მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო - ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ავსტრალიაში
4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო - ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ავსტრალიაში

ავ­სტრა­ლი­ის ქა­ლაქ ბრის­ბან­ში, Asia Pacific Screen Awards-ის და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, ქარ­თველ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­მა 4 უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ჯილ­დო მო­ი­პო­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

"და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის­თვის ნო­მი­ნან­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 70 ქვეყ­ნი­დან შე­ირ­ჩა. მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, სულ გა­ცე­მუ­ლი 15 პრი­ზი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს 4 ჯილ­დო მი­ე­ნი­ჭა.

ჟი­უ­რის გრან-პრი ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ რე­ჟი­სორს, ანა ურუ­შა­ძეს ხვდა წი­ლად, ფილ­მის­თვის "სა­ში­ში დედა". "სა­ში­ში დედა" ოს­კარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ფილ­მია, რო­მელ­საც უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს ლო­კარ­ნოს კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე "ოქ­როს ლე­ო­პარ­დი" და სა­რა­ე­ვოს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ჯილ­დო. კი­დევ ერთ ქარ­თველ რე­ჟი­სორს მა­რი­ამ ხაჭ­ვანს კი ფილ­მის­თვის "დედე", იუ­ნეს­კოს "კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის" ჯილ­დო გა­დას­ცეს.

ფილმში "სა­ში­ში დედა" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი რო­ლის­თვის და­ჯილ­დოვ­და ნატა მურ­ვა­ნი­ძე, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი.

ქარ­თულ­მა საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ამ 20 Steps Productions ფილ­მის პრო­ექ­ტის "ნენე" გან­სა­ვი­თა­რებ­ლად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფუ­ლა­დი პრი­ზი მი­ი­ღო. ფილ­მს მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი გა­და­ი­ღებს, მისი პრო­დი­უ­სე­რი კი ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვა იქ­ნე­ბა.

Asia Pacific Screen Awards, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით სტუ­მა­რი ეს­წრე­ბა, 2007 წლი­დან იმარ­თე­ბა და მას ღო­ნის­ძი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და მისი მას­შტა­ბუ­რო­ბის გამო აზი­ურ ოს­კარს უწო­დე­ბენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო - ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ავსტრალიაში

4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო - ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება ავსტრალიაში

ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში, Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დაჯილდოების ცერემონიისთვის ნომინანტები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შეირჩა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სულ გაცემული 15 პრიზიდან, საქართველოს 4 ჯილდო მიენიჭა.

ჟიურის გრან-პრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს, ანა ურუშაძეს ხვდა წილად, ფილმისთვის „საშიში დედა“. „საშიში დედა“ ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმია, რომელსაც უკვე მიღებული აქვს ლოკარნოს კინოფესტივალზე „ოქროს ლეოპარდი“ და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო. კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს მარიამ ხაჭვანს კი ფილმისთვის „დედე“, იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს.

ფილმში „საშიში დედა“ შესრულებული მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.

ქართულმა საპროდიუსერო კომპანიამ 20 Steps Productions ფილმის პროექტის „ნენე“ განსავითარებლად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო. ფილმს მარიამ ხაჭვანი გადაიღებს, მისი პროდიუსერი კი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.

Asia Pacific Screen Awards, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით სტუმარი ესწრება, 2007 წლიდან იმართება და მას ღონისძიების მნიშვნელობისა და მისი მასშტაბურობის გამო აზიურ ოსკარს უწოდებენ“, - აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება