საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
"ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ზაზა სოფ­რო­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ გარ­დაც­ვლილ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი, დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"ამ წუ­თე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბას არ გა­აჩ­ნდა სა­ხან­ძრო კიბე, ამი­ტომ მოხ­და არა მხო­ლოდ მაშ­ვე­ლე­ბის სა­ხან­ძრო კი­ბის, არა­მედ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის გა­მოყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ს.

შს მი­ნის­ტრის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ხან­ძრო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა და­დას­ტუ­დე­ბა, მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა უნდა მოხ­დეს. შს მი­ნის­ტრი აქ­ცენტს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სის დრო­ულ ვა­დებ­ში დას­რუ­ლე­ბა­ზე აკე­თებს.

ნა­ხეთ ასე­ვე: საპ­რე­ზი­დენ­ტო აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, რეს­ტო­რა­ნი, კლუ­ბი და სპა­ცენ­ტრი - რო­გო­რი იყო 40 მლნ დო­ლა­რად აშე­ნე­ბუ­ლი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი "ლეო გრან­დი"

"ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ჩვენ ამ წუ­თებ­ში გვაქვს, შე­ნო­ბას არ გა­აჩ­ნდა სა­ხან­ძრო კიბე, ამი­ტომ მოხ­და არა მხო­ლოდ მაშ­ვე­ლე­ბის სა­ხან­ძრო კი­ბის, არა­მედ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ბლო­კი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ

მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე. მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მო­ვუ­ხა­დო მაშ­ვე­ლებს, მათ შეძ­ლეს ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა და ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც იყო ბლო­კი­რე­ბუ­ლი, გა­და­არ­ჩი­ნეს.

თუ და­დას­ტურ­დე­ბა სა­ხან­ძრო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა, ძალ­ზედ მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მოხ­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 10 და ირა­ნის რეს­პუბ­ლი­კის 1 მო­ქა­ლა­ქე.

უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში და შე­ნო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი. ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და: 17 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი, 120 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კას­თან ერ­თად, აჭა­რის, გუ­რი­ის და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 200-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­და 21 ადა­მი­ანს. პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ, არც ერთი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. 3 პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­წე­რი­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბი კი ბა­თუ­მის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს 1 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 243-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს მარ­თვის ცენ­ტრი, რო­მელ­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი: 595950925

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: შსს-ს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 11 ადა­მი­ა­ნი - "ლეო გრან­დში" ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია

"ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

შს მინისტრის განცხადებით, ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ამავე გადაცემაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი, დასრულებულია.

"ამ წუთების ინფორმაციით, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყნების საშუალებით, ადამიანების ევაკუირება", - განუცხადა გიორგი გახარიამ "რუსთავი 2"-ს.

შს მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს. შს მინისტრი აქცენტს გამოძიების პროცესის დროულ ვადებში დასრულებაზე აკეთებს.

ნახეთ ასევე: საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"

"ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გვაქვს, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ

მეშვიდე სართულზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს.

თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საგამოძიებო პროცესის დასრულება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების გამოყვანის სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. ყველა დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925

წაიკითხეთ ასევე:  შსს-ს განახლებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია