სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე - რამდენად ძლიერი იყო გამოსხივება საქართველოს ტერიტორიაზე
რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე - რამდენად ძლიერი იყო გამოსხივება საქართველოს ტერიტორიაზე

უც­ნა­უ­რი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ღრუ­ბე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში სექ­ტემ­ბერ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თი­დან გავ­რცელ­და. Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­ვო­ბამ და­საშ­ვებ ნორ­მას 1000-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე კვი­რის მან­ძილ­ზე უარ­ყოფ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა.

ექ­სპერ­ტე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად რა­დი­ა­ცი­ის დიდი ტალ­ღე­ბი­სა, ღრუ­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხოა.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­ად­გი­ნეს, რო­გორ წარ­მო­იშ­ვა რა­დი­ა­ცი­უ­ლი ღრუ­ბე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: რუ­სეთ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­ვო­ბამ და­საშ­ვებ ნორ­მას 1000-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა - რა ხდე­ბა ურალ­ში?

თავ­და­პირ­ვე­ლად რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბის უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი დონე 3 ოქ­ტომ­ბერს ავ­სტრი­ამ და­ა­ფიქ­სი­რა, ინ­ფორ­მა­ცია მე­ო­რე დღეს და­ა­დას­ტუ­რა გერ­მა­ნი­ამ. შემ­დე­გი ორი კვი­რის მან­ძილ­ზე აქ­ტი­ვო­ბის დონე იზ­რდე­ბო­და და მცირ­დე­ბო­და, სა­ბო­ლო­ოდ კი გაქ­რა.

საფ­რან­გე­თის ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იზო­ტო­პე­ბის - რუ­ტე­ნი­უმ 106-ის ღრუ­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში არ არის, თუმ­ცა ფრანგ მეც­ნი­ე­რებს გა­უ­ჭირ­დათ დად­გე­ნა, სა­ი­დან მო­დი­ო­და ღრუ­ბე­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, მათ გა­მოთ­ვა­ლეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ტალ­ღე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­დი­ო­და. ამა­ვე დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი.

ფრან­გულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა რუკა, სა­დაც წი­თე­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლია ტე­რი­ტო­რია, სა­ი­და­ნაც ღრუ­ბელ­მა და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა. რუ­კის მი­ხედ­ვით, ღრუ­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნის და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უხ­და აღი­ა­რე­ბა, რომ ღრუ­ბე­ლი სა­თა­ვეს მათი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­დან იღებს, ყა­ზა­ხე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Washington Post-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე - რამდენად ძლიერი იყო გამოსხივება საქართველოს ტერიტორიაზე

რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე - რამდენად ძლიერი იყო გამოსხივება საქართველოს ტერიტორიაზე

უცნაური რადიოაქტიური ღრუბელი, რომელიც ევროპაში სექტემბერში დააფიქსირეს, დიდი ალბათობით, რუსეთიდან გავრცელდა. Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთში რადიოაქტივობამ დასაშვებ ნორმას 1000-ჯერ გადააჭარბა. ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციას რამდენიმე კვირის მანძილზე უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ, იძულებული გახდა, დაედასტურებინა.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად რადიაციის დიდი ტალღებისა, ღრუბელი ადამიანებისთვის უსაფრთხოა.

ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, როგორ წარმოიშვა რადიაციული ღრუბელი.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში რადიოაქტივობამ დასაშვებ ნორმას 1000-ჯერ გადააჭარბა - რა ხდება ურალში?

თავდაპირველად რადიოაქტიურობის უჩვეულოდ მაღალი დონე 3 ოქტომბერს ავსტრიამ დააფიქსირა, ინფორმაცია მეორე დღეს დაადასტურა გერმანიამ. შემდეგი ორი კვირის მანძილზე აქტივობის დონე იზრდებოდა და მცირდებოდა, საბოლოოდ კი გაქრა.

საფრანგეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიოაქტიური იზოტოპების - რუტენიუმ 106-ის ღრუბელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ფრანგ მეცნიერებს გაუჭირდათ დადგენა, საიდან მოდიოდა ღრუბელი. საბოლოოდ, მათ გამოთვალეს, რომ სავარაუდოდ, რადიოაქტიური ტალღები რუსეთის ტერიტორიიდან მოდიოდა. ამავე დასკვნამდე მივიდნენ გერმანელი მეცნიერები.

ფრანგულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც წითელი ნიშნულებით აღნიშნულია ტერიტორია, საიდანაც ღრუბელმა დაიწყო გავრცელება. რუკის მიხედვით, ღრუბელმა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან დაბალი დონის დაბინძურება გამოიწვია.

საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლებას მოუხდა აღიარება, რომ ღრუბელი სათავეს მათი ქვეყნის ტერიტორიდან იღებს, ყაზახეთის საზღვართან ახლოს.

მომზადებულია Washington Post-ის მიხედვით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი