პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს
4 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს

აჭა­რის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 4 მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

და­შა­ვე­ბუ­ლია 10 ადა­მი­ა­ნი, მათ­გან რვას კვამ­ლის­გან ინ­ტოქ­სი­კა­ცია აღე­ნიშ­ნე­ბა, ორ და­შა­ვე­ბულს კი სხე­უ­ლის მცი­რე­დი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ისი­ნი ბა­თუ­მის ოთხ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბულ­ნი.

ბა­თუმ­ში ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გილ­ზე ელო­დე­ბი­ან გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლო­სა და იმე­რე­თის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებს.

ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე ამოქ­მედ­და მარ­თვის ცენ­ტრი, რო­მელ­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მოქ­მე­დებს "ცხე­ლი ხაზი" - 595950925.

"ვიცე-პრე­მი­ე­რი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძე ბა­თუმ­ში გა­ემ­გზავრნენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში 20:01 სთ-ზე შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო "ლეო გრან­დში" გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია აჭა­რის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­მარ­თვე­ლოს 13 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო მან­ქა­ნა და 100-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში უკვე ჩა­ერ­თნენ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა გუ­რი­ის და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ხან­ძრის შე­დე­გად არის მსხვერ­პლი. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სამი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე: რა მდო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხაძ­რის დროს სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ - უახ­ლე­სი ცნო­ბე­ბი ბა­თუ­მი­დან

4 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს

4 გარდაცვლილი და 10 დაშავებული - "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 4 მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სამაშველო ჯგუფებს.

ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს "ცხელი ხაზი" - 595950925.

"ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნახეთ ასევე: რა მდომარეობაში არიან "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც ხაძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ - უახლესი ცნობები ბათუმიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია