პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს
უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს

ქა­ლაქ აშ­დოდ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად, V სა­უ­კუ­ნის მო­ნას­ტრის მო­ზა­ი­კა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის აშე­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ქო­რო­ნი­კო­ნით თა­რიღ­დე­ბა - ამ უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პატ­რი­არ­ქის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლაშა ჟვა­ნი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან ამ­ცნო და დას­ძი­ნა, რომ ეს წმი­და მი­წა­ზე ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი კო­ლო­ნი­ის არ­სე­ბო­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია და რომ ქარ­თვე­ლე­ბი არა მარ­ტო იე­რუ­სა­ლიმ­ში, არა­მედ მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი თემი იყო.

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ლაშა ჟვა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და.

"ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, წმინ­და მი­წა­ზე უამ­რა­ვი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი, ჯერ კი­დევ აღ­მო­უ­ჩე­ნე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლია, რო­მელ­ზეც მეც­ნი­ე­რე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მუ­შა­ო­ბენ. სამი-ოთხი წელი არ გავა, რა­ი­მე ახა­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია ბი­ზან­ტი­ის პე­რი­ო­დი, ადრე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხანა. ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მთე­ლი რიგი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, აშ­დო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქამ­დე თით­ქმის არა­ფე­რი ყო­ფი­ლა...

ეს აღ­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ, რო­დე­საც 20 წლის წინ, იე­რუ­სა­ლიმ­ში გარ­კვე­ულ ტა­ძარ­ზე მო­ზა­ი­კა იპო­ვეს, მეც­ნი­ე­რე­ბი თა­რიღს ვერ ად­გენ­დნენ. პირ­ვე­ლი, ლეა დი­სე­გი (პრო­ფე­სო­რი იე­რუ­სა­ლი­მი­დან) იყო, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ქო­რო­ნი­კო­ნი მი­უ­ყე­ნა, რი­თაც ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. ამას­თან ისიც, რომ ის­რა­ელ­ში ქარ­თუ­ლი კო­ლო­ნია, ქარ­თუ­ლი თემი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ყო­ფი­ლა, რომ ტაძ­რის აშე­ნე­ბი­სას (თუნ­დაც ქარ­თვე­ლებს სუ­ლაც არ აე­შე­ნე­ბი­ნათ), ქარ­თულ ქო­რო­ნი­კონს იყე­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია და მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­შია.

- აშ­დოდ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი წარ­წე­რა, რო­გორც ჩანს, კარ­გად არის შე­ნა­ხუ­ლი...

- დიახ და უნი­კა­ლუ­რია იმით, რომ ქარ­თუ­ლი ქო­რო­ნი­კო­ნით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და V სა­უ­კუ­ნეს გა­ნე­კუთ­ნე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ იმ დროს, იქ ქარ­თვე­ლე­ბი ძლი­ე­რად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი... ის­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია ისიც, რომ პეტ­რე იბე­რი მა­ი­უ­მის (ახ­ლან­დე­ლი ღაზა) ეპის­კო­პო­სი გახ­ლდათ და რო­გორც იე­რუ­სა­ლიმ­ში, ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რეთ­ში, ახ­ლან­დელ ღა­ზას სექ­ტორ­ში ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს აშე­ნებ­და... აშ­დო­დი 70 კი­ლო­მეტ­რით არის იე­რუ­სა­ლი­მი­დან და­შო­რე­ბუ­ლი, ხოლო პეტ­რე იბე­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი 40-50 კი­ლო­მეტრშია... ამი­ტომ, თუ არ ხარ გავ­ლე­ნი­ა­ნი და ძლი­ე­რი თემი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი ქო­რო­ნი­კო­ნით თა­რიღ­დე­ბო­დეს ესა თუ ის ბი­ზან­ტი­უ­რი ძეგლი. ასე რომ, ქარ­თუ­ლი თემი იყო არა მხო­ლოდ იე­რუ­სა­ლიმ­ში, ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეც.

- არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი დას­რულ­და?

- ჯერ კი­დევ მუ­შა­ო­ბენ. იქ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ბევ­რი რამ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ის ძეგლი მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი იყოს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, პირ­ველ სარ­თულ­ზე ეკ­ლე­სი­აც აღ­მოჩ­ნდეს. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბა და კვლე­ვა სჭირ­დე­ბა.

სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო, მაგ­რამ გა­თხრე­ბის შე­დე­გებ­მა უკვე დიდი რე­ზო­ნან­სი მი­ი­ღო და დიდ პო­ზი­ტივ­საც უნდა ვე­ლო­დეთ.

ეს აღ­მო­ჩე­ნა იმა­საც შე­უ­წყობს ხელს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან ბევ­რი ხალ­ხი ჩა­მო­ვა, ჩვენ მი­მართ მეტი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი­ში.

- ამ საქ­მე­ში ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჩარ­თვა ხომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

- ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რე - ისა­რელ ხა­სო­ნი, რო­მელ­საც უკვე ვე­სა­უბ­რე და საქ­მის კურ­სშია, ასე­ვე ვე­ლა­პა­რა­კე პრო­ფე­სორ თა­მარ მგა­ლობ­ლიშ­ვილს, მას დიდი წვლი­ლი აქვს ქარ­თვე­ლე­ბის წმინ­და მი­წა­ზე ყოფ­ნი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის კვლე­ვის საქ­მე­ში და ალ­ბათ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა (რაც შე­იძ­ლე­ბა მალე) ის­რა­ელ­ში ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფის გამ­გზავ­რე­ბა, რომ იმ ყვე­ლაფ­რის კონ­სერ­ვა­ცია ჩვენ გა­რე­შე არ მოხ­დეს...

- ის­რა­ელ­ში ნა­პოვ­ნი ქარ­თუ­ლი კვა­ლის სხვა ფაქ­ტე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ...

- იე­რუ­სა­ლი­მი­დან (ძვე­ლი ქა­ლა­ქი­დან) და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კი­ლო­მეტრში, 2003 წელს, მეც­ნი­ე­რებ­მა გა­თხრე­ბი­სას ბი­ზან­ტი­უ­რი მო­ნას­ტრის კვალს მი­აგ­ნეს და ზუს­ტად მო­ზა­ი­კის ქვეშ ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი აღ­მოჩ­ნდა. კრიპ­ტში 9 საფ­ლა­ვი იყო და ერთ-ერთი სა­პა­ტიო საფ­ლა­ვი V სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით ასე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი: "ესე საფ­ლა­ვი იო­ჰა­ნე ფურ­ტა­ვე­ლი ეპის­კო­პო­სი­სა" ("ფურ­ტა" ძველ არა­მე­უ­ლად ჭა-ს ნიშ­ნავს). ფურ­ტა­ვი ად­გი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც არც სა­ქარ­თვე­ლო­შია ცნო­ბი­ლი, არც - წმინ­და მი­წა­ზე... ფაქ­ტი ის არის, რომ ეპის­კო­პო­სი იყო ქარ­თვე­ლი და წმინ­და მი­წას მი­ბა­რე­ბუ­ლი.

ეს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის ძლი­ე­რი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იყოს. ამ ფაქ­ტით ის­რა­ე­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გა­თხრებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, კერ­ძოდ, ის­რა­ე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს ქარ­თვე­ლე­ბის იმ გავ­ლე­ნა­ზე, რაც მათ წმინ­და მი­წა­ზე ჰქონ­დათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია აშ­დო­დე­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იქ უხ­ვად არი­ან თავ­მოყ­რი­ლე­ბი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

Stunning 1500-year-old Georgain church mosaic discovered in Israel

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

იქნებ ფურტავი კი არა, ცურტავია? გაიხსენეთ იაკობ ცურტაველი. აღმ. საქართველოს დასახლებული პუნქტი.

ნათია
0

ფურტავი არა მაგრამ აჭარაში არსებობს სოფელი ფურტიო (შუახევის რაიონში).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს

უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს

ქალაქ აშდოდში, ზღვის სანაპიროსთან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, V საუკუნის მონასტრის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის აშენება ქართული ქორონიკონით თარიღდება - ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ "ფეისბუქის" გვერდიდან ამცნო და დასძინა, რომ ეს წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო.

აღმოჩენის შესახებ სასაუბროდ AMBEBI.GE ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა.

"ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით, წმინდა მიწაზე უამრავი არქეოლოგიური, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი კულტურული ძეგლია, რომელზეც მეცნიერები ეტაპობრივად  მუშაობენ. სამი-ოთხი წელი არ გავა, რაიმე ახალი არ აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მდიდარია ბიზანტიის პერიოდი, ადრე ქრისტიანული ხანა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მთელი რიგი არქეოლოგიური გათხრებია ჩატარებული, მაგრამ ისრაელის ჩრდილოეთით, აშდოდის მიმართულებით, აქამდე თითქმის არაფერი ყოფილა...

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ, როდესაც 20 წლის წინ, იერუსალიმში გარკვეულ ტაძარზე მოზაიკა იპოვეს, მეცნიერები თარიღს ვერ ადგენდნენ. პირველი, ლეა დისეგი (პროფესორი იერუსალიმიდან) იყო, რომელმაც ქართული ქორონიკონი მიუყენა, რითაც ყველაფერი ნათელი გახდა. ამასთან ისიც, რომ ისრაელში ქართული კოლონია, ქართული თემი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ტაძრის აშენებისას (თუნდაც ქართველებს სულაც არ აეშენებინათ), ქართულ ქორონიკონს იყენებდნენ, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ქართული ეკლესიის წიაღშია.

- აშდოდში აღმოჩენილი ახალი წარწერა, როგორც ჩანს, კარგად არის შენახული...

- დიახ და უნიკალურია იმით, რომ ქართული ქორონიკონით არის დათარიღებული და V საუკუნეს განეკუთნება. ვიმეორებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, იქ ქართველები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილები... ისტორიულად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პეტრე იბერი მაიუმის (ახლანდელი ღაზა) ეპისკოპოსი გახლდათ და როგორც იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლანდელ ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა... აშდოდი 70 კილომეტრით არის იერუსალიმიდან დაშორებული, ხოლო პეტრე იბერის ადგილსამყოფელი 40-50 კილომეტრშია... ამიტომ, თუ არ ხარ გავლენიანი და ძლიერი თემი, შეუძლებელია ქართული ქორონიკონით თარიღდებოდეს ესა თუ ის ბიზანტიური ძეგლი. ასე რომ, ქართული თემი იყო არა მხოლოდ იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზეც.

- არქეოლოგიური გათხრები დასრულდა?

- ჯერ კიდევ მუშაობენ. იქ შეიძლება კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდეს, რომ ის ძეგლი მთლიანად ქართველების აშენებული იყოს. არ არის გამორიცხული, პირველ სართულზე ეკლესიაც აღმოჩნდეს. მოკლედ, ამ ყველაფერს ხანგრძლივი მუშაობა და კვლევა სჭირდება.

სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ გათხრების შედეგებმა უკვე დიდი რეზონანსი მიიღო და დიდ პოზიტივსაც უნდა ველოდეთ.

ეს აღმოჩენა იმასაც შეუწყობს ხელს, რომ საქართველოში ისრაელიდან ბევრი ხალხი ჩამოვა, ჩვენ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდება, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს კულტურული ტურიზმით დაინტერესებულებიში.

- ამ საქმეში ქართველი მეცნიერების ჩართვა ხომ არ არის აუცილებელი?

- ჩემი ახლო მეგობარია ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის თავჯდომარე - ისარელ ხასონი, რომელსაც უკვე ვესაუბრე და საქმის კურსშია, ასევე ველაპარაკე პროფესორ თამარ მგალობლიშვილს, მას დიდი წვლილი აქვს ქართველების წმინდა მიწაზე ყოფნისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში და ალბათ საჭირო გახდება (რაც შეიძლება მალე) ისრაელში ქართველ მეცნიერთა ჯგუფის გამგზავრება, რომ იმ ყველაფრის კონსერვაცია ჩვენ გარეშე არ მოხდეს...

- ისრაელში ნაპოვნი ქართული კვალის სხვა ფაქტები გავიხსენოთ...

- იერუსალიმიდან (ძველი ქალაქიდან) დაახლოებით 2-3 კილომეტრში, 2003 წელს, მეცნიერებმა გათხრებისას ბიზანტიური მონასტრის კვალს მიაგნეს და ზუსტად მოზაიკის ქვეშ ქართული მონასტერი აღმოჩნდა. კრიპტში 9 საფლავი იყო და ერთ-ერთი საპატიო საფლავი V საუკუნის ქართული წარწერით ასე იყო წარმოდგენილი: "ესე საფლავი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა" ("ფურტა" ძველ არამეულად ჭა-ს ნიშნავს). ფურტავი ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც არც საქართველოშია ცნობილი, არც - წმინდა მიწაზე... ფაქტი ის არის, რომ ეპისკოპოსი იყო ქართველი და წმინდა მიწას მიბარებული.

ეს ახალი აღმოჩენა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ქართველების მოღვაწეობის ძლიერი დამადასტურებელი იყოს. ამ ფაქტით ისრაელელი მეცნიერებიც, რომლებიც გათხრებზე მუშაობენ, აღფრთოვანებულები არიან, კერძოდ, ისრაელის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი აღტაცებით საუბრობს ქართველების იმ გავლენაზე, რაც მათ წმინდა მიწაზე ჰქონდათ. ეს ყველაფერი ასევე განსაკუთრებულია აშდოდელი ქართველი ებრაელებისთვის, რომლებიც იქ უხვად არიან თავმოყრილები...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Stunning 1500-year-old Georgain church mosaic discovered in Israel