მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის შედეგებს ეხმაურებიან - რას პასუხობს კრიტიკოსებს სოფო გელოვანი
"ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის შედეგებს ეხმაურებიან - რას პასუხობს კრიტიკოსებს სოფო გელოვანი

2017 წლის სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ნა ბო­გუ­სე­ვი­ჩი გახ­და სიმ­ღე­რით Wings. რუს­მა კონ­კურ­სან­ტმა 188 ქულა მი­ი­ღო. მე­ო­რე ად­გი­ლი, 185 ქუ­ლით ქარ­თველ მომ­ღე­რალ გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს ერგო, ხოლო მე­სა­მე­ზე ავ­სტრა­ლი­ე­ლი გა­ვი­და.

კონ­კურ­სის შე­დე­გებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კუ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი:

ანრი ჯო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

ქვეყ­ნის დე­მო­რა­ლი­ზე­ბა 12 ქუ­ლა­საც შე­უძ­ლია... "ღრუ­ზი­ნუ­ლი ჟი­უ­რი"

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა), მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუ­სე­რი:

ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ვი­გე... სო­ფოს არ მი­უ­ცია ხმა, თამ­რი­კო სხვი­ტა­რი­ძეს არ მი­უ­ცია ხმა... ვინ­მემ ჯა­დოს­ნუ­რი ჯოხი მო­იქ­ნია?

სოფო ნი­ჟა­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ბიჭი მო­გე­ბუ­ლი იყო, რომ არა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­მაც 3 ქუ­ლის სხვა­ო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა. ვა­მა­ყობთ შე­ნით გრი­გოლ! ორმა წევ­რმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ მი­უ­ცი­ათ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა, თუმ­ცა ეს არა­ფერს არ ნიშ­ნავს, მე­ო­რე ან მე­სა­მე ად­გილ­ზეც რომ გა­ეყ­ვა­ნათ და და­ნარ­ჩენ წევ­რებს პირ­ველ­ზე ან თუნ­დაც მე­სა­მე­ზე, სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლით მა­ინც 12 ანუ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა ექ­ნე­ბო­და, გა­აჩ­ნია სხვა ქვეყ­ნე­ბის გან­ლა­გე­ბას და ასე­ვე ჟი­უ­რის სხვა წევ­რე­ბის ქუ­ლებს!

და­ვით კოვ­ზი­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

სა­ბავ­შვო, ისე­ვე, რო­გორც სა­უფ­რო­სო ევ­რო­ვი­ზია, არის მა­რაზ­მი და მა­რაზმში ნუ გიკ­ვირთ სხვა მა­რაზ­მე­ბი. ეგ ჟი­უ­რი მუ­სი­კას სა­ერ­თოდ უნდა მო­შორ­დეს.

გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნია, პრო­დუ­სე­რი:

სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე მჯდა­რა ევ­რო­ვი­ზი­ის ჟი­უ­რი­ში.

თამ­თა ჭე­ლი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

ევ­რო­ვი­ზია, ვერ გე­ვი­გე?

კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

რუ­სეთ­მა გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 12 ქუ­ლით. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე (ჩვე­ნი ფუ­ლით და­ფი­ნან­სე­ბულ არხზე) ოკუ­პან­ტე­ბის დრო­შა აფ­რი­ა­ლეს. სირ­ცხვი­ლია.... სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის შეგ­რძნე­ბა რა­ტომ არ გვაქვს??? არ შე­იძ­ლე­ბა რომ უარი ვთქვა ჩემ წილ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში? არ მინ­და რომ ეს არხი და­ვა­ფი­ნან­სო 1 თეთ­რი­თაც კი...

ლაშა მი­ქა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ჟი­უ­რის 12 ქულა რომ არ მოგ­ვე­წო­ნა ამა­ზე ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, მაგ­რამ აბა რო­მელ­მა თქვენ­გან­მა შე­ი­წუ­ხა თავი და გრი­გოლ ყიფ­ში­ძეს ხმა მის­ცა?! 2 წუ­თის საქ­მე იყო და გა­ვი­მარ­ჯვებ­დით

ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

სირ­ცხვი­ლია "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი" ჟი­უ­რი. გრცხვე­ნო­დეთ თქვე­ნი სა­ხე­ლი ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა იცო­დეს

გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზია 2017 თბი­ლის­ში რუს­მა გო­გო­ნამ მო­ი­გო, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გაბ­რაზ­და რუსი ბავ­შვის თბი­ლის­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ზე და ჟი­უ­რის ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლის მიერ მი­ცე­მულ ქუ­ლებ­ზე. რო­გორც ჩანს, ბევ­რს სურ­და თბი­ლი­სის ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც ქარ­თუ­ლი მხა­რე მოქ­ცე­უ­ლი­ყო ისე­ვე, რო­გორც ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ მულ­ტფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ ბავ­შვებს სულ ოკუ­პან­ტე­ბი ეძა­ხეს. ასე­თი რე­ა­ცი­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ­დე­ბა. ერ­თსა და იმა­ვე თბი­ლის­ში რუს ბავ­შვებს ოკუ­პან­ტებს უწო­დე­ბენ და იმა­ვე თბი­ლის­ში რუს ტუ­რის­ტებს (რო­მელ­თა­გან კაც­მა არ იცის, რამ­დენს უო­მია 2008-ში ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ) გა­ბად­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით ეხ­ვე­წე­ბი­ან, მობ­რძან­დით, ღვი­ნო უფა­სოდ დაგ­ვი­ჭაშ­ნი­კე­თო...

რე­ა­ლუ­რად, ეს ყვე­ლა­ფე­რი არც პატ­რი­ო­ტიზ­მით აიხ­სნე­ბა და არც ბავ­შვებ­ზე ლაჩ­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბით. მსგავ­სი კომ­პლექ­სე­ბი და­მარ­ცხე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვი­სე­ბაა. ამი­ტომ, სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის შე­დე­გი ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლი კი არა, პა­ტი­ვია. სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა მა­ინც ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კის სა­ხელ­მწი­ფოდ ყა­ლიბ­დე­ბა, სა­დაც კონ­კურ­სე­ბი და შე­ჯიბ­რე­ბი ნელ­ნე­ლა გან­ყე­ნე­ბუ­ლი ხდე­ბა პო­ლი­ტი­კი­სა და ის­ტო­რი­ის­გან.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუ­სე­რი:

სირ­ცხვი­ლი ევ­რო­ვი­ზი­ის ჟი­უ­რის!!

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა ჟი­უ­რის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, მომ­ღე­რალ­მა სოფო გე­ლო­ვან­მა:

"სა­წყე­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მხო­ლოდ მე­ო­რე ად­გი­ლი აიღო, მი­თუ­მე­ტეს, რომ გრი­გო­ლი გა­მარ­ჯვე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებ­და. სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ თე­მა­ზე პო­ლე­მი­კამ ისე­თი მძაფ­რი ფორ­მა მი­ი­ღო, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მინ­და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად გან­ვა­ცხა­დო: რო­გორც ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს არ მი­მი­ცია უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა რუსი კონ­კურ­სან­ტი­სათ­ვის" - წერს სოფო გე­ლო­ვა­ნი.

გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თებ­მა მო­უხ­და ასე­ვე "ბრა­ვო რე­კორდსის" დამ­ფუძ­ნე­ბელ ზაზა შენ­გე­ლი­ას, რო­მე­ლიც ბევ­რს ეგო­ნა, რომ სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი გახ­ლდათ:

ზაზა შენ­გე­ლია, "ბრა­ვო რე­კორდსის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- მე­გობ­რე­ბო, მინ­და სი­ცხა­დე შე­ვი­ტა­ნო ფე­ის­ბუქ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე ვი­ყა­ვი იმ ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა წლე­ვან­დელ სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე კონ­კურ­სან­ტის ვი­ნა­ო­ბა. ჩვენს მიერ შერ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი იყო გრი­გოლ ყიფ­ში­ძე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტად მი­მაჩ­ნდა მა­ში­ნაც და მი­მაჩ­ნია დღე­საც. აგ­რეთ­ვე, ჩვენ­მა ჟი­უ­რიმ შე­არ­ჩია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სიმ­ღე­რაც ჩვენს მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი კონ­კურ­სან­ტი­სათ­ვის. ჩემს გარ­და ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ დათო ევ­გე­ნი­ძე, მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ასა­ნიშ­ვი­ლი და ელი­სო შენ­გე­ლია. ჟი­უ­რიმ მუ­შა­ო­ბა 2 თვის წინ და­ას­რუ­ლა და ამით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა. That's it! იმე­დია ფაქ­ტი ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის P.S. ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სი უკვე რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია მკაც­რი კრი­ტი­კის სა­განს წარ­მო­ად­გენს ხმის მი­ცე­მის ინ­ვა­ლი­დი სის­ტე­მის გამო...

სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის რი­გით მე-15 კონ­კურ­სი გუ­შინ, თბი­ლი­სის ოლიმ­პი­ურ სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბავ­შვო ევრო­ფეს­ტი­ვალს წელს პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლა. კონ­კურ­სში 16 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა ტე­ხავს..." - რას წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის ჟი­უ­რის წევ­რი კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

"ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის შედეგებს ეხმაურებიან - რას პასუხობს კრიტიკოსებს სოფო გელოვანი

"ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის შედეგებს ეხმაურებიან - რას პასუხობს კრიტიკოსებს სოფო გელოვანი

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. მეორე ადგილი, 185 ქულით ქართველ მომღერალ გრიგოლ ყიფშიძეს ერგო, ხოლო მესამეზე ავსტრალიელი გავიდა.

კონკურსის შედეგებს სოციალურ ქსელში კრიტიკულად ეხმაურებიან ცნობილი ქართველები:

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

ქვეყნის დემორალიზება 12 ქულასაც შეუძლია... "ღრუზინული ჟიური"

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), მუსიკალური პროდუსერი:

ვერაფერი ვერ გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:

ჩვენი საამაყო ბიჭი მოგებული იყო, რომ არა საკუთარი ქვეყნის ჟიურის გადაწყვეტილება, რამაც 3 ქულის სხვაობით მეორე ადგილზე გაიყვანა. ვამაყობთ შენით გრიგოლ! ორმა წევრმა განაცხადა, რომ არ მიუციათ უმაღლესი შეფასება, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, მეორე ან მესამე ადგილზეც რომ გაეყვანათ და დანარჩენ წევრებს პირველზე ან თუნდაც მესამეზე, საშუალო არითმეტიკულით მაინც 12 ანუ ყველაზე მაღალი შეფასება ექნებოდა, გააჩნია სხვა ქვეყნების განლაგებას და ასევე ჟიურის სხვა წევრების ქულებს!

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

საბავშვო, ისევე, როგორც საუფროსო ევროვიზია, არის მარაზმი და მარაზმში ნუ გიკვირთ სხვა მარაზმები. ეგ ჟიური მუსიკას საერთოდ უნდა მოშორდეს.

გიორგი ხაბურძანია, პროდუსერი:

სერგო ორჯონიკიძე მჯდარა ევროვიზიის ჟიურიში.

თამთა ჭელიძე, მომღერალი:

ევროვიზია, ვერ გევიგე?

კოკო როინიშვილი, მსახიობი:

რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში ქართველების მინიჭებული 12 ქულით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ჩვენი ფულით დაფინანსებულ არხზე) ოკუპანტების დროშა აფრიალეს. სირცხვილია.... სახელმწიფოებრიობის შეგრძნება რატომ არ გვაქვს??? არ შეიძლება რომ უარი ვთქვა ჩემ წილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში? არ მინდა რომ ეს არხი დავაფინანსო 1 თეთრითაც კი...

ლაშა მიქაძე, ჟურნალისტი:

ჟიურის 12 ქულა რომ არ მოგვეწონა ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ აბა რომელმა თქვენგანმა შეიწუხა თავი და გრიგოლ ყიფშიძეს ხმა მისცა?! 2 წუთის საქმე იყო და გავიმარჯვებდით

ირაკლი მაისურაძე, ჟურნალისტი:

სირცხვილია "დამოუკიდებელი" ჟიური. გრცხვენოდეთ თქვენი სახელი ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

გიორგი უძილაური, ჟურნალისტი:

საბავშვო ევროვიზია 2017 თბილისში რუსმა გოგონამ მოიგო, რასაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური გარჩევები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი გაბრაზდა რუსი ბავშვის თბილისში გამარჯვებაზე და ჟიურის ქართული ნაწილის მიერ მიცემულ ქულებზე. როგორც ჩანს, ბევრს სურდა თბილისის ევროვიზიაზეც ქართული მხარე მოქცეულიყო ისევე, როგორც ნოემბრის დასაწყისში, თბილისში გამართულ მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ ბავშვებს სულ ოკუპანტები ეძახეს. ასეთი რეაციებით საქართველო კომიკურ სიტუაციაში ვარდება. ერთსა და იმავე თბილისში რუს ბავშვებს ოკუპანტებს უწოდებენ და იმავე თბილისში რუს ტურისტებს (რომელთაგან კაცმა არ იცის, რამდენს უომია 2008-ში ქართველების წინააღმდეგ) გაბადრული სახეებით ეხვეწებიან, მობრძანდით, ღვინო უფასოდ დაგვიჭაშნიკეთო...

რეალურად, ეს ყველაფერი არც პატრიოტიზმით აიხსნება და არც ბავშვებზე ლაჩრული შეტევებით. მსგავსი კომპლექსები დამარცხებული საზოგადოების თვისებაა. ამიტომ, საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია. საქართველო ნელ-ნელა მაინც ნორმალური ფსიქიკის სახელმწიფოდ ყალიბდება, სადაც კონკურსები და შეჯიბრები ნელნელა განყენებული ხდება პოლიტიკისა და ისტორიისგან.

მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდუსერი:

სირცხვილი ევროვიზიის ჟიურის!!

გავრცელებული კომენტარების გამო, "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტება გააკეთა ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, მომღერალმა სოფო გელოვანმა:

"საწყენია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მითუმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებას ყველაზე მეტად იმსახურებდა. საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო, რომ იძულებული გავხდი საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის" - წერს სოფო გელოვანი.

განმარტების გაკეთებმა მოუხდა ასევე "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელ ზაზა შენგელიას, რომელიც ბევრს ეგონა, რომ საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრი გახლდათ:

ზაზა შენგელია, "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი:

- მეგობრებო, მინდა სიცხადე შევიტანო ფეისბუქზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მე ვიყავი იმ ჟიურის თავმჯდომარე, რომელმაც გამოავლინა წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის ვინაობა. ჩვენს მიერ შერჩეული კონკურსანტი იყო გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც ყველაზე საუკეთესო კანდიდატად მიმაჩნდა მაშინაც და მიმაჩნია დღესაც. აგრეთვე, ჩვენმა ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული სიმღერაც ჩვენს მიერ გამოვლენილი კონკურსანტისათვის. ჩემს გარდა ჟიურის შემადგენლობაში მუშაობდნენ დათო ევგენიძე, მაია ბარათაშვილი, გიორგი ასანიშვილი და ელისო შენგელია. ჟიურიმ მუშაობა 2 თვის წინ დაასრულა და ამით ფუნქციონირება შეწყვიტა. That's it! იმედია ფაქტი ყველასათვის გასაგები გახდება, მადლობა ყურადღებისათვის P.S. ევროვიზიის კონკურსი უკვე რამოდენიმე წელია მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ხმის მიცემის ინვალიდი სისტემის გამო...

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი გუშინ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.

წაიკითხეთ ასევე: "საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს..." - რას წერს "ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის ჟიურის წევრი კონკურსის დასრულების შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს