წინასწარი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მინიმუმ 8 საცხოვრებელი ბინა დაზიანდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ისნის გამგეობაში განუცხადეს, აღწერა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"გუშინ ისნის გამგეობას 8 ოჯახმა მიმართა. მათგან 3 უკვე დაკმაყოფილდა, 5 კი ელოდება პასუხს, შეძლებენ თუ არა საკუთარ ბინებში ცხოვრებას. თუ დასკვნის მიხედვით აღმოჩნდება, რომ ამ ბინებში ცხოვრება არ შეიძლება, ჩვენ მათ ქირით გავიყვანთ", - განაცხადეს ისნის გამგეობაში.
კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ჯამში, 72 ოჯახი ცხოვრობს.
სპეცოპერაციის ფარგლებში იყო ორმხრივი სროლა, აფეთქებები, რამაც კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე მდებარე ბინებში რამდენჯერმე ხანძარიც გამოიწვია.