პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის ლიდერები "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ
ქვეყნის ლიდერები "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ამ წუ­თებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აჭა­რის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძეს­თან და მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ბრი­უ­სე­ლი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და, ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო, ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­გან­გე­ბოდ და­ეშ­ვა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და, სა­დაც აჭა­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძის­გან მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნა.

შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის თა­ო­ბა­ზე.

"მთე­ლი გუ­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს. ხან­ძრის დროს და­შა­ვე­ბუ­ლებს სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ. მად­ლო­ბას ვუხ­დი მაშ­ვე­ლებს, მე­ხან­ძრე­ებს, ყვე­ლას ვინც უდი­დე­სი რის­კის ფა­სად, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. იმედს გა­მოვ­თქვამ, გა­მო­ძი­ე­ბა უს­წრა­ფეს დრო­ში და­ად­გენს ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძეც.

"მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებ ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს. მინ­და, მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო და­შა­ვე­ბუ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს", - ნათ­ქვა­მია კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" ხან­ძრის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 11 ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქვეყნის ლიდერები "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ქვეყნის ლიდერები "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა, ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში სასტუმრო "ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის თაობაზე.

"მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი კახა კალაძეც.

"მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."