პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია დეკანოიძე - რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა?
ხატია დეკანოიძე -  რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი აქვს.

რო­გორც ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც უკვე 21 სა­ა­თია უშე­დე­გოდ გრძელ­დე­ბა და ხალ­ხის ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან ევა­კუ­ა­ცია ვერ ხერ­ხდე­ბა, "უთავ­ბო­ლოდ" იყო და­გეგ­მი­ლი.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას აკ­რი­ტი­კებს და აცხა­დებს, ის ეპი­ცენ­ტრის ად­გილ­ზე მხო­ლოდ 22 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, რაც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

"არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გარ­შე­მო. პირ­ველ რიგ­ში, რა­ტომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია, რომ­ლე­ბიც იქ ცხოვ­რო­ბენ?! რო­გორ მოხ­ვდნენ კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ერთ-ერთ კორ­პუს­ში ისე, რომ მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს?! რო­გორ მოხ­და ისე, რომ სუს-ის პრეს­ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მხო­ლოდ მე-20 სა­ათ­ზე ად­გე­ნენ ტე­რო­რი­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბას. რა­ტომ შე­უშ­ვეს ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში და რა­ტომ მოხ­და მათი ევა­კუ­ა­ცია სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ?! რა­ტომ მი­ვი­და შს მი­ნის­ტრი მხო­ლოდ 22 სა­ა­თის შემ­დეგ ად­გილ­ზე, რა­ტომ გა­ი­პა­რა ის კან­ცე­ლა­რი­ი­დან მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ - რა­ტომ და­ე­მა­ლა ჟურ­ნა­ლის­ტებს?! რა­ტომ არ და­ამ­შვი­და პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრმა მო­სახ­ლე­ო­ბა?! რა­ტომ ჰგო­ნია ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იმ­სა­ხუ­რებს იმ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, რო­მე­ლიც დაგ­როვ­და", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

მან სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რილ სპეც­რაზ­მე­ლებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა, ხოლო კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­ლებს, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, სიმ­შვი­დე უსურ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ხატია დეკანოიძე - რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა?

ხატია დეკანოიძე -  რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც ხატია დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სპეცოპერაცია, რომელიც უკვე 21 საათია უშედეგოდ გრძელდება და ხალხის ცხელი წერტილიდან ევაკუაცია ვერ ხერხდება, "უთავბოლოდ" იყო დაგეგმილი.

ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და აცხადებს, ის ეპიცენტრის ადგილზე მხოლოდ 22 საათის დაგვიანებით მივიდა, რაც გაუმართლებელია.

"არსებობს ძალიან ბევრი კითხვა მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო. პირველ რიგში, რატომ არ განხორციელდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც იქ ცხოვრობენ?! როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დაზვერვის სამსახურს?! როგორ მოხდა ისე, რომ სუს-ის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის მხოლოდ მე-20 საათზე ადგენენ ტერორიტების ვინაობას. რატომ შეუშვეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში და რატომ მოხდა მათი ევაკუაცია სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ?! რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ გაიპარა ის კანცელარიიდან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ - რატომ დაემალა ჟურნალისტებს?! რატომ არ დაამშვიდა პრემიერ- მინისტრმა მოსახლეობა?! რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას რომ საზოგადოება არ იმსახურებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც დაგროვდა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელებს გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სიმშვიდე უსურვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."