მისი ნათესავია და იცის, რომ მას ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. იდიგოვის თქმით, დაკავებული ადრე იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

"საედ დუდაევი არაფერში არ იყო ჩართული. იმ ბინას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენადაც ვიცი, ჩეჩენ ოჯახზე აქირავებდნენ და ეს ოჯახი იყო დუდაევის. ჩამოდიოდნენ საქართველოში და საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, მანქანების ნაწილების ბიზნესი. ის ადამიანი შეცდომით ჰყავთ დაკავებული. თუ გახსოვთ ამ ბინაში ადრე ვინც ცხოვრობდა, ისინიც ჰყავდათ დაკავებული. მას ტერორიზმთან არასდროს არ ჰქონია კავშირი. იმ ბინაში ვინც ცხოვრობდა იმათგან, არავის არ იცნობდა. თუ იცნობდა, მაშინ მათთან ერთად იბრძოლებდა და ალბათ, დაიღუპებოდა კიდეც", - განაცხადა უმარ იდიგოვმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ