პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ავარიის გამო შეცვლილი ცხოვრება და ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი
"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ავარიის გამო შეცვლილი ცხოვრება და ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი

ავა­რი­ის შემ­დეგ ბევ­რი რა­მის სწავ­ლა თა­ვი­დან მო­უხ­და. მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო, 2 შვი­ლი ჰყავ­და მო­სავ­ლე­ლი და ცდი­ლობ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად, ცალი ხე­ლით გა­ე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი. დარ­წმუნ­და, რომ თურ­მე, ყვე­ლა­ნა­ი­რი ში­შის დაძ­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა. ჯერ კი­დევ ვერ და­უ­ჯე­რე­ბია, ბოლო 2 წლის მან­ძილ­ზე ფი­ზი­კურ­სა თუ სუ­ლი­ერ ტკი­ვი­ლებს რო­გორ მო­ე­რია და გა­დარ­ჩა... მო­ინ­დო­მა და ყვე­ლა სირ­თუ­ლე და­ა­მარ­ცხა...

უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს- ვერ შო­უ­ლობს სამ­სა­ხურს; ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს ფიქ­რობს, რო­გორ გა­და­ი­ხა­დოს ბი­ნის ქირა; არ იცის, მე­ო­რე დღეს რითი იარ­სე­ბოს, მაგ­რამ არას­დროს წუ­წუ­ნებს.- უბე­დუ­რე­ბა­ზე ად­ვი­ლი არა­ფე­რია. ბევ­რი მი­ზე­ზი მაქვს, ცუ­დად რომ ვიგ­რძნო თავი, მაგ­რამ უფრო მეტი მი­ზე­ზი მაქვს იმის­თვის, რომ "ხელ­მე­ო­რედ და­ბა­დე­ბულ­მა" სი­ცო­ცხლის მშვე­ნი­ე­რე­ბა მთე­ლი ძა­ლით შე­ვიგ­რძნო. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, მთა­ვა­რია, გჯე­რო­დეს და გწამ­დე­სო,- ამ­ბობს 34 წლის შშმ პირი სა­ლო­მე გო­გეშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ახ­ლოს თუ გა­იც­ნობ, სა­კუ­თარ შე­უ­ზღუ­დავ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში უფრო შე­გე­პა­რე­ბა ეჭვი ადა­მი­ანს.

- ბე­დის სამ­დუ­რა­ვი რო­გორ არ წა­მომ­ცდე­ნია, მაგ­რამ ახლა ვფიქ­რობ, რომ უფალ­მა უკე­თე­სად იცის, ვის მო­უვ­ლი­ნოს გან­საც­დე­ლი. ჩემ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ მარ­თა­ლია, მი­წა­ზე და­მა­ნარ­ცხა, მაგ­რამ მომ­ცა გან­ვი­თა­რე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა და ახა­ლი გზე­ბი მაჩ­ვე­ნა. ადრე სულ სხვა­ნა­ი­რი ვი­ყა­ვი. მარ­ტი­ვად მწყინ­და, მერე ამ წყე­ნას გულ­ში ვი­დებ­დი და ად­ვი­ლად ვერ ვპა­ტი­ობ­დი შეც­დო­მებს. ახლა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან, ძვე­ლე­ბუ­რად სამ­დუ­რავს კი არ ვე­უბ­ნე­ბი მათ, არა­მედ ვცდი­ლობ, გა­ვი­გო მი­ზე­ზი, რა­ტომ მატ­კი­ნეს გული და რა­ტომ არ შე­ეძ­ლოთ უკე­თე­სად მოქ­ცე­ვა. მე შე­მიძ­ლია სიბ­ნე­ლე­ში სი­ნათ­ლე შე­ვი­ტა­ნო! მე ეს შე­მიძ­ლია და მგო­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც უნდა გა­ფან­ტო სიბ­ნე­ლე.

- მო­მი­ყე­ვი, რო­გორ ცხოვ­რობ­დი ავა­რი­ამ­დე?

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მარ­თლაც უდარ­დე­ლი, ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ვმღე­რო­დი, გა­მოვ­დი­ო­დი კონ­ცერ­ტებ­ზე, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ჩემ­ში ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი რომ არის. მე­ცხრე კლა­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ვა­ბა­რე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ათწლედ­ში, ვო­კა­ლის გან­ხრით და იმ წელს გავ­თხოვ­დი კი­დეც- მო­მი­ტა­ცეს. ჩემი ქმა­რი მა­შინ 16 წლის იყო, მე- 14-ის. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ბავ­შვი უცებ, ქა­ლად ვი­ქე­ცი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. მომ­წონ­და კი­დეც სახ­ლში ფუს­ფუ­სი და მი­ხა­რო­და, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას რომ ვსწავ­ლობ­დი. 16 წლი­სას შე­მე­ძი­ნა მა­რი­ა­მი. ვე­რა­ფერს შე­ვა­და­რებ დე­დო­ბას, ეს სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა... ახლა მა­რი­ა­მი 18 წლი­საა, დავ­სხდე­ბით ხოლ­მე და ერ­თად ვგეგ­მავთ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც მე­გობ­რე­ბი. მე­ო­რე გო­გო­ნა, სო­ფიო კი 11 წლი­საა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ავარიის გამო შეცვლილი ცხოვრება და ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი

"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ავარიის გამო შეცვლილი ცხოვრება და ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი

ავარიის შემდეგ ბევრი რამის სწავლა თავიდან მოუხდა. მარტოხელა დედა იყო, 2 შვილი ჰყავდა მოსავლელი და ცდილობდა დამოუკიდებლად, ცალი ხელით გაეკეთებინა ყველაფერი. დარწმუნდა, რომ თურმე, ყველანაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, ბოლო 2 წლის მანძილზე ფიზიკურსა თუ სულიერ ტკივილებს როგორ მოერია და გადარჩა... მოინდომა და ყველა სირთულე დაამარცხა...

უამრავი პრობლემა აქვს- ვერ შოულობს სამსახურს; ყოველი თვის ბოლოს ფიქრობს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა; არ იცის, მეორე დღეს რითი იარსებოს, მაგრამ არასდროს წუწუნებს.- უბედურებაზე ადვილი არაფერია. ბევრი მიზეზი მაქვს, ცუდად რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ "ხელმეორედ დაბადებულმა" სიცოცხლის მშვენიერება მთელი ძალით შევიგრძნო. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გჯეროდეს და გწამდესო,- ამბობს 34 წლის შშმ პირი სალომე გოგეშვილი, რომელსაც ახლოს თუ გაიცნობ, საკუთარ შეუზღუდავ შესაძლებლობებში უფრო შეგეპარება ეჭვი ადამიანს.

- ბედის სამდურავი როგორ არ წამომცდენია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უფალმა უკეთესად იცის, ვის მოუვლინოს განსაცდელი. ჩემმა მდგომარეობამ მართალია, მიწაზე დამანარცხა, მაგრამ მომცა განვითარების მეტი შესაძლებლობა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ახალი გზები მაჩვენა. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი. მარტივად მწყინდა, მერე ამ წყენას გულში ვიდებდი და ადვილად ვერ ვპატიობდი შეცდომებს. ახლა, როდესაც ადამიანები ცუდად იქცევიან, ძველებურად სამდურავს კი არ ვეუბნები მათ, არამედ ვცდილობ, გავიგო მიზეზი, რატომ მატკინეს გული და რატომ არ შეეძლოთ უკეთესად მოქცევა. მე შემიძლია სიბნელეში სინათლე შევიტანო! მე ეს შემიძლია და მგონია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გაფანტო სიბნელე.

- მომიყევი, როგორ ცხოვრობდი ავარიამდე?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მართლაც უდარდელი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვმღეროდი, გამოვდიოდი კონცერტებზე, სილამაზის კონკურსებში ვმონაწილეობდი. არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა. მათი დამსახურებაა, ჩემში ამდენი სიყვარული რომ არის. მეცხრე კლასის დასრულებისთანავე ჩავაბარე კონსერვატორიის ათწლედში, ვოკალის განხრით და იმ წელს გავთხოვდი კიდეც- მომიტაცეს. ჩემი ქმარი მაშინ 16 წლის იყო, მე- 14-ის. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ბავშვი უცებ, ქალად ვიქეცი და ოჯახური ცხოვრება დავიწყე. მომწონდა კიდეც სახლში ფუსფუსი და მიხაროდა, სადილების მომზადებას რომ ვსწავლობდი. 16 წლისას შემეძინა მარიამი. ვერაფერს შევადარებ დედობას, ეს საოცარი გრძნობაა... ახლა მარიამი 18 წლისაა, დავსხდებით ხოლმე და ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, როგორც მეგობრები. მეორე გოგონა, სოფიო კი 11 წლისაა... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ