„მონოლით ჯგუფის“ აქცია - ბინა თვეში 780 ლარიდან და საჩუქარი!

„მონოლით ჯგუფის“ აქცია - ბინა თვეში 780 ლარიდან და საჩუქარი!

სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ შეთავაზება თქვენთვისაა - ნოემბრის ბოლომდე, Monolith Residence Ortachala-ს კომპლექსში 80კვ.მ და მეტი ფართის ბინის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გადმოგეცემათ ავტოსადგომი!

Monolith Residence Ortachala-ს კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბ.კალანდაძის N3-ში მდებარეობს. კომპლექსი დასრულებულია და ამჟამად უკვე 9 სართულიანი კორპუსის შიდა ტიხრების მშენებლობა და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში პროექტი სრულად ბარდება. საბანკო განვადებით, თვეში მინიმუმ 780₾-დან ბინის გადასახადისთვის, აუცილებელია ბინის ღირებულების მინ. 10%-იანი თანამონაწილეობა დადასტურებული შემოსავლების შემთხვევაში, ან 30% თანამონაწილეობა, რა შემთვევაშიც შემოსავლების დადასტურება აღარ იქნება სავალდებულო წინაპირობა. თანამონაწილეობის შენატანის შემდეგ დარჩენილ სასესხო თანხაზე კი შესაძლებელია მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობა საქართველოს ბანკში.

Monolith Residence Ortachala 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსადგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 80% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ბინაზე შეაჩერონ.

კომპლექსის მახასიათებლები და რეკრეაციული ზონა: კომპლექსიდან ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოშია განთავსებული. კომპლექსს აქვს იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც დამონტაჟდება სასრიალოები, საქანელა, მოეწყობა ქვიშის მოედნები. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, შესაბამისად კორპუსი იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში მონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, თითოეულ ბინაში კი ისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები და მრავალი სხვა. წელს კი მონოლით ჯგუფის დაფინანსებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკის და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო, აღდგენითი სამუშაოები სწორედ „მონოლით ჯგუფის“ მიერ დაფინანსდა, რათა საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობას საუკუნეების მანძილზე შეუნარჩუნდეს და გადაეცეს უდიდესი და უნიკალური ათასწლოვანი საგანძური - თამარ მეფის ფრესკა და მე-12 საუკუნის უნიკალური კედლის მხატვრობა.

დღეისათვის კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და სამი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და „მონოლით ჯგუფის“ ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.

”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ „მონოლით ჯგუფში“.

„მონოლით ჯგუფის“ ხარისხისა და დასრულებული კორპუსების შეფასებისთვის, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც „მონოლით ჯგუფის“ მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაყიდვების ოფისის ტელ: 595 99 77 00

www.monolith.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი