პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაძლევთ ძალიან კარგ შანსს..." - ვის და რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე
"გაძლევთ ძალიან კარგ შანსს..." - ვის და რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე

იუ­მო­რის­ტი ნიკა ქავ­თა­რა­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვასავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სხვე­ბის გა­ცი­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ დღეს ცნო­ბი­ლი იუ­მო­რის­ტე­ბი ამას მათ­ზე ცუ­დად აკე­თე­ბენ, აძ­ლევს შანსს, თა­ვად გა­ა­ცი­ნონ პუბ­ლი­კა.

საქ­მე ეხე­ბა კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ერთ-ერთ ფორ­მატს, რო­ე­მელ­საც "სთენ­დაფ­კო­მე­დი" ჰქვია და რო­მე­ლიც მთელ მსფლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია.

რა­ტომ უხ­მობს ნიკა ქავ­თა­რა­ძე იუ­მო­რის­ტებს თა­ვის­თან, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­მო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა­ტი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და სა­ერ­თოდ, რა არის იუ­მო­რი, Ambebi.ge-ს ამ თე­მა­ზე სწო­რედ ნიკა ქავ­თა­რა­ძე ესა­უბ­რა:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში "სთენ­დაფ­კო­მე­დი" არც ისე ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მატ­ში მას­ზე თვი­თო­ნაც მი­მუ­შა­ვია... იუ­მო­რის­ტი ან კო­მი­კო­სი დგას სცე­ნა­ზე და რა­ღაც თე­მა­ზე მო­ნო­ლოგს კი­თხუ­ლობს. ეს ძი­რი­თა­დად ხდე­ბა კლუ­ბებ­ში, დიდ დარ­ბა­ზებ­ში, სა­დაც კო­მი­კო­სე­ბი მა­ყუ­რებ­ლებს სა­კუ­თარ ხედ­ვას, წარ­მოდ­გე­ნას, სარ­კაზმს, სხვა­დას­ხვა ფორ­მით სთა­ვა­ზო­ბენ. "სტენ­და­ფის" და­დე­ბი­თი მხა­რე ისაა, რომ უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­თან, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში და შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ­მა სთენ­დაფ­კო­მი­კოს­მა მას პა­სუ­ხი დარ­ბა­ზი­დან გას­ცეს. ეს კი, ყვე­ლას მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს," - გან­მარ­ტავს რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­გორ ფიქ­რობ, არ­სე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­ე­ბი არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი?

- პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც ქარ­თველ იუ­მო­რის­ტებს უწევთ ხუმ­რო­ბა, ძა­ლი­ან "მკაც­რია," გაკ­ვე­ულ­წი­ლად გან­სა­ზღვრუ­ლი... სთენ­დაფ­კო­მე­დი­ში კი არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს - შე­გიძ­ლია იხუმ­რო, რო­გორც მე­უღ­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ სუპ­ზე, ისე რე­ლი­გი­ა­ზე... სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, ხუმ­რო­ბა ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა, - ადა­მი­ა­ნის ნე­ბის­მი­ერ არ­ჩე­ვან­ზე, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე, გარ­და ერ­თი­სა, როცა ადა­მი­ანს რა­ი­მე ისე­თი აქვს, რაც მას არ აურ­ჩე­ვია და მის და­ბა­დე­ბამ­დე გა­და­წყდა, ვთქვათ, ყო­ფი­ლი­ყო ასეთ...

სხვა დრო­საც მით­ქვამს, მა­გა­ლი­თად, შიდსი­ან ადა­მი­ან­ზე ხუმ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა მა­შინ, თუ მას სა­სა­ცი­ლო ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია, მაგ­რამ არა იმა­ზე, რაც მას სჭირს.

- გა­მო­დის, სთენ­დაფ­კო­მე­დი გარ­კვე­ულ აკ­რძალ­ვებს მა­ინც აწე­სებს...

- ზო­გა­დად, იმი­ტომ კი არ უნდა იხუმ­რო, რომ რა მა­გა­რი ხარ... მთა­ვა­რია, ის, რა­ზეც ხუმ­რობთ!.. "სთენ­დაფ­ში" ყვე­ლა­ფე­რი მკა­ფი­ოდ და მძაფ­რად ჩანს, რად­გან მა­ყუ­რე­ბელს ცხვირ­წინ ჰყავ­ხარ... მთა­ვა­რია ასე­ვე, თუ რამ­დე­ნად მზად ხარ თე­მის გარ­შე­მო სა­სა­უბ­როდ. იმის გამო, რომ იუ­მო­რი ადა­მი­ა­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ნა­წი­ლია, არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, გარ­კვე­უ­ლი ფა­შის­ტუ­რი ხუმ­რო­ბე­ბი აკე­თოს, რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამის­თვის მზად არ არის...

ნიკა მი­იჩ­ნევს, რომ დღეს იუ­მო­რი ის პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რეთ არ არ­სე­ბობს, თუ არ ჩავ­თვლით აქა-იქ ჩა­ტა­რე­ბულ ერთჯე­რად კონ­ცერ­ტებს, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში იმარ­თე­ბა. ამი­ტომ მისი და მისი მე­გობ­რე­ბის მი­ზა­ნია, მა­ყუ­რე­ბელს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე შეს­თა­ვა­ზონ ის იუ­მო­რი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, მი­ვიდ­ნენ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე და მუდ­მი­ვად ახალ-ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი, სა­სა­ცი­ლო შოუ იხი­ლონ.

- ნიკა, რამ­დე­ნად არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზად იმის­თვის, რომ კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე იუ­მო­რის­ტულ შო­უ­ებ­ზე ია­როს?

- მო­სახ­ლე­ო­ბა ხში­რად წუ­წუ­ნებს, რომ ბევრ ისეთ რა­მე­ზე უწევთ ფუ­ლის და­ხარ­ჯვა, რა­შიც უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რომ ჰქონ­დეთ, არ და­ხარ­ჯავ­დნენ. გარ­თო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად ერ­თფე­რო­ვა­ნია, რომ თუ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას შევ­თა­ვა­ზებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ. თუმ­ცა მთავ­რი მა­ინც ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო წარ­მოდ­გე­ნა და­ვახ­ვედ­როთ. თუ მაგ­რად გა­ვა­ცი­ნებთ, კი­დევ გა­უჩ­ნდე­ბა შემ­დეგ­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი...

რო­გორ წრე­შიც არ უნდა ვიყო, სა­კუ­თარ თავ­ზე ხუმ­რო­ბე­ბი მე­ბა­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩემს თავს შო­რი­დან წარ­მო­ვიდ­გენ - სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვუ­ყუ­რებ მას... დღეს კო­მი­კო­სის­თვის გარ­შე­მო იმ­დე­ნი სა­ბა­ბი არ­სე­ბობს, იმ­დე­ნი სა­სა­ცი­ლო რამ ხდე­ბა, რომ მათი ასე­თი ხედ­ვა ამ ყვე­ლა­ფერს ტრა­გიზმს ნამ­დვი­ლად და­აკ­ლებს და სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ამ­სუ­ბუ­ქებს.

- და თქვე­ნი სლო­გა­ნიც - "სთენ­და­ფი" გა­დარ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს!" ბო­ლოს და ბო­ლოს ამუ­შავ­დე­ბა....

- კი, რად­გან მრეწ­ვე­ლო­ბამ ჯერ ვერ გა­და­არ­ჩი­ნა ქვე­ყა­ნა... კარ­გია, რო­დე­საც თვი­თონ იგო­ნებ ახალ-ახალ ფორ­მებს, ქმნი ახალ ფორ­მუ­ლებს და აო­ცებ ადა­მი­ა­ნებს. მოკ­ლედ, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მო­ტი­ვა­ცია გავ­ზარ­დოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ან­ში. მი­ხა­რია, რომ ინ­ტე­რე­სი უკვე გა­უჩ­ნდათ და საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, მო­ვი­და. მოძ­რა­ო­ბას ვი­წყებთ.

- ასა­კი გან­სა­ზღვრუ­ლია?

- კი, მხო­ლოდ ზედა ასა­კი, იუ­მო­რის­ტი ზრდას­რუ­ლი უნდა იყოს და ისეთ თე­მებ­ზე ხუმ­რობ­დეს, პუბ­ლი­კა და­ა­ინ­ტე­რე­სოს. ჩვე­ნი ჯგუ­ფი ახალ წევ­რებს მუდ­მი­ვად და­ი­მა­ტებს, ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თავი გა­ხა­დო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ცი­ნე­ბა შეძ­ლო ისე, რომ შენი ნახ­ვა მე­ო­რე­დაც მო­უნ­დეს.

- ჩვენს მკი­თხველს რას ურ­ჩევ­დი?

- თუ თქვე­ნი მკი­თხვე­ლი­დან ვინ­მეს შე­უძ­ლია, ხალ­ხი გა­ა­ცი­ნოს, შეგ­ვეხ­მი­ა­ნოს და ეს შან­სი გა­მო­ი­ყე­ნოს. ჩემს დროს ასე­თი შან­სი არ იყო, ჩვე­ნით უნდა გვე­პო­ვა ად­გი­ლი. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი მსურ­ვე­ლებს ვაძ­ლევთ შანსს, გახ­დნენ იუ­მო­რის­ტე­ბი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"გაძლევთ ძალიან კარგ შანსს..." - ვის და რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე

"გაძლევთ ძალიან კარგ შანსს..." - ვის და რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც იუმორის მქონე ადამიანებს, ვისაც სხვების გაცინება შეუძლიათ და მიაჩნიათ, რომ დღეს ცნობილი იუმორისტები ამას მათზე ცუდად აკეთებენ, აძლევს შანსს, თავად გააცინონ პუბლიკა.

საქმე ეხება კომედიური ჟანრის ერთ-ერთ ფორმატს, როემელსაც "სთენდაფკომედი" ჰქვია და რომელიც მთელ მსფლიოში პოპულარულია.

რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე იუმორისტებს თავისთან, არის თუ არა საქართველოში იუმორის აღნიშნული ფორმატი გავრცელებული და საერთოდ, რა არის იუმორი, Ambebi.ge-ს ამ თემაზე სწორედ ნიკა ქავთარაძე ესაუბრა:

"საქართველოში "სთენდაფკომედი" არც ისე ახალი მიმართულებაა, სატელევიზიო ფორმატში მასზე თვითონაც მიმუშავია... იუმორისტი ან კომიკოსი დგას სცენაზე და რაღაც თემაზე მონოლოგს კითხულობს. ეს ძირითადად ხდება კლუბებში, დიდ დარბაზებში, სადაც კომიკოსები მაყურებლებს საკუთარ ხედვას, წარმოდგენას, სარკაზმს, სხვადასხვა ფორმით სთავაზობენ. "სტენდაფის" დადებითი მხარე ისაა, რომ უშუალო კონტაქტი მყარდება მაყურებელთან, რომელიც ჩართულია ამ პროცესში და შეუძლია ნებისმიერმა სთენდაფკომიკოსმა მას პასუხი დარბაზიდან გასცეს. ეს კი, ყველას მეტ თავისუფლებას ანიჭებს,'' - განმარტავს რესპონდენტი.

- როგორ ფიქრობ, არსებული სატელევიზიო იუმორისტული შოუები არ არის თავისუფალი?

- პრობლემა იმაშია, რომ არსებული ფორმატები, რომლებშიც ქართველ იუმორისტებს უწევთ ხუმრობა, ძალიან "მკაცრია," გაკვეულწილად განსაზღვრული... სთენდაფკომედიში კი არანაირი შეზღუდვა არ არსებობს - შეგიძლია იხუმრო, როგორც მეუღლის მიერ გაკეთებულ სუპზე, ისე რელიგიაზე...  საერთოდ, ვფიქრობ, ხუმრობა ნებისმიერ რამეზე შეიძლება, - ადამიანის ნებისმიერ არჩევანზე, მსოფლმხედველობაზე, გარდა ერთისა, როცა ადამიანს რაიმე ისეთი აქვს, რაც მას არ აურჩევია და მის დაბადებამდე გადაწყდა, ვთქვათ, ყოფილიყო ასეთ...

სხვა დროსაც მითქვამს, მაგალითად, შიდსიან ადამიანზე ხუმრობა შეიძლება მაშინ, თუ მას სასაცილო ფეხსაცმელი აცვია, მაგრამ არა იმაზე, რაც მას სჭირს.

- გამოდის, სთენდაფკომედი გარკვეულ აკრძალვებს მაინც აწესებს...

- ზოგადად, იმიტომ კი არ უნდა იხუმრო, რომ რა მაგარი ხარ... მთავარია, ის, რაზეც ხუმრობთ!.. "სთენდაფში" ყველაფერი მკაფიოდ და მძაფრად ჩანს, რადგან მაყურებელს ცხვირწინ ჰყავხარ... მთავარია ასევე, თუ რამდენად მზად ხარ თემის გარშემო სასაუბროდ. იმის გამო, რომ იუმორი ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილია, არავის მივცემ უფლებას, გარკვეული ფაშისტური ხუმრობები აკეთოს, რადგანაც საზოგადოება ამისთვის მზად არ არის...

ნიკა მიიჩნევს, რომ დღეს იუმორი ის პროდუქტია, რომელიც ტელევიზიის გარეთ არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით აქა-იქ ჩატარებულ ერთჯერად კონცერტებს, რომელიც დარბაზში იმართება. ამიტომ მისი და მისი მეგობრების მიზანია, მაყურებელს კვირაში რამდენჯერმე შესთავაზონ ის იუმორი, სადაც ადამიანებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, საშუალება ექნებათ, მივიდნენ კონკრეტულ ადგილზე და მუდმივად ახალ-ახალი იუმორისტული, სასაცილო შოუ იხილონ.

- ნიკა, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ კვირაში რამდენჯერმე იუმორისტულ შოუებზე იაროს?

- მოსახლეობა ხშირად წუწუნებს, რომ ბევრ ისეთ რამეზე უწევთ ფულის დახარჯვა, რაშიც უკეთესი ალტერნატივა რომ ჰქონდეთ, არ დახარჯავდნენ. გართობა ჩვენს ქვეყანაში იმდენად ერთფეროვანია, რომ თუ ალტერნატივას შევთავაზებთ, აუცილებლად მიიღებენ. თუმცა მთავრი მაინც ის არის, რომ ადამიანებს ძალიან სასაცილო წარმოდგენა დავახვედროთ. თუ მაგრად გავაცინებთ, კიდევ გაუჩნდება შემდეგში მოსვლის სურვილი...

როგორ წრეშიც არ უნდა ვიყო, საკუთარ თავზე ხუმრობები მებადება, იმიტომ, რომ ჩემს თავს შორიდან წარმოვიდგენ - სამ განზომილებაში ვუყურებ მას... დღეს კომიკოსისთვის გარშემო იმდენი საბაბი არსებობს, იმდენი სასაცილო რამ ხდება, რომ მათი ასეთი ხედვა ამ ყველაფერს ტრაგიზმს ნამდვილად დააკლებს და სიტუაციას შეამსუბუქებს.

- და თქვენი სლოგანიც - "სთენდაფი" გადარჩენს საქართველოს!" ბოლოს და ბოლოს ამუშავდება....

- კი, რადგან მრეწველობამ ჯერ ვერ გადაარჩინა ქვეყანა... კარგია, როდესაც თვითონ იგონებ ახალ-ახალ ფორმებს, ქმნი ახალ ფორმულებს და აოცებ ადამიანებს. მოკლედ, ჩვენი მიზანია, მოტივაცია გავზარდოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანში. მიხარია, რომ ინტერესი უკვე გაუჩნდათ და საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, მოვიდა. მოძრაობას ვიწყებთ.

- ასაკი განსაზღვრულია?

- კი, მხოლოდ ზედა ასაკი, იუმორისტი ზრდასრული უნდა იყოს და ისეთ თემებზე ხუმრობდეს, პუბლიკა დააინტერესოს. ჩვენი ჯგუფი ახალ წევრებს მუდმივად დაიმატებს, ცოცხალი პროცესი იქნება. ეს არის საშუალება, საკუთარი თავი გახადო პროფესიონალი და საზოგადოების გაცინება შეძლო ისე, რომ შენი ნახვა მეორედაც მოუნდეს.

- ჩვენს მკითხველს რას ურჩევდი?

- თუ თქვენი მკითხველიდან ვინმეს შეუძლია, ხალხი გააცინოს, შეგვეხმიანოს და ეს შანსი გამოიყენოს. ჩემს დროს ასეთი შანსი არ იყო, ჩვენით უნდა გვეპოვა ადგილი. მე და ჩემი მეგობრები მსურველებს ვაძლევთ შანსს, გახდნენ იუმორისტები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რატომ დატოვა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა და   სად გააგრძელებს საქმიანობას - პირველი არხის ყოფილი გენდირექტორის პირველი კომენტარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აპირებს თუ არა მაღლაფერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას? - რას წერს "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი