დაზვერვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებანი სუს-ს გადაეცემა

დაზვერვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებანი სუს-ს გადაეცემა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა.

ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონშია ასახული, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსებულ ფუნქციებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება ემატება.

სუს-ის უფროსი მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. სუს-ი განსაზღვრავს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს. აღნიშნული სამსახური განახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

პროექტის მიხედვით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."