მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალ-ჯაზირა": საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ და თემით სპეკულირება ხდება
"ალ-ჯაზირა": საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ და თემით სპეკულირება ხდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალ-ჯა­ზი­რა" ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნავს, იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მოკ­ლუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას არ ახ­დე­ნენ, ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა სულ უფრო შე­სამ­ჩნე­ვი ხდე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ეროვ­ნე­ბას ან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­წი­რემ ინ­ცი­დენ­ტის გარ­შე­მო სპე­კუ­ლა­ცია შექ­მნა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ ბინა, სა­დაც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ეთ­ნი­კურ ჩე­ჩენს ეკუთ­ვნო­და, ამან კი წარ­მოშ­ვა ეჭ­ვე­ბი, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჩეჩ­ნეთ­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი", - წერს "ალ-ჯა­ზი­რა".

ტე­ლე­კომ­პა­ნია და­უ­კავ­შირ­და პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რებს, სულ­ხან ბორ­ძი­კაშ­ვილ­საც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

"ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­და იმ დღეს. უც­ნო­ბია, ვინ იყ­ვნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, მაგ­რამ ინ­ცი­დენ­ტი ძა­ლი­ან უხე­შად და­უ­კავ­ში­რეს პან­კი­სის ხე­ო­ბას. ახლა რომ გა­მო­ძი­ე­ბამ სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო და­ად­გი­ნოს, პან­კი­სის ხე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი მა­ინც უარ­ყო­ფი­თი დარ­ჩე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხალ­ხმა ეთ­ნი­კურ ჩეჩ­ნებ­ზე თავ­დას­ხმა და­ი­წყო", - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან ბორ­ძი­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ისან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ალ-ჯაზირა": საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ და თემით სპეკულირება ხდება

"ალ-ჯაზირა": საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ და თემით სპეკულირება ხდება

საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ეხმაურება. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, ამ თემით სპეკულირება სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ეროვნებას ან მოქალაქეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დადასტურებული ინფორმაციის სიმწირემ ინციდენტის გარშემო სპეკულაცია შექმნა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბინა, სადაც დამნაშავეები ცხოვრობდნენ, ეთნიკურ ჩეჩენს ეკუთვნოდა, ამან კი წარმოშვა ეჭვები, რომ დამნაშავეები ჩეჩნეთთან არიან დაკავშირებულები", - წერს "ალ-ჯაზირა".

ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებს, სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი.

"ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს. უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ინციდენტი ძალიან უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას. ახლა რომ გამოძიებამ სრულიად საპირისპირო დაადგინოს, პანკისის ხეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება. სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო", - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა ტელეკომპანიასთან საუბარში.

ასევე წაიკითხეთ: ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ