სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ გომელაური - ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის არის ახმედ ჩატაევი...
ვახტანგ გომელაური - ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის არის ახმედ ჩატაევი...

არ­სე­ბობს ეჭვი, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს გარ­დაც­ვლილ პირ­თა შო­რის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი იყოს, თუმ­ცა, და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ექ­სპერ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან იმ საფრ­თხე­ე­ბი­სა და რის­კე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად თა­ვი­დან არის აცი­ლე­ბუ­ლი. რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კუ­ლი მხა­რე.

"ეჭვი არის, რომ გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი, თუმ­ცა, ეს და­დას­ტურ­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ და გვექ­ნე­ბა და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი, იყო თუ არა ეს პი­როვ­ნე­ბა ახ­მეტ ჩა­ტა­ე­ვი. იყო ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და მას­შტა­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა 22 ნო­ემ­ბერს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი სპეც­რაზ­მე­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე გა­ა­კე­თა. მან ოჯა­ხის წევ­რებს კი­დევ ერთხელ მი­უ­სამ­ძიმ­რა. ასე­ვე, გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის სპეც­რაზ­მე­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს, ექი­მებ­სა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

პა­ნაშ­ვიდ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შს მი­ნის­ტრი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დი­ლი­დან ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. გარ­დაც­ვლილ ივა­ნე გო­ლოშ­ვილს დღეს მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

ვახტანგ გომელაური - ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის არის ახმედ ჩატაევი...

ვახტანგ გომელაური - ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა შორის არის ახმედ ჩატაევი...

არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ გაამახვილა ყურადღება, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად თავიდან არის აცილებული. როგორც გომელაურმა ”ინტერპრესნიუსის” მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარე.

”ეჭვი არის, რომ გარდაცვლილთა შორის არის ახმედ ჩატაევი, თუმცა, ეს დადასტურდება ექსპერტიზის შემდეგ და გვექნება დაზუსტებული პასუხი, იყო თუ არა ეს პიროვნება ახმეტ ჩატაევი. იყო ოპერატიული ინფორმაციები და მასშტაბული საფრთხეები ავიცილეთ თავიდან”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აღნიშნული კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა 22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა. მან ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ასევე, გაწეული სამსახურისთვის სპეცრაზმელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, შს სამინისტროს თანამშრომლებს, ექიმებსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დილიდან ტაძრის ტერიტორიაზე იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები. გარდაცვლილ ივანე გოლოშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ