სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული თურქული ანსამბლი "ანატოლიის ცეცხლი" საქართველოში გასტროლებს გამართავს
ლეგენდარული თურქული ანსამბლი "ანატოლიის ცეცხლი" საქართველოში გასტროლებს გამართავს

თურ­ქე­თის ლე­გენ­და­რუ­ლი სა­ცეკ­ვაო ან­სამ­ბლის "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი"-ს შოუ პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში 16-17 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ან­სამ­ბლი ორ­ჯერ არის შე­სუ­ლი გი­ნე­სი სარ­ე­კორ­დო წიგნ­ში. "ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა" ესე შე­ა­ფა­სა სელი დი­ონ­მა მათი გა­მოს­ვლა შა­კი­რამ კი მათ სა­ცეკ­ვაო შოუს "აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის დი­დე­ბუ­ლი სინ­თე­ზი" უწო­და.

2017 წლის მი­წუ­რულს ლე­გენ­და­რუ­ლი თურ­ქუ­ლი ან­სამ­ბლი "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი" (Anadolu Ateşi) სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის. ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ 13-14 დე­კემ­ბერს, ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში და 16-17 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ან­სამ­ბლის გას­ტრო­ლი სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის 25 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა.

"ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი" ქარ­თულ სცე­ნა­ზე მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას გა­ა­ცო­ცხლებს! ჯგუ­ფი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 120 მო­ცეკ­ვა­ვეს აერ­თი­ა­ნებს. "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი" მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებ­სა და არე­ნებ­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კონ­ცერ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 97 ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­მარ­თა და დღემ­დე მათი შოუ 40 მი­ლი­ონ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა. "ანა­ტო­ლი­ას თურ­ქე­თის აზი­ურ ნა­წილს ეძა­ხი­ან, ამ პრო­ექ­ტის წყა­როც, სწო­რედ, ანა­ტო­ლი­ის ან­ტი­კუ­რი მი­თო­ლო­გი­აა. პრო­ექ­ტი აერ­თი­ა­ნებს ასო­ბით ფოლკ­ლო­რულ ცეკ­ვა­სა და მუ­სი­კას სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან, რაც მას კი­დევ უფრო უნი­კა­ლურს ხდის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლის" მთა­ვა­რი მი­ზა­ნია და­ა­ნა­ხოს სამ­ყა­როს სიყ­ვა­რუ­ლის, კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ი­სა და მშვი­დო­ბის ანა­ტო­ლი­უ­რი ან­ტი­კუ­რი მო­ზა­ი­კა," - ლე­გენ­და­რუ­ლი თურ­ქუ­ლი ან­სამ­ბლის უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბებ­სა და მის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ გას­ტრო­ლებ­ზე, კომ­პა­ნია "SA Organization"-ის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სე­ლა­ჰა­ტინ ატა­ლაი.

SA Organization სა­უ­კე­თე­სოდ ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი - 200-ზე მეტი პრო­ექ­ტი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. კომ­პა­ნი­ამ საქ­მი­სად­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით უკვე და­იმ­კვიდ­რა თა­ვი­სი ნიშა. Selahattin Atalay-ს მიერ და­არ­სე­ბულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დიდი სა­კონ­ცერ­ტო პრო­ექ­ტე­ბი. კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, კვიპ­რო­სი და სხვა ქვეყ­ნებ­ში და­უ­ვი­წყა­რი სა­კონ­ცერ­ტო პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ისე­თი ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რე­ბიც არი­ან: İbrahim Tatlıses, Nilufer, Ajda Pekkan, Alişan, İngrid Alberini, İmagination, Anna Marria, Ruslana, Kayahan, Rafet El Roman, Grigori Leops, Kenan Dogulu, "Tararam", "Shaman", Celtic Legends და ა.შ. "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი" კი ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ცეკ­ვაო ჯგუ­ფია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სცე­ნებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც და­იმ­სა­ხუ­რა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებ­ზე, რო­გო­რიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორ­კი), Chicago Theater (ჩი­კა­გო), Palais des congrès და Bercy Arena (პა­რი­ზი) Forest National (ბრი­უ­სე­ლი) და ა.შ.

- საკ­მა­ოდ რთუ­ლია და­გეგ­მო ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი უცხო ქვეყ­ნებ­ში, მით უფრო რთუ­ლია ის წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, რაც კომ­პა­ნი­ის მხრი­დან საკ­მა­ოდ დიდ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს...

- თი­თო­ე­უ­ლი კონ­ცერ­ტი­სა და ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მა­ტე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ წარ­დგე­ნილ შო­უ­ზე, არა­მედ კონ­ცერ­ტის და­გეგ­მვა­ზეც. დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ხმის ხა­რის­ხი და ლო­კა­ცია კონ­ცერ­ტის­თვის და ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ერთ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. ამის გა­სა­კე­თებ­ლად სა­ჭი­როა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი. ყვე­ლა თა­ვის საქ­მე­ზე უნდა იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რად­გან ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ზედ­მიწ­ვე­ნით შე­ას­რუ­ლო. "SA Organization"-მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო იცის. ჩვენ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ სრულ ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რას. ამი­ტო­მაც ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი დსთ-ს ქვეყ­ნე­ბი­დან, ევ­რო­პი­დან და თურ­ქე­თი­დან ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ იმუ­შა­ონ ჩვენ­თან. ჩვენ რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცევთ ყო­ველ ოც­ნე­ბა­სა და იდე­ას, ჩვენს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბელს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემახ­სოვ­რე­ბა.

- და­ვუბ­რუნ­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ შოუს, მოგ­ვი­ყე­ვით უფრო მეტი "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლის" შე­სა­ხებ, სა­ი­დან წა­მო­ვი­და ჯგუ­ფის შექ­მნის კონ­ცეფ­ცია?

- დიდი სა­ცეკ­ვაო ჯგუ­ფის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც ანა­ტო­ლი­ის ცეკ­ვებს, თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვა­სა და ბა­ლეტს შე­ას­რუ­ლებ­და, მუს­ტა­ფა ერ­დო­ღა­ნის დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო. ერ­დო­ღა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ხალ­ხუ­რი ცეკ­ვის სტუ­დი­ას ბილ­კენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (ან­კა­რა). 1999 წელს მან ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ჯგუფს, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა და 750 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მუს­ტა­ფამ 90 ადა­მი­ა­ნი შე­არ­ჩია, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ და სა­ცეკ­ვაო შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მკაც­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ და­ი­წყეს. კო­ლექ­ტი­ვის პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა 2001 წელს გა­ი­მარ­თა და ერთი წლის შემ­დეგ მსოფ­ლიო სა­გას­ტრო­ლო ტური სა­ხელ­წო­დე­ბით "ანა­ტო­ლი­ის ცეხ­ლი" და­ი­წყო და დღემ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბას. მო­ცეკ­ვა­ვე­თა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ (8-16 სა­ა­თი დღე­ში) შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ახლა ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი მთელს მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ტურ­ნე 2002 წელს მო­ა­წყვეს, იყ­ვნენ ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი არის პირ­ვე­ლი სა­ცეკ­ვაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც გა­მოს­ვლა ჩი­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მო­ა­წყო. -

-რამ გა­ნა­პი­რო­ბა წელს ჯგუ­ფის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა?

- ჯგუ­ფი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბამ მთე­ლი მსოფ­ლიო აღაფრ­თო­ვა­ნა, წელს ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტებს გა­მარ­თავს. ან­სამ­ბლის გას­ტრო­ლი სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის 25 წლის იუ­ბი­ლეს უკავ­შირ­დე­ბა. თურ­ქე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ზექი ლე­ვენთ გუმ­რუქჩუმ მოგ­ვიწ­ვია. მათი დიდი სურ­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ა­წყონ ზე­ი­მი და ეს ჯგუ­ფი იყოს მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ცერ­ტე­ბი თბი­ლის­ში თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო, თურ­ქე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ეს არის სამი მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა მათ წარ­სუ­ლიც აკავ­ში­რებს. ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტად შე­საძ­ლოა და­ვა­სა­ხე­ლოთ ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტი. მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ეს ქვეყ­ნე­ბი კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნებს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და გამ­ყარ­დეს.

- რა­ტომ მა­ინც და მა­ინც მო­ცეკ­ვა­ვე­თა ჯგუ­ფი "ანა­ტო­ლი­ის ცე­ცხლი" ?

- კავ­კა­სი­ე­ლებს ცეკ­ვა უყ­ვართ ძა­ლი­ან. ცეკ­ვას ენა არ გა­აჩ­ნია. გარ­და ამი­სა, ჯგუფ­ში ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ისი­ნი დღეს ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. - თქვენ რო­გორც საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ას, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ გაქვთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი? - ზა­ფხულ­ში, "ბლექ სი არე­ნა­ზე" და­გეგ­მი­ლი გვაქვს 2 უზარ­მა­ზა­რი პრო­ექ­ტი. ამ ეტაპ­ზე დე­ტა­ლებს ვერ გა­გაც­ნობთ. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­დუმ­ლოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უყ­ვართ მუ­სი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია, ისი­ნი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აფა­სე­ბენ, მათ გე­ნებ­შია კულ­ტუ­რა. ჩვენ­თვის მათი აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ძლი­ე­რია. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი კი არის მიქ­სი, რო­მელ­შიც შერ­წყმუ­ლია სხვა­დას­ხვა კავ­კა­სი­უ­რი ცეკ­ვე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, შოუ უფრო ფე­რა­დი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მო­დის.

ანტიოქია
0

ერისიონიდან წასული ბიჭები ცეკვავენ მაგ "ანატოლიის ცეცხლში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლეგენდარული თურქული ანსამბლი "ანატოლიის ცეცხლი" საქართველოში გასტროლებს გამართავს

ლეგენდარული თურქული ანსამბლი "ანატოლიის ცეცხლი" საქართველოში გასტროლებს გამართავს

თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლი“-ს შოუ პრემიერა საქართველოში 16-17 დეკემბერს გაიმართება. ანსამბლი ორჯერ არის შესული გინესი სარეკორდო წიგნში. „ძვირად ღირებული წარმოდგენა“ ესე შეაფასა სელი დიონმა მათი გამოსვლა შაკირამ კი მათ საცეკვაო შოუს „აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდებული სინთეზი“ უწოდა.

2017 წლის მიწურულს ლეგენდარული თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ (Anadolu Ateşi) საქართველოში ჩამოდის. ცეცხლოვანი შოუ 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

"ანატოლიის ცეცხლი" ქართულ სცენაზე მრავალსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს! ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 მოცეკვავეს აერთიანებს. „ანატოლიის ცეცხლი“ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე იყო წარმოდგენილი. კონცერტები მსოფლიოს 97 ქვეყანაში გაიმართა და დღემდე მათი შოუ 40 მილიონმა მაყურებელმა ნახა. „ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა,“ - ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობაზე, წარმატებებსა და მის საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე, კომპანია „SA Organization“-ის წარმატებულ საქმიანობაზე გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი სელაჰატინ ატალაი.

SA Organization საუკეთესოდ ასრულებს საკუთარ საქმიანობას და არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული - 200-ზე მეტი პროექტი 20 წლის განმავლობაში. კომპანიამ საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა. Selahattin Atalay-ს მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ ამ წლების განმავლობაში წარმატებით განახორციელა დიდი საკონცერტო პროექტები. კერძოდ, კომპანიამ უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსი და სხვა ქვეყნებში დაუვიწყარი საკონცერტო პროექტები განახორციელა, ისეთი ცნობილი შემსრულებლებისათვის, როგორებიც არიან: İbrahim Tatlıses, Nilufer, Ajda Pekkan, Alişan, İngrid Alberini, İmagination, Anna Marria, Ruslana, Kayahan, Rafet El Roman, Grigori Leops, Kenan Dogulu, “Tararam”, “Shaman”, Celtic Legends და ა.შ. „ანატოლიის ცეცხლი“ კი ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სცენებსა და აქტივობებში მიუღია მონაწილეობა. ეს არის ჯგუფი, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.

- საკმაოდ რთულია დაგეგმო ასეთი გრანდიოზული კონცერტები უცხო ქვეყნებში, მით უფრო რთულია ის წარმატებით განახორციელო, რაც კომპანიის მხრიდან საკმაოდ დიდ გამოცდილებასა და ძალისხმევას მოითხოვს...

- თითოეული კონცერტისა და ფესტივალის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ წარდგენილ შოუზე, არამედ კონცერტის დაგეგმვაზეც. დეკორაციები, ხმის ხარისხი და ლოკაცია კონცერტისთვის და ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონცერტის ორგანიზებისთვის ერთ ადამიანს არ შეუძლია პირობების შექმნა. ამის გასაკეთებლად საჭიროა პროფესიონალი გუნდი. ყველა თავის საქმეზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, რადგან ბევრი მუშაობაა საჭირო. საუკეთესო შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია, დაგეგმილი სამუშაოები ზედმიწვენით შეასრულო. "SA Organization“-მა წარმატებული კონცერტების ყველა საიდუმლო იცის. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს ცნობილ მომღერლებთან და უზრუნველვყოფთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას. ამიტომაც ცნობილი ვარსკვლავები დსთ-ს ქვეყნებიდან, ევროპიდან და თურქეთიდან ამჯობინებენ იმუშაონ ჩვენთან. ჩვენ რეალობად ვაქცევთ ყოველ ოცნებასა და იდეას, ჩვენს მიერ ორგანიზებული კონცერტები და ფესტივალები მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

- დავუბრუნდეთ საქართველოში დაგეგმილ შოუს, მოგვიყევით უფრო მეტი „ანატოლიის ცეცხლის“ შესახებ, საიდან წამოვიდა ჯგუფის შექმნის კონცეფცია?

- დიდი საცეკვაო ჯგუფის კონცეფცია, რომელიც ანატოლიის ცეკვებს, თანამედროვე ცეკვასა და ბალეტს შეასრულებდა, მუსტაფა ერდოღანის დიდი ხნის ოცნება იყო. ერდოღანი ხელმძღვანელობდა ხალხური ცეკვის სტუდიას ბილკენტის უნივერსიტეტში (ანკარა). 1999 წელს მან ჩაუყარა საფუძველი ჯგუფს, მოცეკვავეების მიღების შესახებ განცხადებას, რომელიც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა და 750 ადამიანი გამოეხმაურა. მუსტაფამ 90 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც საკუთარ ფიზიკურ და საცეკვაო შესაძლებლობაზე მუშაობა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ დაიწყეს. კოლექტივის პირველი წარმოდგენა 2001 წელს გაიმართა და ერთი წლის შემდეგ მსოფლიო საგასტროლო ტური სახელწოდებით "ანატოლიის ცეხლი" დაიწყო და დღემდე აგრძელებენ მწვერვალების დაპყრობას. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. პირველი მსოფლიო ტურნე 2002 წელს მოაწყვეს, იყვნენ ძალიან ბევრ ქვეყანაში. ანატოლიის ცეცხლი არის პირველი საცეკვაო ჯგუფი, რომელმაც გამოსვლა ჩინეთის პარლამენტის შენობაში მოაწყო. -

-რამ განაპირობა წელს ჯგუფის საქართველოში სტუმრობა?

- ჯგუფი, რომლის შესრულებამ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, წელს ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავს. ანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს უკავშირდება. თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მოგვიწვია. მათი დიდი სურვილია საქართველოში ამ იუბილესთან დაკავშირებით მოაწყონ ზეიმი და ეს ჯგუფი იყოს მთავარი მონაწილე. შესაბამისად, კონცერტები თბილისში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. მოგეხსენებათ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ეს არის სამი მეგობრული ქვეყანა, გარდა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობებისა მათ წარსულიც აკავშირებს. ერთ-ერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან პროექტად შესაძლოა დავასახელოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. მსგავსი ღონისძიებებით ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. აუცილებელია ქვეყნებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო ჩამოყალიბდეს და გამყარდეს.

- რატომ მაინც და მაინც მოცეკვავეთა ჯგუფი „ანატოლიის ცეცხლი“ ?

- კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. გარდა ამისა, ჯგუფში ქართველი მოცეკვავეებიც მონაწილეობენ, ისინი დღეს ჩვენი მეგობრები არიან. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ქართველებისთვის საინტერესო იქნება. - თქვენ როგორც საპროდიუსერო კომპანიას, საქართველოში თუ გაქვთ გრძელვადიანი გეგმები? - ზაფხულში, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი გვაქვს 2 უზარმაზარი პროექტი. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გაგაცნობთ. ჯერჯერობით საიდუმლოა. საქართველოში უყვართ მუსიკა, ხელოვნება. თითოეული ქართველი პროფესიონალი მაყურებელია, ისინი უმაღლეს დონეზე აფასებენ, მათ გენებშია კულტურა. ჩვენთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია. ქართული ცეკვა ძლიერია. ჩვენი პროექტი კი არის მიქსი, რომელშიც შერწყმულია სხვადასხვა კავკასიური ცეკვები, შესაბამისად, შოუ უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გამოდის.