გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 1 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება.
"წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიჭრა", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პირების იდენტიფიკაცია.