ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.
"დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.
სპეცრაზმელი 41 წლის იყო.