სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება რუსული მედია და სოცქსელები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას
როგორ ეხმაურება რუსული მედია და სოცქსელები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სუ­ლი მე­დია, ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას.

აი, რას წერს სხვა­დას­ხვა რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა 22 ნო­ემ­ბრის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ:

eadaily.com: "რა­ი­ო­ნი, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ად­გი­ლია, სა­დაც 31 ქარ­ხა­ნა მდე­ბა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბულ­გა­რე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რის გი­ორ­გის დი­მიტ­რო­ვის სა­ხელს ატა­რებ­და და სა­დაც ტან­საც­მე­ლი და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო რამ იქ­მნე­ბო­და... დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არ­სე­ბობს, ხალ­ხი კი ისე გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას, რო­გორც შე­უძ­ლია. ამი­ტო­მაც ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა იქ ძალ­ზე ხელ­საყ­რე­ლი და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სია. შე­ბა­სა­მი­სად, ვინ ცხოვ­რობს მათ გვერ­დით, ეს მა­ინ­ცდა­მი­ანც გან­სა­კუთ­რე­ბულ კი­თხვებს არ აჩენს, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ერ­თა­დერთ შე­მო­სავ­ლად რჩე­ბა" - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

გა­მო­ცე­მის თქმით, ერთ-ერთ ასეთ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ ტე­რო­რის­ტე­ბი. მათი ჩუ­მად აყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, და­ი­წყო ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბი და აფეთ­ქე­ბე­ბი. "ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მებ­რძო­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­დან. მათ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია შეძ­ლეს, რათა მსხვერ­პლი თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ, კორ­პუს­ში გა­თი­შეს, გაზი და ელექტრო­ე­ნერ­გია.

ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლოვ­ნე­ბი ვი­თა­რე­ბას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­დნენ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­მო­სა­ზღვრულ ზო­ნა­ში, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჯავ­შანტრას­პორ­ტი­ო­რი "კობ­რა". მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი. იქვე იმ­ყო­ფე­ბო­და, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით" - წერს გა­მო­ცე­მა.

წა­ი­კი­თხეთ: "ალ-ჯა­ზი­რა" - სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მოკ­ლუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას არ ახ­დე­ნენ და თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა ხდე­ბა

რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ცენტს აკე­თებს, კონ­ტრტე­ტო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე, რის შე­დე­გა­დაც გა­ნად­გურ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი მი­ნი­მუ­მამ­დე იყო დაყ­ვა­ნი­ლი და რაც მთა­ვა­რია - "არც ერთი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა..."

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ცენტს აკე­თებს არის, "პან­კი­სის ხე­ო­ბა ქის­ტე­ბი­თა და ეთ­ნი­კუ­რი ჩეჩ­ნე­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ასე­უ­ლი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რო­ბენ. პან­კი­სის ხე­ო­ბა ბოლო წლებ­ში ცხელ წერ­ტი­ლად იქცა, რად­გან, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, იქ მყოფ ჩეჩ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ რუ­სეთ­ში საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, იმ ხე­ო­ბი­დან, ISIS-ის რი­გებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი წა­ვი­და..." - წერს novosti-dny.ru.

Новая газета-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­რო­რის­ტებს შეს­თა­ვა­ზეს, ჩა­ბა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, მათ პა­სუ­ხად ცე­ცხლი გახ­სნეს, - ის­როდ­ნენ ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და ფან­ჯრი­დან ყრიდ­ნენ ხელ­ყუმ­ბა­რებს... ამ პრო­ცეს­ში, თით­ქმის და­იწ­ვა ორი კორ­პუ­სი, ერთ-ერთ მათ­გა­ნი, სა­დაც ტე­რო­რის­ტე­ბი იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბულ­ნი, თით­ქმის გა­მო­უ­სა­დე­გა­რია..." - წერს გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც დას­ძენს, რომ ქარ­თუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ ტე­რო­რის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა­ზე.

"ბინა, ამ­ჟა­მად ავ­სტრი­ა­ში მცხოვ­რებ ქალს ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­საც ჩე­ჩე­ნი ქმა­რი ჰყავ­და. ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, თუ რო­გორ მოხ­ვდნენ იქ ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბი"- წერს Новая газета.

კი­დევ ერთი კი­თხვა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი სვამს, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას შე­ე­ხე­ბა, თუ რა­ტომ დას­ჭირ­და ამ­დე­ნი დრო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის და­კა­ვე­ბას, მა­შინ, რო­დე­საც პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო, ასო­ბით ძა­ლო­ვა­ნი; აგ­რეთ­ვე, - რო­გორ შეძ­ლეს, თით­ქმის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მცხოვ­რებ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა ამ­დე­ნი ია­რა­ღის მოგ­რო­ვე­ბა, რომ ძა­ლოვ­ნებს 20-სა­ათ­ზე მეტ­ხანს უწევ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას... "რო­გორც ჩანს, ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებს ამა­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა ეტა­პობ­რი­ვად მო­უ­წევთ" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

"თბი­ლი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი" - ასე­თი სა­თა­უ­რით ეხ­მი­ა­ნე­ბა Эхо Кавказа თბი­ლის­ში მომ­ხდარ კონ­ტრე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მის თქმით, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხა­რე დის­კუ­სია მოჰ­ყვა და რო­მე­ლიც კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ: ისან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ

თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, არც ისე იშ­ვი­ა­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ცე­სებს აგო­ნებს kavkaz-uzel-ს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სულ ახ­ლა­ხან, დერ­ბენ­ტსა და ნალ­ჩიკ­ში მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 5-ჯერ მა­ინც ჩა­ტარ­და..."

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრაქ­ტი­კა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბობს. რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში, ძა­ლოვ­ნე­ბი, შტურ­მის აღე­ბამ­დე ცდი­ლობ­დნენ "ბო­ე­ვი­კებს" მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად ია­რა­ღი და­ე­ყა­რათ და ჩუ­მად და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ოპე­რა­ცი­ის ად­გი­ლი. ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ი­მარ­თა, 2011 წელს ინ­გუ­შეთ­ში და 2012 წელს და­ღეს­ტან­ში, სა­დაც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და.

kavkaz-uzel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, - უმარ იდი­გო­ვი აცხა­დებს, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აჰ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თით­ქმის გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ჩა­ტა­ე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას ვერ შეძ­ლებ­და, რად­გან ISIS-ის რი­გებ­ში იყო და სი­რი­ა­სა და ერაყ­ში იბ­რძო­და და მას მა­შინ­ვე და­ა­კა­ვებ­დნენ. გარ­და ამი­სა, არც ისე დიდი ხნის წინ, ჩა­ტა­ე­ვის მე­უღ­ლე ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­ვლას, მაგ­რამ სწო­რედ იმ მი­ზე­ზით არ შე­უშ­ვეს..." - აცხა­დებს იდი­გო­ვი kavkaz-uzel-თან სა­უ­ბარ­ში.

სტა­ტი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ არ და­ა­ყოვ­ნა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებ­მაც, - რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს ადა­რებს; კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ე.წ. ნი­კე­ბით წერს.

"აბა რა, რად უნ­დო­და ამ­დე­ნი დრო, უნდა შეხ­ვი­დე პირ­და­პირ, რო­გორც ჩვე­ნებს ჩვე­ვი­ათ და მშვი­დო­ბი­ა­ნი ტე­რო­რის­ტი და სპეც­რაზ­მე­ლი ერ­თი­ა­ნად უნდა ჩა­ხო­ცო... რა სა­ჭი­როა, სიფრ­თხი­ლე, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და დრო­ის გა­წელ­ვა... ჩვენ კი გვაქვს ასე­თი ხის­ტი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა..."

"ნორ­დოს­ტი, ბეს­ლა­ნი, რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო... ალ­ბათ რა უცხოა თქვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც თბი­ლის­ში მოხ­და... პუ­ტი­ნი მა­ინც პრე­ზი­დენ­ტია და პუბ­ლი­კა კმა­ყო­ფი­ლია..."

"თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ შემ­თხვე­ვებ­ში, ტე­რო­რის­ტებს მძევ­ლე­ბი ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი, რაც ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მცდე­ლო­ბაც იყო... ცოტა და­ფიქ­რდით, სა­ნამ რამე და­წერ­დეთ..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ეხმაურება რუსული მედია და სოცქსელები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას

როგორ ეხმაურება რუსული მედია და სოცქსელები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული მედია, ინტერესით ადევნებდა თვალყურს თბილისში განხორციელებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას.

აი, რას წერს სხვადასხვა რუსული გამოცემა 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ:

eadaily.com: "რაიონი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადგილია, სადაც 31 ქარხანა მდებარეობდა, რომელიც ცნობილი ბულგარელი რევოლუციონერის გიორგის დიმიტროვის სახელს ატარებდა და სადაც ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო რამ იქმნებოდა... დღეს ეს ყველაფერი არ არსებობს, ხალხი კი ისე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც შეუძლია. ამიტომაც ბინის გაქირავება იქ ძალზე ხელსაყრელი და გავრცელებული ბიზნესია. შებასამისად, ვინ ცხოვრობს მათ გვერდით, ეს მაინცდამიანც განსაკუთრებულ კითხვებს არ აჩენს, რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ადგილობრივებისთვის ერთადერთ შემოსავლად რჩება" - წერს სტატიის ავტორი.

გამოცემის თქმით, ერთ-ერთ ასეთ ბინაში ცხოვრობდნენ ტერორისტები. მათი ჩუმად აყვანა ვერ მოხერხდა, დაიწყო ორმხრივი სროლები და აფეთქებები. "ეს ყველაფერი კი ფართომასშტაბიან კონტრტერორისტულ ოპერაციაში გადაიზარდა, რომელშიც რამდენიმე ასეული მებრძოლი მონაწილეობდა, ყველაზე ძლიერი ძალოვანი უწყებებიდან. მათ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეძლეს, რათა მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ, კორპუსში გათიშეს, გაზი და ელექტროენერგია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის განმავლობაში ძალოვნები ვითარებას სრულად აკონტროლებდნენ. სპეცოპერაციის შემოსაზღვრულ ზონაში, ჯავშანტექნიკა შეიყვანეს, მათ შორის, სპეცდანიშნულების ჯავშანტრასპორტიორი "კობრა". მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანები. იქვე იმყოფებოდა, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით" - წერს გამოცემა.

წაიკითხეთ: "ალ-ჯაზირა" - საქართველოს ოფიციალური პირები მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ და თემით სპეკულირება ხდება

რუსული მედია აქცენტს აკეთებს, კონტრტეტორისტული ოპერაციის ხანგრძლივობაზე, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა, თუმცა, ყველაზე მთავარი, ადამიანური მსხვერპლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი და რაც მთავარია - "არც ერთი მშვიდობიანი მოსახლე არ დაზარალებულა..."

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც რუსული მედია აქცენტს აკეთებს არის, "პანკისის ხეობა ქისტებითა და ეთნიკური ჩეჩნებით არის დასახლებული, რომლებიც ასეული წლებია საქართველოს ტერიტორიაზე, ახმეტის რაიონში ცხოვრობენ. პანკისის ხეობა ბოლო წლებში ცხელ წერტილად იქცა, რადგან, რომ არაფერი ვთქვათ, იქ მყოფ ჩეჩნებზე, რომლებიც ეტაპობრივად ემზადებოდნენ რუსეთში საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად, იმ ხეობიდან, ISIS-ის რიგებში ძალიან ბევრი წავიდა..." - წერს novosti-dny.ru.

Новая газета-ს ინფორმაციით, "სამართალდამცავებმა ტერორისტებს შესთავაზეს, ჩაბარებოდნენ, თუმცა, მათ პასუხად ცეცხლი გახსნეს, - ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ფანჯრიდან ყრიდნენ ხელყუმბარებს... ამ პროცესში, თითქმის დაიწვა ორი კორპუსი, ერთ-ერთ მათგანი, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულნი, თითქმის გამოუსადეგარია..." - წერს გამოცემა, რომელიც დასძენს, რომ ქართული ოფიციალური უწყებებები, ჯერჯერობით არ საუბრობენ ტერორისტების ვინაობაზე.

"ბინა, ამჟამად ავსტრიაში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელსაც ჩეჩენი ქმარი ჰყავდა. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, თუ როგორ მოხვდნენ იქ ჩეჩენი ტერორისტები"- წერს Новая газета.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც რუსული მედიის ნაწილი სვამს, სპეცოპერაციის ხანგრძლივობას შეეხება, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო ეჭვმიტანილების დაკავებას, მაშინ, როდესაც პროცესში ჩართული იყო, ასობით ძალოვანი; აგრეთვე, - როგორ შეძლეს, თითქმის ქალაქის ცენტრში მცხოვრებმა ტერორისტებმა ამდენი იარაღის მოგროვება, რომ ძალოვნებს 20-საათზე მეტხანს უწევდნენ წინააღმდეგობას... "როგორც ჩანს, ოფიციალურ უწყებებს ამაზე პასუხების გაცემა ეტაპობრივად მოუწევთ" - წერს რუსული მედია.

"თბილისის სპეცოპერაციის პირველი გაკვეთილი" - ასეთი სათაურით ეხმიანება Эхо Кавказа თბილისში მომხდარ კონტრერორისტულ ოპერაციას, რომელსაც გამოცემის თქმით, ქართულ საზოგადოებაში ცხარე დისკუსია მოჰყვა და რომელიც კიდევ დიდხანს იქნება მსჯელობის საგანი.

წაიკითხეთ: ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

თბილისში განხორციელებული სპეცოპერაცია, ჩრდილოეთ კავკასიაში, არც ისე იშვიათად განხორციელებულ პროცესებს აგონებს kavkaz-uzel-ს. გამოცემის ინფორმაციით, "სულ ახლახან, დერბენტსა და ნალჩიკში მსგავსი ოპერაციები, ბოლო წლის განმავლობაში, 5-ჯერ მაინც ჩატარდა..."

მათივე ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკების პრაქტიკა, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს. რამდენიმე რეგიონში, ძალოვნები, შტურმის აღებამდე ცდილობდნენ "ბოევიკებს" მოლაპარაკების შედეგად იარაღი დაეყარათ და ჩუმად დაეტოვებინათ ოპერაციის ადგილი. ასეთი მოლაპარაკება გაიმართა, 2011 წელს ინგუშეთში და 2012 წელს დაღესტანში, სადაც ეჭვმიტანილების ოჯახის წევრები საშუალებით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, მათთან ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი, - უმარ იდიგოვი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში, აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია თითქმის გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ, რომ "ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებდა, რადგან ISIS-ის რიგებში იყო და სირიასა და ერაყში იბრძოდა და მას მაშინვე დააკავებდნენ. გარდა ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ, ჩატაევის მეუღლე ცდილობდა საქართველოში შესვლას, მაგრამ სწორედ იმ მიზეზით არ შეუშვეს..." - აცხადებს იდიგოვი kavkaz-uzel-თან საუბარში.

სტატიების კვალდაკვალ არ დააყოვნა ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებმაც, - რუსული საზოგადოების ნაწილი, თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებს ადარებს; კომენტარების ავტორების უმეტესობა ე.წ. ნიკებით წერს.

"აბა რა, რად უნდოდა ამდენი დრო, უნდა შეხვიდე პირდაპირ, როგორც ჩვენებს ჩვევიათ და მშვიდობიანი ტერორისტი და სპეცრაზმელი ერთიანად უნდა ჩახოცო... რა საჭიროა, სიფრთხილე, ჰუმანურობა და დროის გაწელვა... ჩვენ კი გვაქვს ასეთი ხისტი სპეცოპერაციების მწარე გამოცდილება..."

"ნორდოსტი, ბესლანი, რომელი ერთი ჩამოვთვალო... ალბათ რა უცხოა თქვენთვის ეს ყველაფერი, რაც თბილისში მოხდა... პუტინი მაინც პრეზიდენტია და პუბლიკა კმაყოფილია..."

"თქვენს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში, ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მოლაპარაკებების მცდელობაც იყო... ცოტა დაფიქრდით, სანამ რამე დაწერდეთ..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე