კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, თბილისში ბინა დააქირავებინა
სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, თბილისში ბინა დააქირავებინა

გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე წუ­ხელ ღა­მი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს სპე­ცო­პე­რა­ცია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძე­ლე­ბის მი­ზე­ზი, მძევ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის მხრი­დან მძევ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მი­ზე­ზი, ისიც გახ­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ტე­რო­რიზ­მში ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, დი­დძალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს და ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს ცო­ცხლად სჭირ­დე­ბო­დათ.

სა­ვა­რა­უ­დოდ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ. მათ

ბინა სო­ფელ დუ­ი­სის მცხოვ­რებ­მა მი­ა­ქი­რა­ვა, პრო­მე­ლიც დღეს დუ­ი­სის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში და­კი­თხეს. დუ­ი­სის მკვირდმა ას­ლან ჯაბ­რა­ლო­ევ­მა თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­ქი­რა­ვა. ჟაბ­რა­ლო­ე­ვი ახ­მე­ტა­ში ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მუ­შა­ობს.

სო­ფელ დუ­ი­სის რწმუ­ნე­ბულ­მა თა­მარ მარ­გოშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს რიზ­ვან გორ­ნა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ას­ლან ჯაბ­რა­ე­ლო­ვის ცო­ლისძმაა. გორ­ნა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღეს სუს-მა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და არი­ან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი. "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სა­წყის ეტაპ­ზე აწარ­მო­ებ­და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ჩა­ბა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­ზეც მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს. გახ­სნეს ცე­ცხლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი ის­რო­ლეს" - გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში.

თა­მარ მარ­გოშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გორ­ნა­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და მის სი­ძეს, ას­ლან­ბეგ ჯაბ­რა­ი­ლოვს და უთხრა რომ თბი­ლის­ში, მისი ბი­ნის ქი­რა­ო­ბა სურ­დათ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ქი­რის ფასს თვე­ში 300 ამე­რი­კულ დო­ლარს გა­და­იხ­დიდ­ნენ.

სა­ჯა­რო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ეს ბინა, მერი ხან­გოშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. რო­გორც თა­მარ მარ­გოშ­ვი­ლი ამ­ბობს, ბი­ნის მფლო­ბელ­მა ხან­გოშ­ვილ­მა, რე­ა­ლუ­რად არც კი იცო­და, რომ მის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბინა ჩეჩ­ნებ­ზე იყო გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. "მერი თვი­თო­ნაც გა­ო­ცე­ბუ­ლია, ის ამ­ჟა­მად თბი­ლის­შია. იქვე იმა­ვე უბან­ში ცხოვ­რობს, იმ კორ­პუს­თან ახ­ლოს" - ამ­ბობს მარ­გოშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მერი ხან­გოშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ბინა გა­და­ა­ფორ­მა ას­ლან ჯაბ­რა­ლო­ე­ვის დე­დამ, თინა გა­ურ­გაშ­ვილ­მა, იქამ­დე სა­ნამ თა­ვად ავ­სტრი­ა­ში წა­ვი­დო­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

"თინა ნა­თე­სა­ვად გვე­კუთ­ვნის, ის და მერი, რა­ხან ერთ უბან­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე­გობ­რობ­დნენ. მის შვილ­ზე იმი­ტომ ვერ გა­და­ა­ფორ­მეს ბინა, რომ მა­შინ შვილს, ას­ლან­ბეგს ჯაბ­რა­ლო­ევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ ჰქონ­და. ის ამ­ჟა­მად დუ­ის­ში ცხოვ­რობს, ახ­მე­ტის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ში მუ­შა­ობს... თი­ნას მე­უღ­ლე არ ჰყავს, ჩე­ჩე­ნი იყო, ჯაბ­რა­ი­ლო­ვი და ჩეჩ­ნე­თის ომში და­ი­ღუ­პა... ორი შვი­ლი დარ­ჩა, ორი­ვეს ოჯა­ხი ჰყავს. 4 და 3 შვი­ლი..."

- ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბის პრო­ცე­სი რო­გორ მოხ­და?

- ას­ლან­ბეგს და­უ­კავ­შირ­და ნა­თე­სა­ვი და უთ­ქვამს, უცხო­ე­ლებს უნ­დათ ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა თბი­ლის­შიო და ესეც დას­თან­ხმდა. ას­ლან­ბე­გი თა­ვად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა დი­ლით დუ­ი­სის პო­ლი­ცი­ა­ში...

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისან­ში მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, და­კა­ვე­ბუ­ლია, რიზ­ვან გორ­ნა­კაშ­ვი­ლი. ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი?

- ის არის, ას­ლან­ბე­გის ცო­ლისძმა, რო­მე­ლიც მას ბი­ნის თა­ო­ბა­ზე და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, - თბი­ლის­ში ჩეჩ­ნებს ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა უნ­და­თო. ანუ ასე ვთქვათ, მათ შო­რის შუ­ა­მავ­ლობ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, თბილისში ბინა დააქირავებინა

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, თბილისში ბინა დააქირავებინა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე წუხელ ღამიდან მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ერთ-ერთი ვერსიით, სპეცოპერაციის რამდენიმე საათს გაგრძელების მიზეზი, მძევლები იყვნენ, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეჭვმიტანილების მხრიდან მძევლების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

კიდევ ერთი ვერსიით, სპეცოპერაციის გაჭიანურების მიზეზი, ისიც გახდა, რომ სავარაუდოდ ტერორიზმში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მნიშვნელოვანი ფიგურაა, დიდძალ ინფორმაციას ფლობს და ის შესაბამის სამსახურებს ცოცხლად სჭირდებოდათ.

სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი პირები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მათ

ბინა სოფელ დუისის მცხოვრებმა მიაქირავა, პრომელიც დღეს დუისის პოლიციის შენობაში დაკითხეს. დუისის მკვირდმა ასლან ჯაბრალოევმა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. ჟაბრალოევი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.

სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დააკავეს რიზვან გორნაკაშვილი, რომელიც ასლან ჯაბრაელოვის ცოლისძმაა. გორნაკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ის და კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი, არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს" - განაცხადეს სუს-ში.

თამარ მარგოშვილის განცხადებით, გორნაკაშვილი რამდენიმე თვის წინ ტელეფონით დაუკავშირდა მის სიძეს, ასლანბეგ ჯაბრაილოვს და უთხრა რომ თბილისში, მისი ბინის ქირაობა სურდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ქირის ფასს თვეში 300 ამერიკულ დოლარს გადაიხდიდნენ.

საჯარო რეესტრის მიხედვით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა, მერი ხანგოშვილის მფლობელობაშია. როგორც თამარ მარგოშვილი ამბობს, ბინის მფლობელმა ხანგოშვილმა, რეალურად არც კი იცოდა, რომ მის კუთვნილებაში არსებული ბინა ჩეჩნებზე იყო გაქირავებული. "მერი თვითონაც გაოცებულია, ის ამჟამად თბილისშია. იქვე იმავე უბანში ცხოვრობს, იმ კორპუსთან ახლოს" - ამბობს მარგოშვილი.

მისივე თქმით, მერი ხანგოშვილის სახელზე ბინა გადააფორმა ასლან ჯაბრალოევის დედამ, თინა გაურგაშვილმა, იქამდე სანამ თავად ავსტრიაში წავიდოდა საცხოვრებლად.

"თინა ნათესავად გვეკუთვნის, ის და მერი, რახან ერთ უბანში ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ. მის შვილზე იმიტომ ვერ გადააფორმეს ბინა, რომ მაშინ შვილს, ასლანბეგს ჯაბრალოევს საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა. ის ამჟამად დუისში ცხოვრობს, ახმეტის ავტოგასამართ სადგურში მუშაობს... თინას მეუღლე არ ჰყავს, ჩეჩენი იყო, ჯაბრაილოვი და ჩეჩნეთის ომში დაიღუპა... ორი შვილი დარჩა, ორივეს ოჯახი ჰყავს. 4 და 3 შვილი..."

- ბინის გაქირავების პროცესი როგორ მოხდა?

- ასლანბეგს დაუკავშირდა ნათესავი და უთქვამს, უცხოელებს უნდათ ბინის დაქირავება თბილისშიო და ესეც დასთანხმდა. ასლანბეგი თავად გამოცხადებულა დილით დუისის პოლიციაში...

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისანში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, დაკავებულია, რიზვან გორნაკაშვილი. ვინ არის ეს ადამიანი?

- ის არის, ასლანბეგის ცოლისძმა, რომელიც მას ბინის თაობაზე დაუკავშირდა და უთხრა, - თბილისში ჩეჩნებს ბინის დაქირავება უნდათო. ანუ ასე ვთქვათ, მათ შორის შუამავლობდა.

იხილეთ ვიდეო

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ