სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმდინარეობს 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება" - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია
"მიმდინარეობს 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება" - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"ხან­ძრის ქრო­ბას ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა არ­თუ­ლებ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლებ­მა და პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა და­ნა­ყოფ­მა შევ­ძე­ლით უმოკ­ლეს ხან­ში ხან­ძრის ჯერ ლო­კა­ლი­ზე­ბა და შემ­დეგ ლიკ­ვი­და­ცია. სამი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კა­ში, ამ დრო­ი­სათ­ვის ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 12 ადა­მი­ა­ნი. ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მაშ­ვე­ლებ­მა და პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სას­ტუმ­როს შე­ნო­ბი­დან ასზე მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნეს. მათ შო­რის არი­ან რო­გორც სტუმ­რე­ბი, ასე­ვე, სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გამო, სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან ბა­თუ­მის კლი­ნი­კებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ -მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი უკვე ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრანდთან" იმ­ყო­ფე­ბა და ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა. პრე­მი­ე­რი ორ­დღი­ნი ვი­ზი­ტით აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მიტ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. თვითმფრი­ნა­ვი ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გამო ბრი­უ­სე­ლი­დან თბი­ლი­სის ნაც­ვლად პირ­და­პირ ბა­თუმ­ში დაჯ­და.

ბა­თუმ­ში უკვე მი­ემ­გზავ­რე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია.

სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოქ­მე­დებს მარ­თვის ცენ­ტრი, რო­მელ­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი: 595950925.

ნა­ხეთ ასე­ვე: საპ­რე­ზი­დენ­ტო აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, რეს­ტო­რა­ნი, კლუ­ბი და სპა­ცენ­ტრი - რო­გო­რი იყო 40 მლნ დო­ლა­რად აშე­ნე­ბუ­ლი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი "ლეო გრან­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მიმდინარეობს 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება" - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

"მიმდინარეობს 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება" - "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განუცხადა.

"ხანძრის ქრობას ძლიერი დაკვამლიანება ართულებდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე მაშველებმა და პოლიციის ყველა დანაყოფმა შევძელით უმოკლეს ხანში ხანძრის ჯერ ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. სამი მეხანძრე-მაშველი მოთავსებულია კლინიკაში, ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკვე ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდთან" იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. პრემიერი ორდღინი ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი ბათუმში, სასტუმრო "ლეო განდში" გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში დაჯდა.

ბათუმში უკვე მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

ნახეთ ასევე: საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია