ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან. სასტუმრო "ლეოგრანდთან" გარდაცვლილთა ახლობლები იკრიბებიან. შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები ამ წუთებში მივიდნენ. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, ეს არის დიდი ტრაგედია.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებთ 20:00 საათზე გაჩნდა. დაიღუპა 11 და დაშავდა 22 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.