პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მლნ ლარი გამოეყოფა - რაზე დაიხარჯება ეს თანხა
თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მლნ ლარი გამოეყოფა - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

2018 წლის თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის­თვის ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან და­მა­ტე­ბით 60 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­ი­ყო­ფა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძემ შეხ­ვედ­რას სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უწო­და და მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს თა­ნად­გო­მის­თვის.

"და­ახ­ლო­ე­ბით, 60 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­იზ­რდე­ბა 2018 წლის ბი­უ­ჯე­ტი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის და ეს არის ზო­გა­დად, ქა­ლა­ქის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს თან­ხე­ბი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებ­ზე, ეს არის - მეტ­როს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი - რო­გორც მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის, ასე­ვე ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ჩვენ რაც გვქონ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, იმ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოხ­დე­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია. 2018 წელი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის იქ­ნე­ბა გან­სა­კუ­თა­რე­ბუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე, რად­გან ვი­წყებთ იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გაზ­რდის შე­დე­გად თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, 880 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა.

"დღეს გვქონ­და ჩვენ შეხ­ვედ­რა დე­და­ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქა­ლა­ქის მე­რი­ას აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 2018 წლის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­ის­წავ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 2018 წელს ქა­ლაქ თბი­ლის­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­ზარ­დოს და­ახ­ლო­ე­ბით, 60 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­მა­ტე­ბი­თი ტრანსფე­რი და დღეს შევ­თან­ხმდით იმ ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. თან­ხე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა მიზ­ნობ­რი­ვად, მათ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მოხ­მარ­დე­ბა ქა­ლა­ქის მეტ­როს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯობ­სე­ბას, მათ შო­რის, მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის გა­რე­მონ­ტე­ბას და ამას­თან ერ­თად, გან­სა­ზღვრუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნან­თა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თბი­ლი­სის მერ კახა კა­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მლნ ლარი გამოეყოფა - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მლნ ლარი გამოეყოფა - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ შეხვედრას საინტერესო და მნიშვნელოვანი უწოდა და მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის.

"დაახლოებით, 60 მილიონი ლარით გაიზრდება 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს არის ზოგადად, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ეს თანხები მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, ეს არის - მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც მეტროსადგურების, ასევე ვაგონების განახლება, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ჩვენ რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, იმ კონკრეტული პროექტების განხორციელება მოხდება. ძალიან მიხარია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსაკუთარებულად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გაზრდის შედეგად თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 880 მილიონ ლარამდე იქნება.

"დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებლად 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით, 60 მილიონი ლარით. ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით იმ ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკეთება. თანხები მიემართება მიზნობრივად, მათ ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობსებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა ფინანთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."