10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო ექსპერტი: "როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა და ამიტომ დაიწყეს ამ ტიპის ოპერაცია"
სამხედრო ექსპერტი: "როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა და ამიტომ დაიწყეს ამ ტიპის ოპერაცია"

ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა შტურ­მი და­ი­წყეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, სპეც­რაზ­მი ცდი­ლობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კო­რუ­სის ბი­ნა­ში შეღ­წე­ვას, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას კვლავ გა­ნაგ­რძო­ბენ.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფან­ჯრე­ბი­დან ისი­ნი ხელ­ყუმ­ბა­რებს ის­ვრი­ან. კორ­პუ­სი, სა­დაც ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ალ­ყა­ში აქვთ მოქ­ცე­უ­ლი. არის ორ­მხრი­ვი სრო­ლა.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე, მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და მე­დი­ას მი­მარ­თავს: "გა­სა­გე­ბია, რომ ვი­თა­რე­ბას აშუ­ქებთ, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა დე­ტა­ლი, სპეც­რაზ­მე­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლამ­დც­ვე­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მით, უნე­ბურ ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბად იქ­ცე­ვით, მა­გა­ზე არ ფიქ­რობთ?.. ისი­ნი ორი წე­ლია აქ ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ და რო­გორც ჩვენ ვცნობთ, ყვე­ლა კორ­პუ­სის ფან­ჯა­რას, ეზოს მო­ნაკ­ვეთ­სა და ნე­ბის­მი­ერ ად­გილს, ისე ცნო­ბენ ისი­ნიც და ამით გზას უკ­ვა­ლავთ ფაქ­ტობ­რი­ვად..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი.

მე­დი­ის მხრი­დან სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი სამ­ხედ­რო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­აც, რო­მელ­მაც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მო­უ­წო­და, სას­წრა­ფოდ შე­წყვი­ტონ პირ­და­პირ ეთერ­ში სპეც­რაზ­მე­ლე­ბის დის­ლო­კა­ცი­ი­სა და საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა.

"მე რო­გორც ამ დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მივ­მარ­თავ ჟურ­ნა­ლის­ტებს, არ შე­იძ­ლე­ბა და­ან­სონ­სო შტურ­მის და­წყე­ბა, აჩ­ვე­ნო ჩა­საფ­რე­ბა, სპეც­რაზ­მის გა­და­ად­გი­ლე­ბაც, სამ­ხედ­რო ტე­ნი­კა რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ვი­და... ცნო­ბის­თვის, ის სა­ვა­რა­უ­დო ტე­რო­რის­ტე­ბი, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო, კარ­გად გაწ­ვრთნილ-მომ­ზა­დე­ბუ­ლი არი­ან და რა თქმა უნდა, ექ­ნე­ბათ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ინ­ფორ­მა­ცია, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია და ამ დის­ლო­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდით...

ბო­ლოს, სნა­ი­პე­რე­ბის შეს­ვლა და ჩა­საფ­რე­ბის ად­გი­ლიც კი აჩ­ვე­ნეს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა... ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ოპე­რა­ცი­აა, გა­ურ­კვე­ვე­ლია ტე­რო­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხის დონე გა­მოკ­ვე­თი­ლი და და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის და ამ დროს ტე­რო­რის­ტებს ზუს­ტი კარტბ­ლან­ში ეძ­ლე­ვათ" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და იმე­დოვ­ნებს, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ამ საფრ­თხეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

კი­თხვა­ზე, თუკი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, ვისი აყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­აც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ­დე­ნი ხა­ნია ამ კორ­პუს­ში ცხოვ­რო­ბენ, რა­ტომ არ ჰქონ­დათ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს მათ­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ამას ექ­სპერ­ტი გა­მო­უც­დე­ლო­ბით ხსნის...

"მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახლა, სა­ვა­რა­უ­დოდ იკ­ვე­თე­ბა, ტე­რო­რიზმს ვგუ­ლის­ხმობ, მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბის­გა­ნაც კი უნდა შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ თავი, რად­გან სპე­ცო­პე­რა­ცია ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ეჭ­ვმი­ტა­ნა­ლე­ბი, ჯერ და­კა­ვე­ბუ­ლი და მით უფრო, ლიკ­ვიდ­რე­ბუ­ლი არ არი­ან და გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნი არი­ან და რო­გორ არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი... რო­გორც ჩანს, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს მი­უ­ვი­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ იმ კონ­კრე­ტულ სახ­ლში, სა­ეჭ­ვო ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რა დო­ნის ინფრო­მა­ცი­ას ფლო­ბენ ისი­ნი, ეს ცალ­კე სა­უბ­რის სა­კი­თხია, რად­გან ამ დო­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­წყეს, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ...

სხვა სა­კი­თხია ტე­რო­რის­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ისი­ნი ადრე არ იყ­ვნენ ამ საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, - კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი და ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი გან­სხვავ­დე­ბა. კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლია, რო­დე­საც ხდე­ბა სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლია, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ხდე­ბა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხა­ზით...

რო­გორც ჩანს, ასე­თი ტი­პის ოპე­რა­ცი­ის დროს, ყვე­ლა მო­მენ­ტი ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რად­გან, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვაქვს. ტე­რო­რის­ტებს შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი... რო­გორც ჩანს, ჩვენს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, მათ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ია­რა­ღი ინა­ხე­ბო­და ან სხვა რა­ღაც და ამი­ტომ მოხ­და ამ ტი­პის ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბა..." - აცხა­დებს ვახ­ტაგ მა­ი­სა­ია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სამხედრო ექსპერტი: "როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა და ამიტომ დაიწყეს ამ ტიპის ოპერაცია"

სამხედრო ექსპერტი: "როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა და ამიტომ დაიწყეს ამ ტიპის ოპერაცია"

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდაცველებმა შტურმი დაიწყეს. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას კვლავ განაგრძობენ.

საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან. კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. არის ორმხრივი სროლა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ფეისბუქის გვერდზე, მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება და მედიას მიმართავს: "გასაგებია, რომ ვითარებას აშუქებთ, მაგრამ არ შეიძლება ყველა დეტალი, სპეცრაზმელებისა და სამართლამდცველების გადაადგილება პირდაპირ ეთერში გადაცემით, უნებურ ინფორმატორებად იქცევით, მაგაზე არ ფიქრობთ?.. ისინი ორი წელია აქ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და როგორც ჩვენ ვცნობთ, ყველა კორპუსის ფანჯარას, ეზოს მონაკვეთსა და ნებისმიერ ადგილს, ისე ცნობენ ისინიც და ამით გზას უკვალავთ ფაქტობრივად..." - წერს ადგილობრივი. 

მედიის მხრიდან სპეცოპერაციის გაშუქების თემას გამოეხმაურა ექსპერტი სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიაც, რომელმაც შესაბამის უწყებებს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტონ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციისა და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ჩვენება.

"მე როგორც ამ დარგის პროფესიონალი, მივმართავ ჟურნალისტებს, არ შეიძლება დაანსონსო შტურმის დაწყება, აჩვენო ჩასაფრება, სპეცრაზმის გადაადგილებაც, სამხედრო ტენიკა რომელი მიმართულებით შევიდა... ცნობისთვის, ის სავარაუდო ტერორისტები, ძალიან სახიფათო, კარგად გაწვრთნილ-მომზადებული არიან და რა თქმა უნდა, ექნებათ საკომუნიკაციო საშუალება და შესაბამისად ინფორმაცია, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამ დისლოკაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით...

ბოლოს, სნაიპერების შესვლა და ჩასაფრების ადგილიც კი აჩვენეს ტელევიზიებმა... ძალიან სახიფათო ოპერაციაა, გაურკვეველია ტერორისტების რაოდენობა, არსებული საფრთხის დონე გამოკვეთილი და დაზუსტებული არ არის და ამ დროს ტერორისტებს ზუსტი კარტბლანში ეძლევათ" - ამბობს ექსპერტი AMBEBI.GE-სთან საუბარში და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები ამ საფრთხეს გაითვალისწინებენ.

კითხვაზე, თუკი, აღნიშნული პირები, ვისი აყვანის ოპერაციაც მიმდინარეობს, ამდენი ხანია ამ კორპუსში ცხოვრობენ, რატომ არ ჰქონდათ შესაბამის სტრუქტურებს მათგან მომავალი საფრთხის შესახებ ინფორმაცია, ამას ექსპერტი გამოუცდელობით ხსნის...

"მიმართულება, რომელიც ახლა, სავარაუდოდ იკვეთება, ტერორიზმს ვგულისხმობ, მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებისგანაც კი უნდა შეეკავებინათ თავი, რადგან სპეცოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, ეჭვმიტანალები, ჯერ დაკავებული და მით უფრო, ლიკვიდრებული არ არიან და გაურკვეველია, რამდენი არიან და როგორ არიან განლაგებული... როგორც ჩანს, სპეცსამსახურებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ იმ კონკრეტულ სახლში, საეჭვო ტიპის ადამიანები ცხოვრობდნენ, რა დონის ინფრომაციას ფლობენ ისინი, ეს ცალკე საუბრის საკითხია, რადგან ამ დონის სპეცოპერაცია დაიწყეს, საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია აქვთ...

სხვა საკითხია ტერორისტების გამოვლენა, რაც ძალიან რთული ფენომენია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ადრე არ იყვნენ ამ საქმეში ეჭვმიტანილი, - კონტრტერორისტული და ანტიტერორისტული ოპერაციები განსხვავდება. კონტრტერორისტულია, როდესაც ხდება სამხედროების გამოყენება, კონკრეტული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ. ანტიტერორისტულია, როდესაც ტერორისტების განეიტრალება ხდება, სპეცსამსახურების ხაზით...

როგორც ჩანს, ასეთი ტიპის ოპერაციის დროს, ყველა მომენტი ვერ გაითვალისწინეს, რადგან, შესაბამისი გამოცდილება არ გვაქვს. ტერორისტებს შესაბამისი უნარები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული... როგორც ჩანს, ჩვენს შესაბამის სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, მათ საცხოვრებელში იარაღი ინახებოდა ან სხვა რაღაც და ამიტომ მოხდა ამ ტიპის ოპერაციის დაწყება..." - აცხადებს ვახტაგ მაისაია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე