ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ვანო გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
სამხედრო ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვანო გოლაშვილის დაკრძალვას მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.
დაღუპული ვანო გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა. ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ივანე გოლაშვილის ოჯახს მთავრობა კომპენსაციის სახით ერთჯერადად 100 000 ლარს გადასცემს, ხოლო ყოველთვიურად მათ 1000 ლარის ოდენობით პენსია დაენიშნება.