მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა კომპანია ”ოქეის” და ”ჰიპოს” საპროტესტო კამპანიის მიზეზი?!
რა გახდა კომპანია ”ოქეის” და ”ჰიპოს” საპროტესტო კამპანიის მიზეზი?!

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ორ­გო­ლი, სა­დაც კომ­პა­ნი­ე­ბის "ჰი­პო­სა" და "ოქე­ის" გუნ­დი მკა­ფიო საპ­რო­ტეს­ტო ქვე­ტექ­სტით გა­მო­დის და აა­ნონ­სებს სი­ახ­ლეს, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ემიჯ­ნე­ბა სა­ბან­კო სფე­როს მოძ­ვე­ლე­ბულ მიდ­გო­მებს მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ და ამავდრო­უ­ლად, ცვლის კომ­პა­ნი­ის მომ­ხმა­რებ­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ინო­ვა­ცი­უ­რი და პროგ­რე­სუ­ლი მიდ­გო­მე­ბით.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა არის ამ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი და ზო­გა­დად, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბი "ჰიპო" და "ოქეი", ასე­ვე, რა არის მათი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბით კომ­პა­ნი­ე­ბის მმარ­თველ პარტნი­ორს ნიკა ფე­რი­აშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

მო­მი­ყე­ვით თქვე­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ...

"ოქეი" არის ფი­ნან­სუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხებს გას­ცემს. ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ ონ­ლა­ინ გან­ვა­დე­ბა­ზე. ჩვენმხო­ლოდ პრო­დუქ­ტის, ან სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბას ვა­კე­თებთ და არ გავ­ცემთ ნაღდ ფულს მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე. ამას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ ჩვე­ნი, რო­გორც სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტის ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თან - ჩვენ მათ ვთა­ვა­ზობთ სრუ­ლი­ად ინო­ვა­ცი­ურ გან­ვა­დე­ბის პრო­დუქტს - უფა­სო გან­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცენ­ტი­სა და სა­კო­მი­სი­ოს­გან. სწო­რედ ესაა მომ­ხმა­რებ­ლის დაკ­ვე­თა, სურ­ვი­ლი და თა­მა­მად უნდა ვთქვათ, რომ ამ ტი­პის შე­თა­ვა­ზე­ბით პირ­ვე­ლე­ბი ვართ ბა­ზარ­ზე.

"ჰიპო"კი არის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც შე­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ICR-ის ბრენ­დე­ბის, მათ შო­რის, "ბა­ტას", "ჯე­ოქ­სის", "ეკოს", "ფეხ­საც­მლის გა­ლე­რე­ას" პრო­დუქ­ცია. ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ "ჰი­პო­ში" მა­ღა­ზი­ის ანა­ლო­გი­უ­რი ფა­სე­ბია. მე­ო­რე მხრივ, შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე "ოქე­ის" უფა­სო გან­ვა­დე­ბა­მოქ­მე­დებს. ეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტია და ის უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ინც იხ­დის სა­კო­მი­სი­ოს და პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვის ფა­სის­გან გან­სხვა­ვე­ბულ გაზ­რდილ ფასს, რაც ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი უფა­სო გან­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს.

და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ ჩვენ ერთი კომ­პა­ნი­ით და­ვი­წყეთ ოპე­რი­რე­ბა, შემ­დეგ კი გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შე­დე­გად გა­ყო­ფა მოგ­ვი­წია.

რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი თქვე­ნი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია? რას აპ­რო­ტეს­ტებთ?

ჩვენ ვართ სტარ­ტა­პი, ახა­ლი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ შექ­მნი­ლი, ახა­ლი ოც­ნე­ბე­ბი­თა და მიზ­ნე­ბით. გზად კი უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა გვხვდე­ბა. ბევრ რა­მე­ში სა­ხელ­მწი­ფო და ბიზ­ნეს­გა­რე­მო ლო­ი­ა­ლუ­რია, თუმ­ცა უც­ვლე­ლად რჩე­ბა ბიზ­ნე­სის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას. არ­სე­ბულ ბიზ­ნე­სებს შექ­მნი­ლი აქვთ მო­ნოპ­ლი­უ­რი და ოლი­გო­პო­ლი­უ­რი ბა­ზა­რი, რაც ახალ ბიზ­ნე­სებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს უშ­ლი­ან. ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი­სა და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით და ად­ვი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა გვხვდე­ბა. სწო­რედ მეტ-ნაკ­ლე­ბად ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გვსურს გა­ლაშ­ქრე­ბა ჩვე­ნი საპ­რო­ტეს­ტო კამ­პა­ნი­ით. არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს. ჩვენ ვცვლით მომ­ხმა­რე­ბელ­თან მიდ­გო­მებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს და ვი­წყებთ კამ­პა­ნი­ას, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­თან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სტი­ლით მიდ­გო­მე­ბი დას­რულ­დეს, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ წინა პლან­ზე იყო კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი და შემ­დეგ მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლე­ბი, მო­ლო­დი­ნე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ჩვენ კი, პი­რი­ქით, ვფიქ­რობთ ბიზ­ნე­სი გა­და­ვიყ­ვა­ნოთ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ, პროგ­რე­სულ ეტაპ­ზე, სა­დაც სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი იქ­ნე­ბა უპირ­ვე­ლე­სი და კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ერ­გე­ბა მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მო­თხოვ­ნებს და სურ­ვილს. სწო­რედ ესაა ჩვე­ნი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ქვე­ტექ­სტი.

რა არის თქვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი? რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ თქვე­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით?

სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბა მარ­თლაც არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, მაგ­რამ ჩვენ წუ­წუ­ნი არ და­ვი­წყეთ და შე­ვი­მუ­შა­ვეთ კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს­მო­დე­ლი, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად ვან­ვი­თა­რებთ და რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ვცდი­ლობთ, შევ­ცვა­ლოთ ბიზ­ნე­სის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, ხალ­ხის და დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მი­მართ. მას შემ­დეგ რაც გარ­კვე­ულ გარ­ღვე­ვებს მო­ვახ­დენთ, ჩვენ გვინ­და, განვვი­თარ­დეთ, რო­გორც სა­ცა­ლო დაკ­რე­დი­ტე­ბის, გან­ვა­დე­ბის კომ­პა­ნია "ოქეი" და ბა­ზარ­ზე მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვოთ. მომ­ხმა­რე­ბელს სრუ­ლი­ად ახალ, ინო­ვა­ცი­ურ სერ­ვი­სებს ვთა­ვა­ზოვთ და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა გან­ვი­თარ­დეს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დის­ტან­ცი­ურ დაკ­რე­დი­ტე­ბას ვა­კე­თებთ. გვსურს, შევ­ქმნათ მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით გა­ა­კე­თებს გან­ვა­დე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ას, აქაც გვინ­და, რომ ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყოთ ონ­ლა­ინ შო­პინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე რე­გი­ო­ნა­ლურ გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე და­ვი­წყებთ ფიქ­რს. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გათ­ვლი­ლი არაა. სხვა ქვეყ­ნებ­ში გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვა გვაქვს, საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ქო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აღარ დაგ­ვჭირ­დე­ბა.

უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ მოგ­ვიყ­ვეთ, რა პრობ­ლე­მებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე სა­უბ­რობთ?

სირ­თუ­ლე­ე­ბი ნამ­დვი­ლად მრავ­ლა­დაა. ნელ–ნელა ფი­ნან­სუ­რი ბა­ზა­რიც ფუჭ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის შე­ფა­სე­ბის პრობ­ლე­მაა. არ გვაქვს კარ­გი შე­ფა­სე­ბა და ონ­ლა­ინ საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი შეს­თა­ვა­ზონ. რად­გან იცი­ან, რომ 30% მა­ინც არ შე­ას­რუ­ლებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის სწო­რი შე­ფა­სე­ბა რომ ხდე­ბო­დეს, პრო­ცენ­ტიც უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და.

მე­ო­რე მხრივ, საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მქო­ნე კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნულ საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას სულ სხვა პი­რო­ბე­ბით სთა­ვა­ზობს ბან­კებს და ბევ­რად უფრო გაზ­რდილ მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში გვაძ­ლევს იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას­სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ებ­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ებს. ამავდრო­უ­ლად, ბან­კე­ბი თა­ვად გვევ­ლი­ნე­ბი­ან საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლად. ჩვენ რე­ა­ლუ­რად გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ტებ­ში იმ­დენ პრო­ცენ­ტსაც არ ვი­ღებთ სარ­გე­ბელს, რამ­დენ­საც საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის­თვის ვუხ­დით საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ას.მათ­თან ტა­რიფ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა კი გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამ ყვე­ლა­ფერს ის არ­თუ­ლებს, რომ იგი ბა­ზარ­ზე ერ­თა­დერ­თი მო­თა­მა­შეა. მსგავ­სი კომ­პა­ნი­ის შექ­მნის მცდე­ლო­ბა გვქონ­და ჩვენ, მაგ­რამ ბან­კე­ბი თა­ვი­სი კლი­ენ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მებს სხვა ბა­ზა­ში არ ტვირ­თა­ვენ.

ბან­კე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს და ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ბან­კე­ბი გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დნენ, მაგ­რამ ისი­ნი სხვა ბიზ­ნე­სებს და მათ­შო­რის კონ­კუ­რენ­ტებს ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის გა­ჩე­ნის კუ­თხით არ უნდა უშ­ლიდ­ნენ ხელს.საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია ბან­კე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს და კონ­კუ­რენ­ცი­აც ჯან­სა­ღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მა­რა­გი მხო­ლოდ დე­პო­ზი­ტებ­ზე გროვ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს კა­პი­ტა­ლუ­რი ბაზ­რე­ბი. ეს არის ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. ფუ­ლის მფლო­ბე­ლი კა­პი­ტა­ლუ­რი ბაზ­რი­დან დე­პო­ზიტ­ზე ბევ­რად უფრო მა­ღალ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს. მე­ო­რე მხრივ, მათი სა­შუ­ა­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­დე­ბი­ან ახა­ლი და არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი.კა­პი­ტა­ლურ ბაზ­რებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი გამ­ჭირ­ვა­ლეა და ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ის პო­ტენ­ცი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გათ­ვლე­ბის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვია. თუ კომ­პა­ნი­ას ზრდის კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს, მას­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბის მსურ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა. ასე ახა­ლი­და გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლობ­ლის მქო­ნე ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ, მე­ო­რე მხრივ, კომ­პა­ნი­ე­ბი თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რად უფრო მა­ღალ სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ, ვიდ­რე ამას დე­პო­ზი­ტე­ბი­დან იღე­ბენ. ქარ­თულ ბან­კებ­ში დე­პო­ზი­ტებ­ზე გროვ­დე­ბა, რო­გორც ჩვე­ნი რე­ზი­დენ­ტე­ბის, ისე რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის ფული. ეს ბან­კე­ბის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ნდო­ბა ჩა­მო­ი­ყა­ლიბ­დეს. ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩვენს სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ნდო­ბა და თან­ხე­ბის ნა­წი­ლი აქ მო­ი­მარ­თოს. ჩვენ­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერ­ში რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ დიდი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა? რა უნდა გა­ა­კე­თონ მათ?

ზო­გა­დად, ბან­კი ვერ იქ­ნე­ბა და არც უნდა იყოს ზედ­მე­ტად ლო­ი­ა­ლუ­რი სეს­ხე­ბის გა­ცე­მა­ში. ასე­ვე ვერ იქ­ნე­ბა ის მა­ღა­ლი ღი­ა­ო­ბის და სწრა­ფად ადაპ­ტი­რე­ბა­დი სი­ახ­ლე­ებ­თან, იმი­ტომ რომ ბან­კში გროვ­დე­ბა დე­პო­ზი­ტა­რე­ბის ფული, მათ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­მართ დი­დი­პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვთ. ბან­კში რომ მი­ვი­დეს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ზა­რალ­ზეა და მოს­თხო­ვოს მას ფული, ბან­კი ვერ უბ­რა­ლოდ ვერ მის­ცემს კრე­დიტს, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კომ­პა­ნი­ის პერ­სპექ­ტი­ვე­ბიც, რად­გან, მა­გა­ლი­თად, "გუ­გლი" 5 წელი ზა­რალ­ზე მუ­შა­ობ­და."თეს­ლამ" წინა წელი ზა­რა­ლით და­ხუ­რა, მაგ­რამ მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნეს­ში.ძა­ლი­ან დიდი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, თუ კა­პი­ტა­ლუ­რი ბაზ­რე­ბი გან­ვით­რდე­ბა და ამა­ვე დროს მოხ­დე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის რე­ა­ლუ­რად იაფი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სეს­ხე­ბით დახ­მა­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვე ბიზ­ნე­სის­თვის კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, მე­ნე­ჯმენ­ტის რგოლ­ში დახ­მა­რე­ბა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ხელ­შე­წყო­ბა მათ­და­მი მეტი მხარ­და­ჭე­რით და თა­ნად­გო­მით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს შექ­მნის შე­უქ­ცე­ვად სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს და ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი ბიზ­ნეს თა­ო­ბის მეტი ენერ­გი­უ­ლო­ბით ჩარ­თვას ბიზ­ნეს­ში, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ჭი­რო­ე­ბაა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა გახდა კომპანია ”ოქეის” და ”ჰიპოს” საპროტესტო კამპანიის მიზეზი?!

რა გახდა კომპანია ”ოქეის” და ”ჰიპოს” საპროტესტო კამპანიის მიზეზი?!

ბოლო პერიოდში სატელევიზიო სივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც კომპანიების "ჰიპოსა" და "ოქეის" გუნდი მკაფიო საპროტესტო ქვეტექსტით გამოდის და აანონსებს სიახლეს, რომელიც არსებითად ემიჯნება საბანკო სფეროს მოძველებულ მიდგომებს მომხმარებლის მიმართ და ამავდროულად, ცვლის კომპანიის მომხმარებლებთან დამოკიდებულებას საკუთარი ინოვაციური და პროგრესული მიდგომებით.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რა არის ამ სარეკლამო კამპანიის მიზანი და ზოგადად, რას საქმიანობენ კომპანიები "ჰიპო" და "ოქეი", ასევე, რა არის მათი ინოვაციური მიდგომები. აღნიშნული კითხვებით კომპანიების მმართველ პარტნიორს ნიკა ფერიაშვილს მივმართეთ.

მომიყევით თქვენი კომპანიების შესახებ...

"ოქეი" არის ფინანსური კომპანია, რომელიც სამომხმარებლო სესხებს გასცემს. ძირითადად ორიენტირებული ვართ ონლაინ განვადებაზე. ჩვენმხოლოდ პროდუქტის, ან სერვისის დაფინანსებას ვაკეთებთ და არ გავცემთ ნაღდ ფულს მომხმარებლებზე. ამასთან მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი, როგორც საფინანსო ინსტიტუტის ახლებური მიდგომა და დამოკიდებულება მომხმარებელთან - ჩვენ მათ ვთავაზობთ სრულიად ინოვაციურ განვადების პროდუქტს - უფასო განვადებას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და საკომისიოსგან. სწორედ ესაა მომხმარებლის დაკვეთა, სურვილი და თამამად უნდა ვთქვათ, რომ ამ ტიპის შეთავაზებით პირველები ვართ ბაზარზე.

"ჰიპო"კი არის ონლაინმაღაზია, რომელიც შერეული პროდუქტებითაა წარმოდგენილი. ჩვენთან ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ICR-ის ბრენდების, მათ შორის, "ბატას", "ჯეოქსის", "ეკოს", "ფეხსაცმლის გალერეას" პროდუქცია. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ "ჰიპოში" მაღაზიის ანალოგიური ფასებია. მეორე მხრივ, შეთავაზებულ პროდუქციაზე "ოქეის" უფასო განვადებამოქმედებს. ეს ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტია და ის უპროცენტო განვადებისგან განსხვავდება. უპროცენტო განვადების შემთხვევაში მომხმარებელი მაინც იხდის საკომისიოს და პირდაპირი შესყიდვის ფასისგან განსხვავებულ გაზრდილ ფასს, რაც ჩვენ მიერ შეთავაზებული უფასო განვადების შემთხვევაში არ არსებობს.

დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ ერთი კომპანიით დავიწყეთ ოპერირება, შემდეგ კი გარკვეული რეგულაციების დაწესების შედეგად გაყოფა მოგვიწია.

რით არის გამოწვეული თქვენი სარეკლამო კამპანია? რას აპროტესტებთ?

ჩვენ ვართ სტარტაპი, ახალი თაობის ადამიანების მიერ შექმნილი, ახალი ოცნებებითა და მიზნებით. გზად კი უამრავი დაბრკოლება გვხვდება. ბევრ რამეში სახელმწიფო და ბიზნესგარემო ლოიალურია, თუმცა უცვლელად რჩება ბიზნესის კონსერვატიული ნაწილი, რომელიც ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. არსებულ ბიზნესებს შექმნილი აქვთ მონოპლიური და ოლიგოპოლიური ბაზარი, რაც ახალ ბიზნესებს განვითარებაში ხელს უშლიან. ინოვაციური იდეებისა და ჩანაფიქრების წარმატებით და ადვილად განხორციელებაში ბევრი დაბრკოლება გვხვდება. სწორედ მეტ-ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი სირთულეების წინააღმდეგ გვსურს გალაშქრება ჩვენი საპროტესტო კამპანიით. არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვცვლით მომხმარებელთან მიდგომებს, დამოკიდებულებებს და ვიწყებთ კამპანიას, რომ მომხმარებელთან მოძველებული სტილით მიდგომები დასრულდეს, რაც გულისხმობს, რომ წინა პლანზე იყო კომპანიების ბიზნეს ინტერესები და შემდეგ მომხმარებლის სურვილები, მოლოდინები და შესაძლებლობები, ჩვენ კი, პირიქით, ვფიქრობთ ბიზნესი გადავიყვანოთ განვითარების ახალ, პროგრესულ ეტაპზე, სადაც სწორედ მომხმარებლის ინტერესები იქნება უპირველესი და კომპანიის ბიზნეს ინტერესები მოერგება მათ შესაძლებლობებს, მოთხოვნებს და სურვილს. სწორედ ესაა ჩვენი სარეკლამო კამპანიის მთავარი ქვეტექსტი.

რა არის თქვენი საბოლოო მიზანი? რის მიღწევას ცდილობთ თქვენი საპროტესტო აქციით?

საერთო ვითარება მართლაც არ არის სახარბიელო, მაგრამ ჩვენ წუწუნი არ დავიწყეთ და შევიმუშავეთ კონკრეტული ბიზნესმოდელი, რომელსაც აქტიურად ვანვითარებთ და რომლის საშუალებითაც, ვცდილობთ, შევცვალოთ ბიზნესის მოძველებული მიდგომები მომხმარებლების, ხალხის და დამწყები ბიზნესმენების მიმართ. მას შემდეგ რაც გარკვეულ გარღვევებს მოვახდენთ, ჩვენ გვინდა, განვვითარდეთ, როგორც საცალო დაკრედიტების, განვადების კომპანია „ოქეი" და ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ. მომხმარებელს სრულიად ახალ, ინოვაციურ სერვისებს ვთავაზოვთ და ეს მიმართულება უნდა განვითარდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციურ დაკრედიტებას ვაკეთებთ. გვსურს, შევქმნათ მომსახურება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ნებისმიერ მაღაზიაში მობილური აპლიკაციით გააკეთებს განვადებას.

რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, აქაც გვინდა, რომ ბაზარზე პირველები ვიყოთ ონლაინ შოპინგის მიმართულებით. მოგვიანებით უკვე რეგიონალურ გაფართოებაზე დავიწყებთ ფიქრს. ჩვენი პროექტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი არაა. სხვა ქვეყნებში განვითარების დიდი პერსპექტივა გვაქვს, საქმიანობაში თანამედროვე ტექოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით დიდი ადამიანური რესურსი და ინფრასტრუქტურა აღარ დაგვჭირდება.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რა პრობლემებსა და სირთულეებზე საუბრობთ?

სირთულეები ნამდვილად მრავლადაა. ნელ–ნელა ფინანსური ბაზარიც ფუჭდება. პირველ რიგში საკრედიტო ისტორიის შეფასების პრობლემაა. არ გვაქვს კარგი შეფასება და ონლაინ საკრედიტო კომპანიები იძულებულები არიან, მომხმარებელს მაღალი პროცენტი შესთავაზონ. რადგან იციან, რომ 30% მაინც არ შეასრულებს ვალდებულებას. საკრედიტო ისტორიის სწორი შეფასება რომ ხდებოდეს, პროცენტიც უფრო ადეკვატური იქნებოდა.

მეორე მხრივ, საკრედიტო ინფორმაციის მქონე კომპანია აღნიშნულ საკრედიტო ინფორმაციას სულ სხვა პირობებით სთავაზობს ბანკებს და ბევრად უფრო გაზრდილ მაღალ ღირებულებაში გვაძლევს იგივე ინფორმაციასსაფინანსო კომპანიებსა და მიკროსაფინანსოებს. ამავდროულად, ბანკები თავად გვევლინებიან საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელი კომპანიის დამფუძნებლად. ჩვენ რეალურად გარკვეულ პროდუქტებში იმდენ პროცენტსაც არ ვიღებთ სარგებელს, რამდენსაც საკრედიტო ისტორიისთვის ვუხდით საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელ კომპანიას.მათთან ტარიფზე მოლაპარაკება კი გამორიცხულია. ამ ყველაფერს ის ართულებს, რომ იგი ბაზარზე ერთადერთი მოთამაშეა. მსგავსი კომპანიის შექმნის მცდელობა გვქონდა ჩვენ, მაგრამ ბანკები თავისი კლიენტების მონაცემებს სხვა ბაზაში არ ტვირთავენ.

ბანკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ბანკები გამართულად ფუნქციონირებდნენ, მაგრამ ისინი სხვა ბიზნესებს და მათშორის კონკურენტებს ხელოვნური ბარიერების გაჩენის კუთხით არ უნდა უშლიდნენ ხელს.საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელი კომპანია ბანკებისგან თავისუფალი უნდა იყოს და კონკურენციაც ჯანსაღი და თავისუფალი იქნება.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური მარაგი მხოლოდ დეპოზიტებზე გროვდება და არ არსებობს კაპიტალური ბაზრები. ეს არის ფინანსების მართვის საუკეთესო საშუალება. ფულის მფლობელი კაპიტალური ბაზრიდან დეპოზიტზე ბევრად უფრო მაღალ სარგებელს მიიღებს. მეორე მხრივ, მათი საშუალებით მნიშვნელოვნად განვითარდებიან ახალი და არსებული ბიზნესები.კაპიტალურ ბაზრებზე ყველაფერი გამჭირვალეა და ამა თუ იმ კომპანიის პოტენციალთან დაკავშირებით გათვლების გაკეთება მარტივია. თუ კომპანიას ზრდის კარგი პერსპექტივა აქვს, მასში ფულის ჩადების მსურველი ნამდვილად გამოჩნდება. ასე ახალიდა განვითარების აუცილობლის მქონე ბიზნესსაქმიანობები დაფინანსებას მიიღებენ, მეორე მხრივ, კომპანიები თუ ადამიანები ბევრად უფრო მაღალ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე ამას დეპოზიტებიდან იღებენ. ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე გროვდება, როგორც ჩვენი რეზიდენტების, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების ფული. ეს ბანკების დიდი დამსახურებაა, რომ ნდობა ჩამოიყალიბდეს. ასეთივე წარმატებით შეიძლება ჩვენს საფონდო ბირჟებზე ჩამოვაყალიბოთ ნდობა და თანხების ნაწილი აქ მოიმართოს. ჩვენნაირი ბიზნესებისთვის ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება.

ამ ყველაფერში როგორ წარმოგიდგენიათ დიდი ბიზნესის მხარდაჭერა? რა უნდა გააკეთონ მათ?

ზოგადად, ბანკი ვერ იქნება და არც უნდა იყოს ზედმეტად ლოიალური სესხების გაცემაში. ასევე ვერ იქნება ის მაღალი ღიაობის და სწრაფად ადაპტირებადი სიახლეებთან, იმიტომ რომ ბანკში გროვდება დეპოზიტარების ფული, მათ ეროვნული ბანკის მიმართ დიდიპასუხისმგებლობა აქვთ. ბანკში რომ მივიდეს კომპანია, რომელიც ზარალზეა და მოსთხოვოს მას ფული, ბანკი ვერ უბრალოდ ვერ მისცემს კრედიტს, მაგრამ გასათვალისწინებელია კომპანიის პერსპექტივებიც, რადგან, მაგალითად, „გუგლი" 5 წელი ზარალზე მუშაობდა.„თესლამ" წინა წელი ზარალით დახურა, მაგრამ მან, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა საავტომობილო ბიზნესში.ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ კაპიტალური ბაზრები განვითრდება და ამავე დროს მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის რეალურად იაფი და გრძელვადიანი სესხებით დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იმავე ბიზნესისთვის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსება, მენეჯმენტის რგოლში დახმარება და ბიზნესის განვითარებაში გარკვეული ხელშეწყობა მათდამი მეტი მხარდაჭერით და თანადგომით. საბოლოო ჯამში ეს შექმნის შეუქცევად საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს თაობის მეტი ენერგიულობით ჩართვას ბიზნესში, რაც ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი