ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს.
სპეცოპერაციის ტერიტორიას ტოვებს ტექნიკა - გადიან მანქანები, ასევე სამართალდამცველები.
სპეცოპერაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს სუს-ში. არიან თუ არა დაჭრილები და გარდაცვლილები, უწყებაში ამბობენ, რომ განცხადებას უახლოეს წუთებში გაავრცელებენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთი პირი ლიკვიდირებულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ოფიციალურ დონეზე ვერ ხერხდება.