სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული
"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" მომ­ხდა­რი ხან­ძრის დროს და­ღუ­პულ­თა ნა­წი­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი 6 ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ხან­ძრის დროს სას­ტუმ­როს სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს. და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან ორი ახალ­გაზ­რდა, სა­ვა­რა­უ­დოდ ლიფ­ტში იპო­ვეს, ორი კი სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­თან. გარ­დაც­ვლი­ლი 6 მა­მა­კა­ცი­დან 5 ბა­თუ­მე­ლი იყო, ხოლო ერთი - გო­რი­დან.

იხი­ლეთ ვი­დეო: ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" მომ­ხდა­რი ხან­ძრის შე­სა­ხებ

"29 და 33 წლის ბი­ჭე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 1 სა­ა­თის მი­სუ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ინ­ტენ­სი­უ­რად და­დი­ოდ­ნენ სას­ტუმ­როს დარ­ბაზ­ში და ვარ­ჯი­შობ­დნენ. ერთ-ერთი მე­ზღვა­უ­რი იყო, 1 კვი­რის წინ დაბ­რუნ­და ნა­ოს­ნო­ბი­დან. რო­გორც ვიცი, სა­უ­ნა­დან გავ­რცელ­და ხან­ძა­რი. შუ­ქიც ჩაქ­რა, გზა ვე­ღარ გა­იკ­ვლი­ეს და კვამ­ლის გამო გა­ი­გუ­დნენ", - აცხა­დებს და­ღუ­პუ­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე და­ღუ­პუ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი: მა­რად შან­თა­ძე, ზაურ აბუ­ლა­ძე, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე, დათო ქა­მა­და­ძე, როინ ჯოყი­ლა­ძე, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ბექა შა­თი­კაშ­ვი­ლი (ეს უკა­ნას­კნე­ლი და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა - 22 წლი­საა, ის ბა­თუმ­ში სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტი იყო და ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში სტი­ქა­როს­ნად მსა­ხუ­რობ­და).

იხი­ლეთ: რა ხდე­ბა სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რანდთან" ხან­ძრის მე­ო­რე დღეს - ფო­ტო­ე­ბი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან

"ლე­ოგ­რან­დში" ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში და­დი­ოდ­ნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში სტი­ქა­რო­სა­ნი იყო, ორი მათ­გა­ნი, რო­გორც მი­თხრეს, ლიფ­ტში კვამ­ლის­გან გა­ი­გუ­და. კი­დევ ერთი იყო სა­ვარ­ჯი­შოდ, რო­მელ­მაც დე­დას და­უ­რე­კა, მიშ­ვე­ლე ვიხ­რჩო­ბიო. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 23, 26 და 27 წლი­სე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­გო­ბარ­მა.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი პრო­ზექ­ტუ­რი­დან უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ოჯა­ხებ­ში.

გუ­შინ სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, 11 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რჩე­ბა 8 და­შა­ვე­ბუ­ლი.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 11 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 10 და ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის 1 მო­ქა­ლა­ქე.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

"ლეო გრანდში" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - 6 მამაკაცი სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყო მისული

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს გარდაცვლილების ახლობლებმა განუცხადეს. დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან. გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან.

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შესახებ

"29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ სასტუმროს დარბაზში და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. შუქიც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - აცხადებს დაღუპულების ახლობელი.

ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის სახელი და გვარი: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი (ეს უკანასკნელი დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლისაა, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა).

იხილეთ: რა ხდება სასტუმრო "ლეოგრანდთან" ხანძრის მეორე დღეს - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

გუშინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი