საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, საპატრულო პოლიცია შსს-ის უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას.
"იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით",- მიმართა გახარიამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
თეიმურაზ კუპატაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზად არის დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.