პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ვაჟკაცი..." - რას წერენ "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე
"დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ვაჟკაცი..." - რას წერენ "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" მომ­ხდარ ხან­ძარს 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მათ­გა­ნი ხან­ძრის დროს, სას­ტუმ­როს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი კვამლმა გა­გუ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან 8 ლიფ­ტში იპო­ვეს, 1 - აუზ­ში, 2 კი სას­ტუმ­როს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში.

ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცია, მათ­გან 10 სა­ქარ­თვე­ლოს, ხოლო 1 - ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქეა.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე და­ღუ­პუ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი: მა­რად შან­თა­ძე, ზაურ აბუ­ლა­ძე, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე, დათო ქა­მა­და­ძე, როინ ჯოყი­ლა­ძე, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ბექა შა­თი­კაშ­ვი­ლი (ეს უკა­ნას­კნე­ლი და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა - 22 წლი­საა, ის ბა­თუმ­ში სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტი იყო და ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში სტი­ქა­როს­ნად მსა­ხუ­რობ­და).

წა­ი­კი­თხეთ: "ლეო გრან­დში" გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია - 6 მა­მა­კა­ცი სას­ტუმ­როს ფიტ­ნეს-დარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ იყო მი­სუ­ლი

ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ "ნი­კო­რას" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე. და­ღუ­პუ­ლი გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე "ნი­კო­რას" თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მას მე­უღ­ლე და ტყუ­პი ვაჟი დარ­ჩა. გი­ორ­გი ერთ-ერთი ტაძ­რის სტი­ქა­რო­სა­ნი იყო.

"ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" გუ­შინ­დელ ხან­ძარს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნის, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის დიდი და­ნაკ­ლი­სია. მად­ლო­ბა მას ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში, და­უ­ღა­ლა­ვი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

გი­ორ­გის დარ­ჩა უსაყ­ვარ­ლე­სი მე­უღ­ლე და ტყუ­პი ორი ვაჟ­კა­ცი. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ყვე­ლა მის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებს.

გიო, არც კი გვჯე­რა ამას რომ შენს შე­სა­ხებ ვწერთ. შენ მუ­დამ დარ­ჩე­ბი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლად გულ­თბი­ლი, მუ­დამ მომ­ღი­მა­რი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი "ცინ­ცო". სა­მა­რა­დი­სო სა­სუ­ფე­ვე­ლი შენ!!!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: "ერ­თმა დე­დას და­უ­რე­კა, მიშ­ვე­ლე ვიხ­რჩო­ბიო..." - რას ყვე­ბი­ან ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო­ში გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლე­ბი

"დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ვაჟკაცი..." - რას წერენ "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე

"დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ვაჟკაცი..." - რას წერენ "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ხანძრის დროს, სასტუმროს სავარჯიშო დარბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ისინი კვამლმა გაგუდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, დაღუპულებიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.

ყველა დაღუპული მამაკაცია, მათგან 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის სახელი და გვარი: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი (ეს უკანასკნელი დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლისაა, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა).

წაიკითხეთ: "ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

ერთ-ერთი დაღუპულის შესახებ განცხადება ვრცელდება სუპერმარკეტების ქსელ "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე. დაღუპული გიორგი ცინცაძე "ნიკორას" თანამშრომელი იყო, მას მეუღლე და ტყუპი ვაჟი დარჩა. გიორგი ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი იყო.

"ბათუმის სასტუმრო "ლეოგრანდში" გუშინდელ ხანძარს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანის, გიორგი ცინცაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. მისი გარდაცვალება ჩვენი გუნდის დიდი დანაკლისია. მადლობა მას ჩვენს კომპანიაში, დაუღალავი და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.

გიორგის დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ორი ვაჟკაცი. ვუსამძიმრებთ ყველა მის ოჯახის ახლობლებს.

გიო, არც კი გვჯერა ამას რომ შენს შესახებ ვწერთ. შენ მუდამ დარჩები ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში, როგორც გამორჩეულად გულთბილი, მუდამ მომღიმარი და ყველასათვის საყვარელი "ცინცო". სამარადისო სასუფეველი შენ!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ: "ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს