საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...
ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

ქა­შუ­ეთ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის და­წყე­ბამ­დე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თა, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და ბრძა­ნე­ბა წა­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სის თქმით, დღეს და­ი­წე­რა.

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრედ დად­გე­ნი­ლია ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბა მიტ­რო­პო­ლი­ტი სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო მუ­ჯი­რი", - ნათ­ქვა­მია ილია მე­ო­რეს ბრძა­ნე­ბა­ში.

მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (ერის­კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი) 48 წლი­საა. ის ბე­რად 24 წლის ასაკ­ში, 1993 წელს აღიკ­ვე­თა. მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან მე­გობ­რობ­და. სა­არ­ქი­ვო ფო­ტო­ე­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დილ­ნი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, პუბ­ლი­ცის­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, რე­ჟი­სო­რი გიო მგე­ლა­ძე, მამა გრი­გო­ლი (ერის კა­ცო­ბა­ში გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძე), ქო­რე­პის­კო­პო­სი მე­უ­ფე შიო (ერის კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი)...

რე­ჟი­სორ­მა გიო მგე­ლა­ძემ ამ ფო­ტოს შე­სა­ხებ ასე­თი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში:

- ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია 1987 წელს. 17-18 წლი­სე­ბი ვართ. მარ­ცხე­ნა რიგ­ში სხე­დან (მარ­ცხნი­დან) ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ლე­ვან ვა­სა­ძე, ქორ-ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე შიო (ერის კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი), სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ბერი, მა­მაო გრი­გო­ლი (ერის კა­ცო­ბა­ში გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძე) და მე - ანარ­ქის­ტი-ქრის­ტი­ა­ნი, პა­ცი­ფის­ტი, მე­ო­მა­რი გიო მგე­ლა­ძე...

არ მახ­სოვს, ჩვენ ვთხო­ვეთ პატ­რი­არ­ქს რომ შეგ­ვხვედ­რო­და თუ პატ­რი­არ­ქმა დაგვპა­ტი­ჟა. მახ­სოვს ამ შეხ­ვედ­რა­ზე მხო­ლოდ ელიზ­ბა­რი (მე­უ­ფე შიო) არ ემ­თხვია ხელ­ზე პატ­რი­არ­ქს: "მა­მა­კაცს ხელ­ზე არ ვა­კო­ცე­ბო". ახლა ის ეპის­კო­პო­სია, ქო­რე­პის­კო­პო­სი... ამ ფო­ტო­ზე ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი ვართ, ამ დროს, მახ­სოვს აუ­დი­ენ­ცია 2 სა­ა­თიი გაგ­რძელ­და, ყოფ­ნა-არ ყოფ­ნა­ზეც მხი­ა­რუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით, ჩვენ, ახალ­გაზ­რდა მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი და ბრძე­ნი ილი­აც და ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. პატ­რი­არ­ქი მო­ვი­დას ნაც­ვლად "მო­ი­დას" იძა­ხის და ყვე­ლა "მო­ი­და­ზე" ექ­ვსი­ვე "მაქ­სი­მა­ლის­ტი" სი­ცი­ლით "ვი­ხე­ო­დით", რა­ზეც პატ­რი­არ­ქს ეღი­მე­ბო­და" წა­ი­კი­თხეთ მეტი

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: ვინ არის მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრედ და­სა­ხელ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 48 წლისაა. ის ბერად 24 წლის ასაკში, 1993 წელს აღიკვეთა. მოზარდობის ასაკში ელიზბარ მუჯირი დღეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახეებთან მეგობრობდა. საარქივო ფოტოეზე, რომელიც წლების წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ერთ ფოტოზე აღბეჭდილნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი გიო მგელაძე, მამა გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)...

რეჟისორმა გიო მგელაძემ ამ ფოტოს შესახებ ასეთი ისტორია გაიხსენა "კვირის პალიტრასთან" საუბარში:

- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს: "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათიი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა" წაიკითხეთ მეტი

წაიკითხეთ ვრცლად: ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს

შეხვდა თუ არა გიორგი შაქარაშვილის ოჯახი პრემიერს?

ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი