სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის ძლიერი კვამლი
სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის ძლიერი კვამლი

ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის აყ­ვა­ნას შტურ­მით ცდი­ლო­ბენ.

მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­მის სრო­ლი­სა და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა. კორ­პუ­სი­დან, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ძლი­ე­რი კვამ­ლი ამო­დის.

ცნო­ბის­თვის, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია წუ­ხელ ღა­მით და­ი­წყო და ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია ერთი სპეც­რაზ­მე­ლი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე არ დას­ტურ­დე­ბა.

ამას­თან, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, კორ­პუ­სე­ბი­დან გაყ­ვა­ნა­სი­თხოვს.

იხი­ლეთ ვი­დეო - ექ­სკლუ­ზი­ვი: ახლო კად­რი ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ნი­დან, სა­დაც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ

რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ევა­კუ­ა­ცია მხო­ლოდ იმ ერთი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­დან გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მელ­შიც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, და­ნარ­ჩე­ნი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის მცხოვ­რებ­ლებს კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, ვი­ნა­ი­დან კორ­პუ­სე­ბის შე­სას­ვლე­ლე­ბი ბლო­კი­რე­ბუ­ლია. "ბავ­შვე­ბი გვყავს. ხალ­ხში პა­ნი­კაა. ვი­თხოვთ, რომ ჩვენც გაგ­ვიყ­ვა­ნონ ად­გი­ლი­დან", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გილ­ზე წუ­ხელ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სრო­ლის ხმა ის­მო­და.

მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გამო, 97-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დღეს არ გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დღეს გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბი შა­ბა­თის ხარ­ჯზე ანა­ზღა­ურ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლა სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: უწყვე­ტი სრო­ლის ხმა ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე - თვითმხილ­ვე­ლის ვი­დეო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ად­გი­ლი­დან

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის ძლიერი კვამლი

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის ძლიერი კვამლი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.

ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია წუხელ ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება.

ამასთან, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, კორპუსებიდან გაყვანასითხოვს.

იხილეთ ვიდეო -  ექსკლუზივი: ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ

როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივების ევაკუაცია მხოლოდ იმ ერთი კორპუსის სადარბაზოდან განხორციელდა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს კი სამართალდამცავები საცხოვრებლის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან კორპუსების შესასვლელები ბლოკირებულია. "ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა. ვითხოვთ, რომ ჩვენც გაგვიყვანონ ადგილიდან", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა.

მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნული სკოლა სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: უწყვეტი სროლის ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - თვითმხილველის ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ