პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება
"დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება

აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ზაალ მი­ქე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლეო გრან­დში" ხან­ძრის შე­დე­გად 21 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ შო­რის 5 თურ­ქე­თის და 1 ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეა. დაშ­ვე­ბულ­თა­გან სამ­მა უკვე და­ტო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

რო­გორც მი­ნის­ტრი ამ­ბობს, ხან­ძრის შე­დე­გად აღ­ნიშ­ნულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღეს. ისი­ნი ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ამ დრო­ის­თვის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "ლეო გრანდთან" სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი ისევ რჩე­ბი­ან. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია და აჭა­რის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა უნდა იყოს ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი და ძა­ლი­ან სწრა­ფი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 243-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ხან­ძრო-უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

"ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გვყავს 11 გარ­დაც­ვლი­ლი. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მათ ოჯა­ხებს. სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გვყავს 19 ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. ამ მო­მენ­ტის­თვის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თი­თო­ე­უ­ლი სარ­თუ­ლის კონ­ტროლს, რა­მე­თუ არ მოხ­დეს არა­ნა­ი­რი პა­ტა­რა ეჭ­ვიც კი, რომ იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მისი თქმით, ერთი ასე­თი კონ­ტო­ლი უკვე ჩა­ტარ­და, მე­ო­რე შე­მოვ­ლის შემ­დეგ კი სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­დე­ბა, არის თუ არა ვინ­მე დარ­ჩე­ნი­ლი შე­ნო­ბა­ში. "პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით ხან­ძრის კერა იყო მე­ო­თხე სარ­თულ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, დე­რეფ­ნის ერ­თა­დერ­თი კი­ბის დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა მოხ­და და ხალ­ხი იყო ბლო­კი­რე­ბუ­ლი მეშ­ვი­დე სა­რულ­ზე. მად­ლო­ბა მაშ­ვე­ლებს, რომ შევ­ძე­ლით ადა­მა­ი­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან. ასე­ვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­თუ­მის პორ­ტს, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კით დაგ­ვეხ­მა­რა. დღე­ის მდგო­მა­რე­ობ­დი­ან შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლია 100 ადა­მი­ა­ნი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, საქ­მე გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და 243-ე მუხ­ლით, რაც სა­ხან­ძრო-უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ნიშ­ნავს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო: სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 10 და ირა­ნის 1 მო­ქა­ლა­ქე

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს უსამ­ძიმ­რებს.

"ამ ეტაპ­ზე ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში - მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მაშ­ველ­მა-მე­ხან­ძრე­ებ­მა ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში შეძ­ლეს ასზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს თავ­და­დე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი, რომ მოხ­დეს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის სწრა­ფად დად­გე­ნა. ამას მოყ­ვე­ბა უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა და და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა, ვი­საც ბრა­ლი მი­უ­ძღვის ამ ტრა­გე­დი­ა­ში. დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნი ვდგა­ვართ და­ღუ­პულ­თა ოჯახ­სე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის გვერ­დით", - აცხა­დებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" ხან­ძრის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 11 ადა­მი­ა­ნი.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გო­რია სას­ტუმ­რო "ლე­ოგ­რან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლებ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა? - აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი

"დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება

"დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა. დაშვებულთაგან სამმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები.

როგორც მინისტრი ამბობს, ხანძრის შედეგად აღნიშნულმა მოქალაქეებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. ისინი ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდთან" სახანძრო მანქანები ისევ რჩებიან. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ვითარებას ადგილზე გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი გახარია და აჭარის მთავრობის წევრები.

გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

"ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს 11 გარდაცვლილი. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გვყავს 19 ადამიანი, მაგრამ მათი მდგომარეობა დამაიმედებელია. ამ მომენტისთვის მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ თითოეული სართულის კონტროლს, რამეთუ არ მოხდეს არანაირი პატარა ეჭვიც კი, რომ იქ შესაძლებელია ადამიანები კიდევ იმყოფებოდნენ", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ერთი ასეთი კონტოლი უკვე ჩატარდა, მეორე შემოვლის შემდეგ კი საბოლოოდ დადგინდება, არის თუ არა ვინმე დარჩენილი შენობაში. "პირველადი მოკვლევით ხანძრის კერა იყო მეოთხე სართულზე. სამწუხაროდ, დერეფნის ერთადერთი კიბის დაკვამლიანება მოხდა და ხალხი იყო ბლოკირებული მეშვიდე სარულზე. მადლობა მაშველებს, რომ შევძელით ადამაინების ჩამოყვანა მეშვიდე სართულიდან. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის პორტს, რომელიც ტექნიკით დაგვეხმარა. დღეის მდგომარეობდიან შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი. პროკურატურამ დაიწყო მუშაობა, საქმე გადაკვალიფიცირდა 243-ე მუხლით, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ნიშნავს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე

გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

"ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: როგორია სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებსი მდგომარეობა? - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ