სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ წავა
ილია მეორე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ წავა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე 4 დე­კემ­ბერს მოს­კოვ­ში და­გე­გეგ­მილ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად არ გა­ემ­გზავ­რე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კერ­ძოდ, მოს­კოვ­ში სამი მღვდელმთა­ვა­რი გა­ემ­გზავ­რე­ბა და მას პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო–კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე) უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე და ნი­კორ­წმინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სი ვახ­ტან­გი. მღვდელმთავ­რე­ბი მოს­კოვ­ში 1-ელ დე­კემ­ბერს გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ 4 დე­კემ­ბერს და­გეგ­მილ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში პატ­რი­არ­ქო­ბის აღ­დგე­ნის 100 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა.

"უკვე გა­ვაგ­ზავ­ნეთ წე­რი­ლი, რომ პატ­რი­არ­ქი მოს­კოვ­ში ვერ გა­ემ­გზავ­რე­ბა და იგი აგ­ზავ­ნის დე­ლე­გა­ცი­ას. პროგ­რა­მის დღის წეს­რი­გი ამ მო­მენ­ტის­თვის ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის დროს ორ­მხრი­ვი კო­მი­სი­ის სა­კი­თხი და­ის­მე­ბა და მსჯე­ლო­ბა იქ­ნე­ბა", – გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა.

მამა მი­ქა­ე­ლის თქმით, დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე, მე­უ­ფე შიო არ არის, რად­გან დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რო­დე­საც უწ­მინ­დეს­მა მე­უ­ფე შიო მო­საყ­დრედ და­ა­სა­ხე­ლა.

4 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია პატ­რი­არ­ქო­ბის აღ­დგე­ნის 100 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს–პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე მოს­კოვ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა მი­იწ­ვია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ილია მეორე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ წავა

ილია მეორე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ წავა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 4 დეკემბერს მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად არ გაემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, ზოგადად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, მოსკოვში სამი მღვდელმთავარი გაემგზავრება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი. მღვდელმთავრები მოსკოვში 1-ელ დეკემბერს გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ 4 დეკემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

"უკვე გავაგზავნეთ წერილი, რომ პატრიარქი მოსკოვში ვერ გაემგზავრება და იგი აგზავნის დელეგაციას. პროგრამის დღის წესრიგი ამ მომენტისთვის ჩვენთვის უცნობია, თუმცა რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის დროს ორმხრივი კომისიის საკითხი დაისმება და მსჯელობა იქნება", – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

მამა მიქაელის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო არ არის, რადგან დელეგაციის შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც უწმინდესმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაასახელა.

4 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პატრიარქმა მიიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი