საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ, რომ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე..."
"ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ, რომ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე..."

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ჩა­ტა­რე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნი მწერ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა იყო, რო­მელ­თა წიგ­ნებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი და­ფი­ნან­სე­ბით და­ბეჭ­დავ­და. ამ მარ­თლაც უნი­კა­ლურ­მა შან­სმა 300 მწე­რა­ლი და მკი­თხვე­ლის უპ­რე­ცე­დენ­ტო, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი არ­მია მი­ი­ზი­და.

სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ხუთი ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი მოგ­ვევ­ლი­ნა. ორი ავ­ტო­რის, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძი­სა და შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას წიგ­ნე­ბი კი უკვე გა­მო­ი­ცა და ახლა უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლის თა­როს ამ­შვე­ნებს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი

ამ­ბობს, კონ­კურ­სით არა მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გა­ე­კა­ფათ გზა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­კენ, - ამ ძა­ლი­ან თა­მამ­მა კონ­კურ­სმა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მედ­ში და­ტო­ვა იმის გან­ცდა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც უცხო­ეთ­ში, შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი წინ წა­ვი­დეს, წიგ­ნე­ბიც გა­მოს­ცეს და ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რა­დაც იქ­ცეს.

მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

"გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ამ კონ­კურ­სით მო­ინ­დო­მა, აღ­მო­ე­ჩი­ნა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, მხო­ლოდ იმის გამო, რომ არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა თუ ბიძ­გი, გზას ვერ იკა­ფავ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო ხუთი ავ­ტო­რი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თა­გან ორის ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბამ უკვე გა­მოს­ცა და წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა. შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას ნა­წარ­მო­ე­ბი "შე­მო­ვალ ეტ­ლით" სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­ტყვაა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და გულ­წრფე­ლად ვფიქ­რობ, რომ არამ­ხო­ლოდ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალ­ზეა, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია და, იმავდრო­უ­ლად, მა­ღა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით და­წე­რი­ლი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბევრ რა­მეს გა­ნა­პი­რო­ბებს ისიც, რომ ავ­ტო­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვად სარ­გებ­ლობ­და ეტ­ლით და მის­თვის ნაც­ნო­ბია ასე­თი ადა­მი­ა­ნის გან­ცდე­ბი. თუმ­ცა ნა­წარ­მო­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის მხო­ლოდ ეს არ კმა­რა - ავ­ტორ­მა შეძ­ლო ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლი და სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ბრძო­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის იმ­დე­ნად ცო­ცხლად და და­მა­ჯე­რებ­ლად გად­მო­ე­ცა, რომ მკი­თხვე­ლი წიგ­ნის კი­თხვას თავს ვერ აღ­წევს. ავ­ტო­რი გვარ­წმუ­ნებს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლას აზრი ყო­ველ­თვის აქვს, მა­ში­ნაც კი, თუ ეტლს ხარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ხარ სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი თავს კი არ იცო­დებს, არა­მედ, პი­რი­ქით, სა­კუ­თარ თავს ქმნის, ქმნის თა­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბას. ვფიქ­რობ, "შე­მო­ვალ ეტ­ლით" ყვე­ლამ უნდა წა­ი­კი­თხოს, ნე­ბის­მი­ერ­მა, ვი­საც სურს, ის­წავ­ლოს ბრძო­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. ეს წიგ­ნი უნდა წა­ვი­კი­თხოთ იმი­ტო­მაც, რომ უკეთ გა­ვუ­გოთ ამ ადა­მი­ა­ნებს, უკეთ ვიგ­რძნოთ, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ეტ­ლის ბორ­ბლებ­ზე... ის თვალს აგ­ვი­ხელს და დაგ­ვა­ნა­ხებს, რო­გორ უნდა ვიქ­ცე­ო­დეთ, როცა საქ­მე ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ებს ეხე­ბა. ეს წიგ­ნი და შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას გმი­რის ამ­ბა­ვი ჩვენ შეგვცვლის და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცო­ტა­თი მა­ინც უკე­თე­სე­ბი გავ­ხდე­ბით.

შო­რე­ნა ხუ­ხუა, წიგ­ნის ავ­ტო­რი:

"მე ჩემი წიგ­ნის გმი­რის გზა თა­ვად გა­ვი­ა­რე, თა­ვად ვსარ­გებ­ლობ­დი ეტ­ლით და იმ­დრო­ინ­დელ ჩემს სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას აღვწერ­დი კი­დეც ჩემს ჩა­ნა­წე­რებ­ში. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L", ამ წიგნს ვერ გა­მოვ­ცემ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ წა­ი­კი­თხავ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრე­დით იცის, რას გრძნობს ადა­მი­ა­ნი ეტ­ლით სარ­გებ­ლო­ბი­სას. ეს წიგ­ნი, რომ­ლის პრო­ტო­ტი­პი, ჩემ­თან ერ­თად, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ჩემი ორი მე­გო­ბა­რია, არის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­საც ვერ გა­ი­გებს ის, ვინც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ეტ­ლში. ეს არის სამ­ყა­რო, რო­მელ­საც სხვა წე­სე­ბი აქვს და ამას მა­შინ­ვე ხე­დავ, როცა ეტ­ლში ჯდე­ბი. შენ კი უნდა მი­ი­ღო ეს წე­სე­ბი ან შეც­ვა­ლო. ერ­თი­ცა და მე­ო­რეც ძნე­ლია და ტკი­ვი­ლი­ა­ნი, თუმ­ცა, როცა იბ­რძვი, ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლად მი­გაჩ­ნია, მხო­ლოდ მა­შინ მო­დის. შე­გუ­ე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს!

ეს გან­ცდა მინ­დო­და, გა­და­მე­ცა მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის, რად­გა­ნაც მე თა­ვად ეს გზა ავირ­ჩიე.მხო­ლოდ ამი­ტომ გა­დავ­რჩი.

- ეს რო­გორ მოხ­და, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ეტ­ლში?

- წა­მე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ეს ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე. 2009 წელს სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. თბი­ლი­სი­დან 35 კი­ლო­მეტრზე 10 წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი ჩემი ორ­კა­რი­ა­ნი პა­ტა­რა ავ­ტო­მო­ბი­ლით, რო­მელ­საც ერთ დღეს თავ­ზე ბე-ემ-ვე და­ე­ცა და ჩე­მი­ა­ნად გას­რი­სა... "ბე-ემ-ვეს" მძღო­ლის 18 წლის ძმა და­ი­ღუ­პა.

- თქვენ რო­გორ გა­დარ­ჩით?

- ამას ექი­მე­ბი ახ­ლაც ვერ ხსნი­ან. ყვე­ლა­ფე­რი დამ­ტვრე­უ­ლი მქონ­და, მათ შო­რის, ორი­ვე ბარ­ძა­ყის ძვა­ლი და თორ­მე­ტი­ვე ნეკ­ნი. დაფ­ლე­თი­ლი მქონ­და ნაწ­ლა­ვე­ბი და ღვიძ­ლი, ფილ­ტვე­ბი, ელენ­თა... ელენ­თა ამომ­კვე­თეს, ოთხად გაგ­ლე­ჯი­ლი ღვიძ­ლი კი რო­გორ­ღაც შე­ა­ერ­თეს. ფილ­ტვებ­ში სის­ხლი მქონ­და ჩაქ­ცე­უ­ლი; ფე­ხებ­ზე ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მქონ­და სიმ­ძი­მე­ე­ბი.

- გო­ნე­ბა არ და­გი­კარ­გავთ?

- სა­ოც­რე­ბა ის იყო, რომ - არა. და თუკი რა­ი­მემ გა­და­მარ­ჩი­ნა, ექი­მე­ბი სწო­რედ ამას ასა­ხე­ლე­ბენ. ამ სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვის პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ცო­ცხლა. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ფე­ხებ­ზე ოპე­რა­ცია და­მი­ნიშ­ნეს. ოპე­რა­ცია აღ­მოჩ­ნდა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი. ყა­ვარ­ჯნე­ბით უნდა მევ­ლო, მაგ­რამ არა ჩემი კი­დუ­რე­ბის, არა­მედ იმ ლი­თო­ნის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც ძვლებ­ში მქონ­და. ამა­სო­ბა­ში თვე­ე­ბი გა­ვი­და და უკვე თა­ვი­დან მო­მი­წია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თვის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ.მი­ვი­ღე და გა­ვი­მარ­ჯვე. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო სხვა ბრძო­ლა - ბრძო­ლა, რო­მე­ლიც უკვე რო­გორც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პირს უნდა მო­მე­გო. მო­ვი­თხო­ვე, რომ ვი­ნა­ი­დან ყა­ვარ­ჯნე­ბით მე­ო­რე სარ­თულ­ზე ას­ვლა მი­ჭირ­და, ჩემ­თვის გა­მოც­დე­ბი პირ­ველ სარ­თულ­ზე და­ე­ნიშ­ნათ.

იმავდრო­უ­ლად, რად­გან ფე­ხებ­ში რკი­ნა მქონ­და ჩად­გმუ­ლი და ერთ ად­გილ­ზე ვერ ვჩერ­დე­ბო­დი, გა­მოც­დი­სას დას­ვე­ნე­ბი­თაც უნდა მე­სარ­გებ­ლა. ასე ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და და­ვუბ­რუნ­დი სკო­ლას სა­ზღვარ­ზე, სა­დაც ისევ მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი. ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამო­მიდ­გნენ მხარ­ში, სკო­ლის კარ­თან მხვდე­ბოდ­ნენ და ხე­ლით ავ­ყავ­დი შე­ნო­ბა­ში. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ექ­სკურ­სი­ებ­ზეც კი დავ­დი­ო­დი, ისევ მათი დახ­მა­რე­ბით. ეტ­ლით სარ­გებ­ლო­ბა და­ვი­წყე, როცა ბარ­ძაყ­ში თე­ძოს ძვა­ლი გა­და­ვი­ნერ­გე და ექიმ­მა მი­თხრა, რომ ყა­ვარ­ჯნე­ბით სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ან და­წო­ლა უნდა ამერ­ჩია, ან ეტლი. მე ეტლი ავირ­ჩიე. ყა­ვარ­ჯნებ­თან შე­და­რე­ბით ეტ­ლმა ცხოვ­რე­ბა შე­მიმ­სუ­ბუ­ქა, თა­ნაც, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის ის ცხოვ­რე­ბა და­მა­ნა­ხა, რა­საც ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს და­ი­ნა­ხავს, თუ ეტ­ლში არ აღ­მოჩ­ნდა.

მე გა­ვი­ცა­ნი ეს თემი, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერთს ად­რეც ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა, სა­ნამ ეტ­ლში არ აღ­მოვ­ჩნდი, ვე­რაფ­რით მივ­ხვდე­ბო­დი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, და მეც მათ­თან ერ­თად, ცალ­კე ვარ­სე­ბობ­დით. სხვა სამ­ყა­რო იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლის­თვი­საც ბედ­ნი­ე­რე­ბის თუ სრულ­ფა­სოვ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბრძო­ლა. სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. მე ეს ბრძო­ლა მიზ­ნად და­ვი­სა­ხე. მახ­სოვს, რა ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე ერთ-ერთ ტრე­ნინგზე, სა­დაც 100 ლარი მქონ­და გა­დახ­დი­ლი - მე­ო­რე სარ­თულ­ზე რომ ვერ ავე­დი, მო­ვი­თხო­ვე, უკან და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი 100 ლარი, რად­გან თქვენ ჩემ­თვის პი­რო­ბე­ბი არ შე­გიქ­მნი­ათ-მეთ­ქი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, საქ­მე არა 100 ლარ­ში, არა­მედ იმა­ში იყო, რომ ჩე­მის­თა­ნა ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. აი, მერე იყო, რომ ყვე­ლა პი­რო­ბა შე­მექ­მნა.

- თქვენ მარ­ნე­უ­ლის სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბაც ეტ­ლში მჯდომ­მა მო­ი­პო­ვეთ.

- მახ­სოვს, ბევ­რი გა­ო­ცე­ბით მი­ყუ­რებ­და, რო­გორ მი­ვე­დი ეტ­ლში მჯდო­მი სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბის­თვის კონ­კურ­სში. მახ­სოვს კონ­კურ­სის ბოლო სა­ფე­ხუ­რიც, სა­დაც იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც ჩემი ბედი უნდა გა­და­ე­წყვი­ტა, მი­თხრა, კარ­გი, თუ გას­წვდე­ბი საქ­მეს... ახლა ვარ მარ­ნე­უ­ლის იმ არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­შიც 1300-ზე მეტი ბავ­შვი სწავ­ლობს.

- მოს­წავ­ლე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის შეც­ვლაც მო­ა­ხერ­ხეთ?

- მე ამ სკო­ლა­ში გა­ვა­კე­თე ის, რაც მა­შინ ჩა­ვი­ფიქ­რე, როცა კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­და და ეტ­ლში ვი­ჯე­ქი - გა­დავ­წყვი­ტე, ჩვენს სკო­ლა­ში ის ბავ­შვე­ბი მო­მეყ­ვა­ნა სას­წავ­ლებ­ლად, რომ­ლე­ბიც ამ რა­ი­ონ­ში ეტ­ლით სარ­გებ­ლობ­დნენ. პირ­ვე­ლი 12 წლის მოს­წავ­ლის მოყ­ვა­ნა­ზე მისი მშობ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შემ­ხვდა, მაგ­რამ მა­ინც წა­მო­ვიყ­ვა­ნე და პირ­ველ კლას­ში დავ­სვი, რად­გან წიგ­ნის არა­ფე­რი გა­ე­გე­ბო­და. სულ მოკ­ლე ხან­ში ამ ბავ­შვმა 6 კლა­სის პროგ­რა­მა დას­ძლია და დღეს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა. ახლა ჩემს სკო­ლა­ში 17 შშმ მოს­წავ­ლეა.

- ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი რო­გორ გახ­დით? სა­ო­ცა­რი წიგ­ნია იმის შე­სა­ხებ, რო­გორ არ უნდა შე­ი­ცო­დოს თავი ეტლს მი­ჯაჭ­ვულ­მა ადა­მი­ან­მა, რო­გორ უნდა იბ­რძო­ლოს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.

- ეს წიგ­ნი ნამ­დვი­ლი გან­ცდა და ნამ­დვი­ლი ბრძო­ლაა, რომ­ლი­თაც ვიბ­რძო­ლეთ მეც და ჩემ­მა ორმა ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე მე­გო­ბარ­მა. რო­დე­საც კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, მე­გობ­რებ­მა მირ­ჩი­ეს, მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და, რად­გან ეს სხვა აუ­დი­ტო­რი­აა - აუ­დი­ტო­რია, რო­მელ­საც სული უნდა გა­უხ­სნა. ბევ­რი ვი­ფიქ­რე და სა­ბო­ლო­ოდ ის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­და­ვი­კი­თხე, რო­მელ­თაც ნამ­დვი­ლი ტკი­ვი­ლით ვწერ­დი, მერე ჩემს გრძნო­ბა­ში გა­ვა­ტა­რე და ხე­ლახ­ლა დავ­წე­რე. პირ­ვე­ლი ტური რომ მო­ვი­გე, სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდა - არ შე­იძ­ლე­ბო­და, არ მეთ­ქვა ბო­ლომ­დე სათ­ქმე­ლი. არ ვიცი, არის კი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ეტ­ლში მჯდო­მი აღ­წერს ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის ტკი­ვილს და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ბრძო­ლას, ინ­ტი­მურ გან­ცდებს?

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - რომ არ ყო­ფი­ლი­ყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L", არ იქ­ნე­ბო­და ჩემი წიგ­ნიც. ჩემს ნა­წე­რებს, ალ­ბათ, მხო­ლოდ ჩემი მე­გობ­რე­ბი წა­ი­კი­თხავ­დნენ და ის­წავ­ლიდ­ნენ ბრძო­ლას ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მე კი მინ­და, რომ ეს ყვე­ლამ ის­წავ­ლოს, უპირ­ვე­ლე­სად კი მათ, ვინც სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და­კარ­გა

- თქვენს წიგნს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბა ერგო - კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რის, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ეს არის "ნამ­დვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და გა­მარ­ჯვე­ბა ნამ­დვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, რო­დე­საც მა­სა­ლამ ვერ დათ­რგუ­ნა სათ­ქმე­ლი. კარ­გია, რომ ავ­ტო­რი იც­ნობს ამ სფე­როს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ მას­ში არის ძალა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და იმი­სა, რომ პრე­ტენ­ზი­ე­ბი არის სამ­ყა­როს მი­მართ ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს", სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ლე­დიმ, მაკა ჩი­ჩუ­ამ კი, წიგ­ნის გა­რე­კა­ნი გა­ა­ფორ­მა.

- ჩემ­თვის ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის აზრი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნეა. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ლე­დის, თა­ვა­დაც გა­ოც­და ჩემს და­ნახ­ვა­ზე და მეც, როცა მისი ნა­ხა­ტი ვნა­ხე. ზუს­ტად ისე ჰქონ­და და­ხა­ტუ­ლი, რო­გორც მინ­დო­და - ეტ­ლში მჯდო­მი ქალი ზურ­გით, რო­მელ­საც ხვე­უ­ლი თმა აქვს (მეც ასე­თი­ვე თმა მაქვს). ქალ­ბა­ტონ­მა მა­კამ, ალ­ბათ, ის და­ი­ნა­ხა ჩემს წიგნ­ში, რაც მინ­და ჩემ­მა მკი­თხველ­მაც და­ი­ნა­ხოს - ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ბრძო­ლა ყო­ველ­თვის ღირს.

ეთერ ერა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ, რომ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე..."

"ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ, რომ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე..."

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსს "გახდი ბესტსელერის ავტორი" საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონკურსის მიზანი მწერლების გამოვლენა იყო, რომელთა წიგნებს გამომცემლობა საკუთარი დაფინანსებით დაბეჭდავდა. ამ მართლაც უნიკალურმა შანსმა 300 მწერალი და მკითხველის უპრეცედენტო, მრავალათასიანი არმია მიიზიდა.

საბოლოოდ გამარჯვებულად ხუთი ახალგაზრდა მწერალი მოგვევლინა. ორი ავტორის, თათული ღვინიანიძისა და შორენა ხუხუას წიგნები კი უკვე გამოიცა და ახლა უამრავი მკითხველის თაროს ამშვენებს. როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური

ამბობს, კონკურსით არა მხოლოდ გამარჯვებულებს გაეკაფათ გზა ფართო აუდიტორიისკენ, - ამ ძალიან თამამმა კონკურსმა და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საზოგადოებასთან ერთად ყველა ახალგაზრდა შემოქმედში დატოვა იმის განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ზუსტად ისევე, როგორც უცხოეთში, შეიძლება ახალგაზრდა შემოქმედი წინ წავიდეს, წიგნებიც გამოსცეს და ბესტსელერის ავტორადაც იქცეს.

მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:

"გამომცემლობამ ამ კონკურსით მოინდომა, აღმოეჩინა ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საშუალება თუ ბიძგი, გზას ვერ იკაფავდნენ. საბოლოოდ, მართლაც საინტერესო ხუთი ავტორი გამოვლინდა, რომელთაგან ორის ნაწარმოები გამომცემლობამ უკვე გამოსცა და წარმატებით იყიდება. შორენა ხუხუას ნაწარმოები "შემოვალ ეტლით" სრულიად ახალი სიტყვაა ლიტერატურაში და გულწრფელად ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ქართულ ლიტერატურაში. ნაწარმოები, რომელიც ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ქალზეა, ძალიან გულწრფელია და, იმავდროულად, მაღალი ლიტერატურული გემოვნებით დაწერილი.

რასაკვირველია, ბევრ რამეს განაპირობებს ისიც, რომ ავტორი დიდი ხნის განმავლობაში თავად სარგებლობდა ეტლით და მისთვის ნაცნობია ასეთი ადამიანის განცდები. თუმცა ნაწარმოების პოპულარობისთვის მხოლოდ ეს არ კმარა - ავტორმა შეძლო ეტლით მოსარგებლე ადამიანის ტკივილი და სულისშემძვრელი ბრძოლა ბედნიერებისთვის იმდენად ცოცხლად და დამაჯერებლად გადმოეცა, რომ მკითხველი წიგნის კითხვას თავს ვერ აღწევს. ავტორი გვარწმუნებს, რომ ბედნიერებისთვის, სიცოცხლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, მაშინაც კი, თუ ეტლს ხარ მიჯაჭვული, ხარ სხვაზე დამოკიდებული.

ნაწარმოების მთავარი გმირი თავს კი არ იცოდებს, არამედ, პირიქით, საკუთარ თავს ქმნის, ქმნის თავის ბედნიერებას. ვფიქრობ, "შემოვალ ეტლით" ყველამ უნდა წაიკითხოს, ნებისმიერმა, ვისაც სურს, ისწავლოს ბრძოლა ბედნიერებისთვის. ეს წიგნი უნდა წავიკითხოთ იმიტომაც, რომ უკეთ გავუგოთ ამ ადამიანებს, უკეთ ვიგრძნოთ, როგორია ცხოვრება ეტლის ბორბლებზე... ის თვალს აგვიხელს და დაგვანახებს, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, როცა საქმე ეტლით მოსარგებლეებს ეხება. ეს წიგნი და შორენა ხუხუას გმირის ამბავი ჩვენ შეგვცვლის და, დარწმუნებული ვარ, ცოტათი მაინც უკეთესები გავხდებით.

შორენა ხუხუა, წიგნის ავტორი:

"მე ჩემი წიგნის გმირის გზა თავად გავიარე, თავად ვსარგებლობდი ეტლით და იმდროინდელ ჩემს სულიერ მდგომარეობას აღვწერდი კიდეც ჩემს ჩანაწერებში. რომ არ ყოფილიყო გამომცემლობა "პალიტრა L", ამ წიგნს ვერ გამოვცემდი. შესაბამისად, ვერ წაიკითხავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ეს წიგნი ძალიან სჭირდებათ. მე ვარ ადამიანი, რომელმაც სხეულის ყველა უჯრედით იცის, რას გრძნობს ადამიანი ეტლით სარგებლობისას. ეს წიგნი, რომლის პროტოტიპი, ჩემთან ერთად, ეტლით მოსარგებლე ჩემი ორი მეგობარია, არის ცხოვრება, რომელსაც ვერ გაიგებს ის, ვინც არასოდეს ყოფილა ეტლში. ეს არის სამყარო, რომელსაც სხვა წესები აქვს და ამას მაშინვე ხედავ, როცა ეტლში ჯდები. შენ კი უნდა მიიღო ეს წესები ან შეცვალო. ერთიცა და მეორეც ძნელია და ტკივილიანი, თუმცა, როცა იბრძვი, ბედნიერება, რომელიც დაკარგულად მიგაჩნია, მხოლოდ მაშინ მოდის. შეგუებაში ბედნიერება არ არსებობს!

ეს განცდა მინდოდა, გადამეცა მთელი სამყაროსთვის, რადგანაც მე თავად ეს გზა ავირჩიე.მხოლოდ ამიტომ გადავრჩი.

- ეს როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდით ეტლში?

- წამების განმავლობაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. 2009 წელს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე აზერბაიჯანულ სკოლაში ვასწავლიდი ქართულ ლიტერატურას. თბილისიდან 35 კილომეტრზე 10 წლის მანძილზე ყოველდღე დავდიოდი ჩემი ორკარიანი პატარა ავტომობილით, რომელსაც ერთ დღეს თავზე ბე-ემ-ვე დაეცა და ჩემიანად გასრისა... "ბე-ემ-ვეს" მძღოლის 18 წლის ძმა დაიღუპა.

- თქვენ როგორ გადარჩით?

- ამას ექიმები ახლაც ვერ ხსნიან. ყველაფერი დამტვრეული მქონდა, მათ შორის, ორივე ბარძაყის ძვალი და თორმეტივე ნეკნი. დაფლეთილი მქონდა ნაწლავები და ღვიძლი, ფილტვები, ელენთა... ელენთა ამომკვეთეს, ოთხად გაგლეჯილი ღვიძლი კი როგორღაც შეაერთეს. ფილტვებში სისხლი მქონდა ჩაქცეული; ფეხებზე ორი თვის განმავლობაში ჩამოკიდებული მქონდა სიმძიმეები.

- გონება არ დაგიკარგავთ?

- საოცრება ის იყო, რომ - არა. და თუკი რაიმემ გადამარჩინა, ექიმები სწორედ ამას ასახელებენ. ამ საშინელი ტანჯვის პირველივე წამებიდან ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მეცოცხლა. საბოლოოდ, ყველა ოპერაციის შემდეგ, ფეხებზე ოპერაცია დამინიშნეს. ოპერაცია აღმოჩნდა წარუმატებელი. ყავარჯნებით უნდა მევლო, მაგრამ არა ჩემი კიდურების, არამედ იმ ლითონის დახმარებით, რომელიც ძვლებში მქონდა. ამასობაში თვეები გავიდა და უკვე თავიდან მომიწია აზერბაიჯანული სკოლის მასწავლებლობისთვის კონკურსში მონაწილეობამ. მივიღე და გავიმარჯვე. სწორედ აქედან დაიწყო სხვა ბრძოლა - ბრძოლა, რომელიც უკვე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების პირს უნდა მომეგო. მოვითხოვე, რომ ვინაიდან ყავარჯნებით მეორე სართულზე ასვლა მიჭირდა, ჩემთვის გამოცდები პირველ სართულზე დაენიშნათ.

იმავდროულად, რადგან ფეხებში რკინა მქონდა ჩადგმული და ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, გამოცდისას დასვენებითაც უნდა მესარგებლა. ასე ჩავაბარე გამოცდა და დავუბრუნდი სკოლას საზღვარზე, სადაც ისევ მანქანით დავდიოდი. ჩემი მოსწავლეები ამომიდგნენ მხარში, სკოლის კართან მხვდებოდნენ და ხელით ავყავდი შენობაში. ამ მდგომარეობაში ექსკურსიებზეც კი დავდიოდი, ისევ მათი დახმარებით. ეტლით სარგებლობა დავიწყე, როცა ბარძაყში თეძოს ძვალი გადავინერგე და ექიმმა მითხრა, რომ ყავარჯნებით სიარული შეუძლებელი იყო, ან დაწოლა უნდა ამერჩია, ან ეტლი. მე ეტლი ავირჩიე. ყავარჯნებთან შედარებით ეტლმა ცხოვრება შემიმსუბუქა, თანაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ის ცხოვრება დამანახა, რასაც ვერავინ ვერასოდეს დაინახავს, თუ ეტლში არ აღმოჩნდა.

მე გავიცანი ეს თემი, რომელთაგან ზოგიერთს ადრეც ვიცნობდი, თუმცა, სანამ ეტლში არ აღმოვჩნდი, ვერაფრით მივხვდებოდი, რომ ეს ადამიანები, და მეც მათთან ერთად, ცალკე ვარსებობდით. სხვა სამყარო იყო, საზოგადოების განწყობაზე დამოკიდებული, რომლისთვისაც ბედნიერების თუ სრულფასოვნების მისაღწევად აუცილებელია ბრძოლა. სხვანაირად არაფერი გამოვა. მე ეს ბრძოლა მიზნად დავისახე. მახსოვს, რა ამბავი ავტეხე ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც 100 ლარი მქონდა გადახდილი - მეორე სართულზე რომ ვერ ავედი, მოვითხოვე, უკან დამიბრუნეთ ჩემი 100 ლარი, რადგან თქვენ ჩემთვის პირობები არ შეგიქმნიათ-მეთქი. სინამდვილეში, საქმე არა 100 ლარში, არამედ იმაში იყო, რომ ჩემისთანა ადამიანის ინტერესი არ გაითვალისწინეს. აი, მერე იყო, რომ ყველა პირობა შემექმნა.

- თქვენ მარნეულის სკოლის დირექტორობაც ეტლში მჯდომმა მოიპოვეთ.

- მახსოვს, ბევრი გაოცებით მიყურებდა, როგორ მივედი ეტლში მჯდომი სკოლის დირექტორობისთვის კონკურსში. მახსოვს კონკურსის ბოლო საფეხურიც, სადაც იმ ადამიანმა, რომელსაც ჩემი ბედი უნდა გადაეწყვიტა, მითხრა, კარგი, თუ გასწვდები საქმეს... ახლა ვარ მარნეულის იმ არაქართული სკოლის დირექტორი, რომელშიც 1300-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

- მოსწავლეების ცხოვრების შეცვლაც მოახერხეთ?

- მე ამ სკოლაში გავაკეთე ის, რაც მაშინ ჩავიფიქრე, როცა კონკურსში ვმონაწილეობდა და ეტლში ვიჯექი - გადავწყვიტე, ჩვენს სკოლაში ის ბავშვები მომეყვანა სასწავლებლად, რომლებიც ამ რაიონში ეტლით სარგებლობდნენ. პირველი 12 წლის მოსწავლის მოყვანაზე მისი მშობლების ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ მაინც წამოვიყვანე და პირველ კლასში დავსვი, რადგან წიგნის არაფერი გაეგებოდა. სულ მოკლე ხანში ამ ბავშვმა 6 კლასის პროგრამა დასძლია და დღეს წარჩინებული მოსწავლეა. ახლა ჩემს სკოლაში 17 შშმ მოსწავლეა.

- ბესტსელერის ავტორი როგორ გახდით? საოცარი წიგნია იმის შესახებ, როგორ არ უნდა შეიცოდოს თავი ეტლს მიჯაჭვულმა ადამიანმა, როგორ უნდა იბრძოლოს ბედნიერებისთვის, რომელსაც აუცილებლად მიაღწევს.

- ეს წიგნი ნამდვილი განცდა და ნამდვილი ბრძოლაა, რომლითაც ვიბრძოლეთ მეც და ჩემმა ორმა ეტლით მოსარგებლე მეგობარმა. როდესაც კონკურსი გამოცხადდა, მეგობრებმა მირჩიეს, მიიღე მონაწილეობაო. ნამდვილად არ მინდოდა, რადგან ეს სხვა აუდიტორიაა - აუდიტორია, რომელსაც სული უნდა გაუხსნა. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ის ჩანაწერები გადავიკითხე, რომელთაც ნამდვილი ტკივილით ვწერდი, მერე ჩემს გრძნობაში გავატარე და ხელახლა დავწერე. პირველი ტური რომ მოვიგე, სხვა პასუხისმგებლობა გამოჩნდა - არ შეიძლებოდა, არ მეთქვა ბოლომდე სათქმელი. არ ვიცი, არის კი მწერალი, რომელიც ეტლში მჯდომი აღწერს ეტლით მოსარგებლე ადამიანების ტკივილს და ბედნიერებისთვის ბრძოლას, ინტიმურ განცდებს?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რომ არ ყოფილიყო გამომცემლობა "პალიტრა L", არ იქნებოდა ჩემი წიგნიც. ჩემს ნაწერებს, ალბათ, მხოლოდ ჩემი მეგობრები წაიკითხავდნენ და ისწავლიდნენ ბრძოლას ბედნიერებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში, მე კი მინდა, რომ ეს ყველამ ისწავლოს, უპირ­ველესად კი მათ, ვინც საკუთარი თავის რწმენა დაკარგა

- თქვენს წიგნს ცნობილი ადამიანების საუკეთესო შეფასება ერგო - კონკურსის ჟიურის წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ეს არის "ნამდვილი ლიტერატურა და გამარჯვება ნამდვილი ლიტერატურისა, როდესაც მასალამ ვერ დათრგუნა სათქმელი. კარგია, რომ ავტორი იცნობს ამ სფეროს, მაგრამ მთავარია, რომ მასში არის ძალა სიყვარულისა და იმისა, რომ პრეტენზიები არის სამყაროს მიმართ ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს", საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ კი, წიგნის გარეკანი გააფორმა.

- ჩემთვის ბატონი ლევანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ლიტერატურის საუკეთესო მცოდნეა. რაც შეეხება პირველ ლედის, თავადაც გაოცდა ჩემს დანახვაზე და მეც, როცა მისი ნახატი ვნახე. ზუსტად ისე ჰქონდა დახატული, როგორც მინდოდა - ეტლში მჯდომი ქალი ზურგით, რომელსაც ხვეული თმა აქვს (მეც ასეთივე თმა მაქვს). ქალბატონმა მაკამ, ალბათ, ის დაინახა ჩემს წიგნში, რაც მინდა ჩემმა მკითხველმაც დაინახოს - ბედნიერებისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს.

ეთერ ერაძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს