10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა - ქუთათელაძე
სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა - ქუთათელაძე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, გა­რე­დან შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის დროს არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა იყო ოპე­რა­ცი­ის ჩამ­ტა­რებ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის.

რო­გორც ქუ­თა­თე­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ არ არ­სე­ბობ­და შტა­ბი, რო­მე­ლიც მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებ­და.

ქუ­თა­თე­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, "ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად მიშ­ვე­ბუ­ლი იყო, თით­ქოს არა­თუ სპე­ცო­პე­რა­ცია ტარ­დე­ბო­და, არა­მედ სა­ნა­ხო­ბა გა­დი­ო­და პირ­და­პირ ეთერ­ში".

"რაც შე­ე­ხე­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, მე არ მაქვს ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ოპე­რა­ცი­ის ჩამ­ტა­რებ­ლებს ჰქონ­დათ. კერ­ძოდ, არ ვიცი რამ­დე­ნად იმუ­შა­ვა ოპე­რა­ტი­ულ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა ხან­გრძლი­ვო­ბას, ამას გან­სა­ზღვრავს ის ოპე­რა­ტი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რაც არის ამა თუ იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. მე არ ვიცი რა ოპე­რა­ტი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, შე­საძ­ლოა იქ იყო სა­შიშ­რო­ე­ბა მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნის და ა.შ. გა­რე­დან შე­ხედ­ვით მე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იყო არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა ოპე­რა­ცი­ის ჩამ­ტა­რებ­ლებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს. რა­ღაც­ნა­ი­რად მიშ­ვე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი, თით­ქოს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია კი არ ტარ­დე­ბო­და, არა­მედ სა­ნა­ხა­ო­ბას ვუ­ყუ­რებ­დით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეთერ­ში. ამ კუ­თხით არ იყო კო­ორ­დი­ნა­ცია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. ჩვენ ყვე­ლა პრობ­ლე­მას ვწყვეტთ იმის შემ­დეგ, როცა ის წარ­მო­ი­შო­ბა. ეს ასე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერს უნდა და­გეგ­მვა, წი­ნას­წარ მუ­შა­ო­ბა და ყვე­ლა ორ­გა­ნომ, მათ შო­რის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბამ უნდა იცო­დეს რა დო­ზით, რო­გორ და რა­ნა­ი­რად მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია. არ იყო შექ­მნი­ლი შტა­ბი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეს არ ჩან­და. არ იყო შტა­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც თუნ­დაც ცოტა ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­ცემ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს არის ის, რაც პირ­ვე­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით ჩანს. რაც შე­ე­ხე­ბა ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას, მათ შე­ეძ­ლოთ ოპე­რა­ცია გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ორი დღით. ჩვენ არ ვი­ცით რა ხდე­ბო­და კუ­ლი­სებს მიღ­მა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არც უნდა იცო­დეს რა ხდე­ბო­და კუ­ლი­სებს მიღ­მა, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ა­ყე­ნოს იმ დო­ნის საქ­მის კურ­სში, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არ და­ი­წყოს პა­ნი­კა და ხალ­ხს არ გა­უჩ­ნდეს და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა", - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა ქვეყ­ნებ­შიც და საქ­მე გვაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის ფაქტთან, ქუ­თა­თე­ლა­ძის თქმით, "ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს აქვს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა".

"ვი­ნა­ი­დან ის ამას აცხა­დებს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ტე­რო­რის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო უცხო ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­თან, ან ისი­ნი წარ­მო­ად­გენ­დნენ უცხო ქვეყ­ნის მცხოვ­რებს. ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა იყო ჩარ­თუ­ლი. სხვა კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა - ქუთათელაძე

სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა - ქუთათელაძე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის შეფასებით, გარედან შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არაკოორდინირებული მუშაობა იყო ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის.

როგორც ქუთათელაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა შტაბი, რომელიც მასმედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწოდებდა.

ქუთათელაძის შეფასებით, ”ყველაფერი რაღაცნაირად მიშვებული იყო, თითქოს არათუ სპეცოპერაცია ტარდებოდა, არამედ სანახობა გადიოდა პირდაპირ ეთერში”.

”რაც შეეხება სპეცოპერაციას, მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რაც ოპერაციის ჩამტარებლებს ჰქონდათ. კერძოდ, არ ვიცი რამდენად იმუშავა ოპერატიულმა სამსახურებმა. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ამას განსაზღვრავს ის ოპერატიული სიტუაცია, რაც არის ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მე არ ვიცი რა ოპერატიული სიტუაცია იყო, შესაძლოა იქ იყო საშიშროება მძევლების აყვანის და ა.შ. გარედან შეხედვით მე შემიძლია ვთქვა, რომ იყო არაკოორდინირებული მუშაობა ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის. საზოგადოებაში ვგულისხმობ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. რაღაცნაირად მიშვებული იყო ყველაფერი, თითქოს კონტრტერორისტული ოპერაცია კი არ ტარდებოდა, არამედ სანახაობას ვუყურებდით მთელი დღის განმავლობაში ეთერში. ამ კუთხით არ იყო კოორდინაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის ორგანო, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ჩვენ ყველა პრობლემას ვწყვეტთ იმის შემდეგ, როცა ის წარმოიშობა. ეს ასე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველაფერს უნდა დაგეგმვა, წინასწარ მუშაობა და ყველა ორგანომ, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ უნდა იცოდეს რა დოზით, როგორ და რანაირად მიაწოდოს ინფორმაცია. არ იყო შექმნილი შტაბი, ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩანდა. არ იყო შტაბის წარმომადგენელი, რომელიც თუნდაც ცოტა ინფორმაციას მისცემდა საზოგადოებას. ეს არის ის, რაც პირველი შეხედულებით ჩანს. რაც შეეხება ოპერაციის ხანგრძლივობას, მათ შეეძლოთ ოპერაცია გაგრძელებულიყო ორი დღით. ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა კულისებს მიღმა. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ არც უნდა იცოდეს რა ხდებოდა კულისებს მიღმა, მაგრამ ოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია საზოგადოება ჩააყენოს იმ დონის საქმის კურსში, რაც აუცილებელია, რომ არ დაიწყოს პანიკა და ხალხს არ გაუჩნდეს დაუცველობის განცდა”, - განაცხადა ქუთათელაძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, ქუთათელაძის თქმით, ”ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს საკმარისი საფუძველი, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა”.

”ვინაიდან ის ამას აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ ტერორისტების საქმიანობა დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის მცხოვრებთან, ან ისინი წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის მცხოვრებს. ამიტომ რამდენიმე ქვეყანა იყო ჩართული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, - განაცხადა ქუთათელაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ