პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის...
სომხეთი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის...

"სომ­ხე­თი ისე­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად უთავ­სებს ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის წევ­რო­ბა­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან სა­მე­ზობ­ლო სტრა­ტე­გი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პუ­ლი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის სა­მიტ­ზე გა­მოს­ვლი­სას სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა. სერჟ სარ­გსი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხე­თი მო­მა­ვალ­შიც ამ კურსს გა­ნაგ­რძობს... სარ­გსი­ან­მა, ბრი­უ­სელ­ში სომ­ხე­თის ევ­რო­კავ­შირ­თან სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი.

სომ­ხეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა უკვე და­გეგ­მი­ლია, რა­საც სომ­ხუ­რი მე­დია წარ­მა­ტე­ბის პირ­ველ ნა­ბი­ჯად აფა­სებს. თუმ­ცა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბას არ ელი­ან სო­მე­ხი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ სომ­ხე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი რუ­სე­თი და ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

"ჩვენ, არა­ერ­თი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, თუ რო­გორ დაგ­ვა­ხე­ვი­ნა უკან ჩვენ­მა სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ორ­მა, თუნ­დაც გა­სულ ზა­ფხულს. სა­ქარ­თვე­ლოს 2017 წლის სექ­ტემ­ბრის წვრთნებ­ში სომ­ხეთ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი სწო­რედ მოს­კო­ვის ზედ­მე­ტი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად გა­ნა­ცხა­და, ამი­ტო­მაც, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რუ­სეთ­მა სარ­გსი­ანს უკვე გა­და­წყვე­ტილ სა­კი­თხზე აზრი შე­აც­ვლე­ვი­ნოს", - აცხა­დებს სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ო­ნიდ ნარ­სე­სი­ა­ნი.

და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი რამ 2013 წელ­საც მოხ­და, რო­დე­საც სომ­ხეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყო და მხო­ლოდ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სომ­ხეთ­ში და­ი­წყეს მსჯე­ლო­ბა, რო­მე­ლი სა­ინ­ტეგ­რა­ციო პრო­ექ­ტი უნდა აერ­ჩია სომ­ხეთს - ევ­რო­პუ­ლი თუ ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის.

ახლა სომ­ხეთ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა - ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის მი­ნუს-პლუ­სებ­ზე უკვე აღარ მსჯე­ლო­ბენ, რად­გან სომ­ხეთ­მა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არც ევ­რო­პულ კურ­სზე ამ­ბობს უარს. ახლა მთა­ვა­რია, რო­გორ შეძ­ლებს ლა­ვი­რე­ბას სარ­გსი­ა­ნი ევ­რო­კავ­შირ­სა და ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან ერ­თდრო­უ­ლად.

სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხრი­დან, მისი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საქ­მე­ში, რა­ი­მე ტი­პის ჩა­რე­ვას. "არც მას და არც სხვა რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სომ­ხე­თის ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სი­ტყვაც კი არას­დროს დას­ცდე­ნი­ათ", - აცხა­დებს სარ­გსი­ა­ნი პრე­სას­თან სა­უ­ბარ­ში.

ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ექ­ვსი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი 24 ნო­ემ­ბერს იმ­დე­ნად სწრა­ფად შე­თან­ხმდნენ "აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის" სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის სა­ბო­ლოო ერ­თობ­ლივ ვერ­სი­ა­ზე, რომ ორი წლის წი­ნან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­მა­თიც ვერ მო­ას­წრეს.

ამას­თან, "აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის" სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში გა­ი­მარ­თა, ევ­რო­კავ­შირ­მა და სომ­ხეთ­მა ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ. ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი შე­თან­ხმე­ბა პირ­ვე­ლად და­ი­დო ქვე­ყა­ნას­თან, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს არის "ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის" წევ­რი.

თა­ვის მხრივ, სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ედუ­არდ ნალ­ბან­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "სომ­ხეთ­მა უკვე გან­სა­ზღვრა თა­ვი­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი და მტკი­ცედ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, კი­დევ უფრო გა­ნა­ვი­თა­როს და გა­ნამ­ტკი­ცოს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან", - აღ­ნიშ­ნავს ნალ­ბან­დი­ა­ნი და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ო­ბა, ამ ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს სა­ერ­თოდ არ უშ­ლის.

იგი­ვეს აცხა­დე­ბენ ბრი­უ­სელ­ში. სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ეს შე­თან­ხმე­ბა სომ­ხეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის, გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის კუ­თხით, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ზღვრებს გა­ა­ფარ­თო­ვებს; ამას­თან, სომ­ხეთ­ში ბიზ­ნეს გა­რე­მო­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის აღი­ა­რე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა; შე­თან­ხმე­ბა მხარს უჭერს ასე­ვე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან და­რე­გუ­ლი­რე­ბას.

24 ნო­ე­მებრს ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტის დროს სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სერჟ სარ­გსი­ან­მა ისა­უბ­რა იმა­ზე, რომ სომ­ხე­თი წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს ევ­რა­ზი­ულ ეკო­ნო­მი­კურ კავ­ში­რი­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სომხეთი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის...

სომხეთი ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის...

"სომხეთი ისეთი ქვეყანაა, რომელიც წარმატებულად უთავსებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობასა და ევროკავშირთან სამეზობლო სტრატეგიაში მონაწილეობას", - ასეთი განცხადება გააკეთა, ბრიუსელში, ევროპული სახალხო პარტიის სამიტზე გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა. სერჟ სარგსიანის განცხადებით, სომხეთი მომავალშიც ამ კურსს განაგრძობს... სარგსიანმა, ბრიუსელში სომხეთის ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმების ხელმოწერა უკვე დაგეგმილია, რასაც სომხური მედია წარმატების პირველ ნაბიჯად აფასებს. თუმცა, ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას არ ელიან სომეხი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რადგან მიაჩნიათ, რომ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი და ფედერაციის პირველი პირები მათ ამის საშუალებას არ მისცემენ.

"ჩვენ, არაერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ დაგვახევინა უკან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, თუნდაც გასულ ზაფხულს. საქართველოს 2017 წლის სექტემბრის წვრთნებში სომხეთმა მონაწილეობაზე უარი სწორედ მოსკოვის ზედმეტი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად განაცხადა, ამიტომაც, სულაც არ არის გამორიცხული, რუსეთმა სარგსიანს უკვე გადაწყვეტილ საკითხზე აზრი შეაცვლევინოს", - აცხადებს სომეხი პოლიტოლოგი ლეონიდ ნარსესიანი.

დაახლოებით მსგავსი რამ 2013 წელსაც მოხდა, როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმოწერა იყო დარჩენილი, სომხეთში დაიწყეს მსჯელობა, რომელი საინტეგრაციო პროექტი უნდა აერჩია სომხეთს - ევროპული თუ ევრაზიული ინტეგრაციის.

ახლა სომხეთში განსხვავებული ვითარებაა - ევრაზიული კავშირის მინუს-პლუსებზე უკვე აღარ მსჯელობენ, რადგან სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ევროპულ კურსზე ამბობს უარს. ახლა მთავარია, როგორ შეძლებს ლავირებას სარგსიანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირთან ერთდროულად.

სომხეთის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ვლადიმირ პუტინის მხრიდან, მისი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის საქმეში, რაიმე ტიპის ჩარევას. "არც მას და არც სხვა რუს მაღალჩინოსნებს სომხეთის ევროკავშირთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო სიტყვაც კი არასდროს დასცდენიათ", - აცხადებს სარგსიანი პრესასთან საუბარში.

ევროკავშირისა და ექვსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ლიდერები 24 ნოემბერს იმდენად სწრაფად შეთანხმდნენ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტის დეკლარაციის საბოლოო ერთობლივ ვერსიაზე, რომ ორი წლის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, კამათიც ვერ მოასწრეს.

ამასთან, "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, ევროკავშირმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განმარტებით, ასეთი შეთანხმება პირველად დაიდო ქვეყანასთან, რომელიც ამავე დროს არის "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" წევრი.

თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ ნალბანდიანის განცხადებით, "სომხეთმა უკვე განსაზღვრა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო განავითაროს და განამტკიცოს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ევროკავშირთან", - აღნიშნავს ნალბანდიანი და ირწმუნება, რომ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა, ამ ახალ ურთიერთობას ხელს საერთოდ არ უშლის.

იგივეს აცხადებენ ბრიუსელში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, "ეს შეთანხმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის, გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების კუთხით, ურთიერთობების საზღვრებს გააფართოვებს; ამასთან, სომხეთში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის აღიარებას დაეხმარება; შეთანხმება მხარს უჭერს ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

24 ნოემებრს ბრიუსელში ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ისაუბრა იმაზე, რომ სომხეთი წარმატებით უთავსებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირითან და ევროკავშირთან თანამშრომლობას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე