სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" წუხელ მომხდარი ტრაგედიის გამო დიდ გულისტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი. მათ შორის საქართველოს - 10 და ირანის ერთი მოქალაქე.