კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კანონის მიხედვით, რას უნდა აკმაყოფილებდეს შენობა
იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კანონის მიხედვით, რას უნდა აკმაყოფილებდეს შენობა

24 ნო­ემ­ბერს, ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მათ­გა­ნი ხან­ძრის დროს, სას­ტუმ­როს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი ძლი­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო გა­ი­გუ­დნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან 8 ლიფ­ტში იპო­ვეს, 1 - აუზ­ში, 2 კი სას­ტუმ­როს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში.

ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ას თით­ქმის 5 სა­ა­თი დას­ჭირ­და და სას­ტუმ­რო­დან 100-მდე ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ად­გილ­ზე 17 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და და 120 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობ­და. ამას­თან, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის 200-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია მუხ­ლით, რო­მე­ლიც სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

იყო თუ არა სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში?

აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დე" სა­ხან­ძრო წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის მიერ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი იყო. რო­გორც ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ჯა­რი­მე­ბა ნამ­დვი­ლად მოხ­და, და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი კი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დგომ გა­ირ­კვე­ვა.

ამას­თან, აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა სულ­ხან ღლონტმა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დს" წელს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ სარ­ე­კო­მენ­და­ციო ნი­შა­ნი არ მი­უ­ღია, რად­გან დო­კუ­მენ­ტა­ცია არ ჰქონ­და წეს­რიგ­ში.

"აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი არ არის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნა­ზე ან და­ხურ­ვა­ზე ნე­ბარ­თვებს გას­ცემს ან რა­ი­მე ტი­პის მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვენ გვაქვს სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის ხა­რის­ხის ნი­შა­ნი, რო­მელ­საც ჰქვია "რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ. "ლე­ოგ­რანდთან" და­კავ­ში­რე­ბით სარ­ე­კო­მენ­და­ციო საბ­ჭოს წევ­რებ­მა მი­თხრეს, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცია არ იყო წეს­რიგ­ში. "ლე­ოგ­რან­დი" 2017 წელს ჩვენს მიერ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არაა, რად­გან სა­ბუ­თე­ბი არ ჰქონ­და წეს­რიგ­ში", - გა­ნა­ცხა­და ღლონტმა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში ხან­ძრის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბო­და, "რუს­თა­ვი2"-ის ეთერ­ში სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და რომ, "შე­ნო­ბას არ გა­აჩ­ნდა სა­ხან­ძრო კიბე, ამი­ტომ მოხ­და არა მხო­ლოდ მაშ­ვე­ლე­ბის სა­ხან­ძრო კი­ბის, არა­მედ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის გა­მოყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ბლო­კი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე". შს მი­ნის­ტრის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ხან­ძრო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა და­დას­ტუ­დე­ბა, მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა უნდა მოხ­დეს.

სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დი" 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნია და ის 2015 წლის ზა­ფხულ­ში გა­იხ­სნა. სას­ტუმ­რო­ში, რო­მელ­შიც 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და 700 ადა­მი­ა­ნი და­საქმდა, არის 180 ნო­მე­რი. მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო კომ­პლექსში გან­თავ­სე­ბუ­ლია საპ­რე­ზი­დენ­ტო აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი, რეს­ტო­რა­ნი, კლუ­ბი და სპა­ცენ­ტრი.

სას­ტუმ­რო და სა­მო­რი­ნე "ლე­ოგ­რან­დის" აღ­წე­რი­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო­ე­ბის გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ვკი­თხუ­ლობთ, რომ სას­ტუმ­როს "სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში" შე­დის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა და ცე­ცხლმაქ­რი.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო­ში შუქი გა­ი­თი­შა და სტუმ­რებს უთხრეს, რომ შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი იყო. მა­თი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კვამლში გა­ეხ­ვია მთე­ლი სას­ტუმ­რო. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის შე­დე­გად, ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ი­კე­ტა კარი, ლიფ­ტი. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შუ­ქის ჩაქ­რო­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ირ­თო სა­ხან­ძრო სის­ტე­მა, წყა­ლი ას­ხამ­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის ჩაქ­რო­ბა მა­ინც ვერ ხერ­ხე­ბო­და. სას­ტუმ­რო­ში მყო­ფე­ბი ცდი­ლობ­დნენ შუ­შე­ბი ჩა­ემტვრი­ათ, რომ შე­ნო­ბი­დან კვამ­ლი გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ფო­ტო­ზე ჩანს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფან­ჯა­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ შე­ნო­ბა­ში მყო­ფე­ბი მის ჩამ­სხვრე­ვას ცდი­ლობ­დნენ

რა წე­რია კა­ნონ­ში?

"მაც­ნე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რა სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს კა­ნო­ნის მე­სა­მე მუხ­ლი­დან:

მუხ­ლი 3. სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის და სა­თავ­სე­ბი­სათ­ვის

  • სა­თავ­სე­ბი­სა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი და და­ნად­გა­რე­ბი (კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვა, სა­ხან­ძრო ავ­ტო­მა­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბი, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­რე­ბი, სარ­ქვე­ლე­ბი, სხვა დამ­ცა­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კედ­ლებ­სა და გა­და­ხურ­ვებ­ში და სხვ.) მუდ­მი­ვად უნდა იყოს მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.
  • კა­რე­ბის თვი­თჩამ­კე­ტი მო­წყო­ბი­ლო­ბა უნდა იყოს გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. და­უშ­ვე­ბე­ლია რა­ი­მე სა­მარ­ჯვის და­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­რე­ბის (მო­წყო­ბი­ლო­ბის) ნორ­მა­ლურ და­კეტ­ვას.
13. ობი­ექ­ტე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში (გარ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა) აკ­რძა­ლუ­ლია:

  • დე­რეფ­ნე­ბი­დან, ჰო­ლე­ბი­დან, ფო­ი­ე­დან, კი­ბის უჯრე­დე­ბი­დან სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გა­სას­ვლე­ლე­ბის პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კა­რე­ბის, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გზებ­ზე ხან­ძრის სა­ში­ში ფაქ­ტო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი სხვა კა­რე­ბის მოხ­სნა. მო­ცუ­ლო­ბით-გეგ­მა­რე­ბი­თი გა­და­წყვე­ტე­ბის შეც­ვლა, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო ევა­კუ­ა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ზღუ­და­ვენ ცე­ცხლსაქ­რო­ბებ­თან, სა­ხან­ძრო ონ­კა­ნებ­თან და სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან მის­ვლას ან ამ­ცი­რე­ბენ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის (ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია, ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­მა­ტუ­რი და­ნად­გა­რი, კვამლგამ­წო­ვი სის­ტე­მე­ბი, მა­უ­წყებ­ლო­ბის სის­ტე­მე­ბი) მოქ­მე­დე­ბის ზო­ნას. კვლავ­და­გეგ­მა­რე­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის ან ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი და­ნად­გა­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის ზო­ნის შემ­ცი­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა სა­თავ­სე­ბის სივ­რცე და­მა­ტე­ბით და­ცუ­ლია შე­სა­ბა­მი­სად - ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მა­უ­წყებ­ლე­ბით ან მო­დუ­ლუ­რი და­ნად­გა­რე­ბით;
  • კა­რე­ბის, აივ­ნე­ბის და ლო­ჯი­ე­ბის ლი­უ­კე­ბის, მო­მიჯ­ნა­ვე სექ­ცი­ებ­ში გა­და­სას­ვლე­ლე­ბის, გარე სა­ე­ვა­კუ­ა­ციო კი­ბე­ებ­ზე გა­სას­ვლე­ლე­ბის ჩა­ხერგვა ავე­ჯით, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით და სხვა საგ­ნე­ბით;
  • ფან­ჯრებ­ზე და სარ­და­ფის ფან­ჯრე­ბის თა­ნა­ორ­მო­ებ­ზე ყრუ გი­სო­სე­ბის და­ყე­ნე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­დე­საც ეს ნე­ბა­დარ­თუ­ლია დად­გე­ნი­ლი წე­სით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ნორ­მე­ბით;
  • ლო­ჯი­ე­ბის, აივ­ნე­ბის და გა­ლე­რე­ე­ბის შე­მინ­ვა, რომ­ლე­ბიც გა­დი­ან და­უკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბელ კი­ბის უჯრედ­ში;
  • სა­ერ­თო დე­რე­ფან­ში (კი­ბის უჯრე­დის ბა­ქან­ზე) გა­მა­ვა­ლი კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა ან და­მა­ტე­ბი­თი კა­რის მო­წყო­ბა, თუ ეს ხელს შე­უშ­ლის ადა­მი­ან­თა თა­ვი­სუ­ფალ ევა­კუ­ა­ცი­ას ან გა­ა­უ­ა­რე­სებს მე­ზო­ბე­ლი ბი­ნე­ბი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის პი­რო­ბებს;
14. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­ხუ­რავ­ზე გარე სა­ხან­ძრო კი­ბე­ე­ბი და მო­ა­ჯი­რი უნდა იყოს გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და არა­ნაკ­ლებ 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მო­ი­ცა­დოს სიმ­ტკი­ცე­ზე.

ბა­თუ­მის სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდარ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 243-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კანონის მიხედვით, რას უნდა აკმაყოფილებდეს შენობა

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში და კანონის მიხედვით, რას უნდა აკმაყოფილებდეს შენობა

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ხანძრის დროს, სასტუმროს სავარჯიშო დარბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ისინი ძლირი დაკვამლიანების გამო გაიგუდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, დაღუპულებიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.

ხანძრის ლიკვიდაციას თითქმის 5 საათი დასჭირდა და სასტუმროდან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 200-მდე თანამშრომელი. გამოძიება დაწყებულია მუხლით, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იყო თუ არა სათანადოდ დაცული უსაფრთხოების ნორმები 5-ვარსკვლავიან სასტუმროში?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სასტუმრო "ლეოგრანდე" სახანძრო წესების დაუცველობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ დაჯარიმებული იყო. როგორც ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაჯარიმება ნამდვილად მოხდა, დანარჩენი დეტალები კი გამოძიების შემდგომ გაირკვევა.

ამასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სასტუმრო "ლეოგრანდს" წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია, რადგან დოკუმენტაცია არ ჰქონდა წესრიგში.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არ არის ორგანო, რომელიც სასტუმრო და კვების ობიექტების გახსნაზე ან დახურვაზე ნებართვებს გასცემს ან რაიმე ტიპის მონიტორინგს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, რომელსაც ჰქვია "რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ. "ლეოგრანდთან" დაკავშირებით სარეკომენდაციო საბჭოს წევრებმა მითხრეს, რომ დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში. "ლეოგრანდი" 2017 წელს ჩვენს მიერ რეკომენდირებული არაა, რადგან საბუთები არ ჰქონდა წესრიგში", - განაცხადა ღლონტმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ბათუმში ხანძრის ადგილას იმყოფებოდა, "რუსთავი2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა რომ, "შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყნების საშუალებით, ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მეშვიდე სართულზე". შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს.

სასტუმრო "ლეოგრანდი" 5-ვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.

სასტუმრო და სამორინე "ლეოგრანდის" აღწერილობაში, რომელიც ბათუმის სასტუმროების გვერდზეა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ სასტუმროს "სხვა მომსახურებებში" შედის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ცეცხლმაქრი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაახლოებით 8 საათზე, სასტუმროში შუქი გაითიშა და სტუმრებს უთხრეს, რომ შენობაში ხანძარი იყო. მათივე თქმით, რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, ავტომატურად ჩაიკეტა კარი, ლიფტი. თვითმხილველების თქმით, შუქის ჩაქრობისთანავე ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. სასტუმროში მყოფები ცდილობდნენ შუშები ჩაემტვრიათ, რომ შენობიდან კვამლი გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ფოტოზე ჩანს დაზიანებული ფანჯარა, სავარაუდოდ შენობაში მყოფები მის ჩამსხვრევას ცდილობდნენ

რა წერია კანონში?

"მაცნეში" გამოქვეყნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ, რა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში შენობა-ნაგებობები. გთავაზობთ ამონარიდებს კანონის მესამე მუხლიდან:

მუხლი 3. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები შენობა-ნაგებობების და სათავსებისათვის

  • სათავსებისა და შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და დანადგარები (კვამლსაწინააღმდეგო დაცვა, სახანძრო ავტომატიკის საშუალებები, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო კარები, სარქველები, სხვა დამცავი მოწყობილობები ხანძარსაწინააღმდეგო კედლებსა და გადახურვებში და სხვ.) მუდმივად უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.
  • კარების თვითჩამკეტი მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. დაუშვებელია რაიმე სამარჯვის დაყენება, რომელიც ხელს შეუშლის ხანძარსაწინააღმდეგო ან კვამლსაწინააღმდეგო კარების (მოწყობილობის) ნორმალურ დაკეტვას.
13. ობიექტების შენობა-ნაგებობებში (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა) აკრძალულია:

  • დერეფნებიდან, ჰოლებიდან, ფოიედან, კიბის უჯრედებიდან საევაკუაციო გასასვლელების პროექტით გათვალისწინებული კარების, საევაკუაციო გზებზე ხანძრის საშიში ფაქტორების გავრცელების შემაკავებელი სხვა კარების მოხსნა. მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტების შეცვლა, რომლებიც იწვევენ ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციის პირობების გაუარესებას, ზღუდავენ ცეცხლსაქრობებთან, სახანძრო ონკანებთან და სახანძრო უსაფრთხოების სხვა საშუალებებთან მისვლას ან ამცირებენ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ავტომატური სისტემების (ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის სტაციონალური ავტომატური დანადგარი, კვამლგამწოვი სისტემები, მაუწყებლობის სისტემები) მოქმედების ზონას. კვლავდაგეგმარების შედეგად ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის ან ხანძრის ჩაქრობის ავტომატური დანადგარების მოქმედების ზონის შემცირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სათავსების სივრცე დამატებით დაცულია შესაბამისად - ინდივიდუალური მაუწყებლებით ან მოდულური დანადგარებით;
  • კარების, აივნების და ლოჯიების ლიუკების, მომიჯნავე სექციებში გადასასვლელების, გარე საევაკუაციო კიბეებზე გასასვლელების ჩახერგვა ავეჯით, მოწყობილობებით და სხვა საგნებით;
  • ფანჯრებზე და სარდაფის ფანჯრების თანაორმოებზე ყრუ გისოსების დაყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნებადართულია დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებით;
  • ლოჯიების, აივნების და გალერეების შემინვა, რომლებიც გადიან დაუკვამლიანებელ კიბის უჯრედში;
  • საერთო დერეფანში (კიბის უჯრედის ბაქანზე) გამავალი კარის მიმართულების შეცვლა ან დამატებითი კარის მოწყობა, თუ ეს ხელს შეუშლის ადამიანთა თავისუფალ ევაკუაციას ან გააუარესებს მეზობელი ბინებიდან ევაკუაციის პირობებს;
14. შენობა-ნაგებობების სახურავზე გარე სახანძრო კიბეები და მოაჯირი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ გამოიცადოს სიმტკიცეზე.

ბათუმის სასტუმროში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი