პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს" - გარდაცვლილის ბიძა გამოძიებას მიმართავს
"გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს" - გარდაცვლილის ბიძა გამოძიებას მიმართავს

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ზაურ აბუ­ლა­ძის ბიძა ბესო აბუ­ლა­ძე გა­მო­ძი­ე­ბას მი­მარ­თავს. რო­გორც ბესო აბუ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდა­რის გამო დე­ტა­ლურ გა­მო­ძე­ბას ითხო­ვენ. მისი თქმით, დამ­ნა­შა­ვის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ის უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს.

"სა­უ­ნა­ში სხვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა მოხ­და, ამ მო­მენ­ტში შუქი გა­თი­შეს. იქ მყო­ფე­ბი და­იბ­ნენ და გა­მო­სას­ვლელს ეძებ­დნენ. ნა­წი­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ჩვენ­თვის, ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რად წა­რი­მარ­თოს და დე­ტა­ლუ­რად გა­ირ­კვეს. თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, და­ი­სა­ჯონ. თუ მათ თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლეს, მაგ­რამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დად­გინ­დეს. ოჯა­ხის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე იმას და­ვა­მა­ტებ, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ არ არის და­ცუ­ლი. სჯობს, დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს, რად­გან ამ­ხე­ლა შე­ნო­ბე­ბია და ნა­ხა­ვენ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით რო­გო­რი მცი­რე ად­გი­ლე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი. ხან­ძრის დროს და­ახ­ლო­ე­ბით რვა ბიჭი იყო ერ­თად იყო. ჩემ­მა შვილ­მა ორი­ენ­ტა­ცია გან­სა­ზღვრა და გა­იქ­ცა. ლიფ­ტში სი­ნათ­ლე გა­ი­თი­შა, თუმ­ცა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, დრო­უ­ლად და­აღ­წი­ეს თავი. ორი ბიჭი ლიფ­ტში გა­ი­ჭე­და, ისი­ნი ლიფ­ტის მოძ­რა­ო­ბი­სას მაღ­ლა გა­ჩერ­დნენ. ჩემ­მა შვილ­მა გა­ჩე­რე­ბუ­ლი ლიფ­ტი ხე­ლით გახ­სნა და გა­მო­ვი­და. გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა მე­ხან­ძრე­ებს უთხრეს, რომ სა­პირ­ფა­რე­შოს­თან ხალ­ხი იყო, თუმ­ცა, იქ მე­ხან­ძრე­ებ­მა მის­ვლა ვერ გა­ბე­დეს. ვი­თხოვთ, გა­მო­ძი­ე­ბას", - აცხა­დებს ბესო აბუ­ლა­ძე.

ნა­ხეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს" - გარდაცვლილის ბიძა გამოძიებას მიმართავს

"გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს" - გარდაცვლილის ბიძა გამოძიებას მიმართავს

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ზაურ აბულაძის ბიძა ბესო აბულაძე გამოძიებას მიმართავს. როგორც ბესო აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის გამო დეტალურ გამოძებას ითხოვენ. მისი თქმით, დამნაშავის დადგენის შემთხვევაში, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

"საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქი გათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა. ჩვენთვის, ნათესავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და დეტალურად გაირკვეს. თუ დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. თუ მათ თავისი როლი შეასრულეს, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დადგინდეს. ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანია. მე იმას დავამატებ, რომ სასტუმროების უმრავლესობა უსაფრთხოების მხრივ არ არის დაცული. სჯობს, დაპროექტებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რადგან ამხელა შენობებია და ნახავენ, რომ უსაფრთხოების კუთხით როგორი მცირე ადგილებია გამოყოფილი. ხანძრის დროს დაახლოებით რვა ბიჭი იყო ერთად იყო. ჩემმა შვილმა ორიენტაცია განსაზღვრა და გაიქცა. ლიფტში სინათლე გაითიშა, თუმცა, მადლობა ღმერთს, დროულად დააღწიეს თავი. ორი ბიჭი ლიფტში გაიჭედა, ისინი ლიფტის მოძრაობისას მაღლა გაჩერდნენ. ჩემმა შვილმა გაჩერებული ლიფტი ხელით გახსნა და გამოვიდა. გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას", - აცხადებს ბესო აბულაძე.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ