სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო
"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბია მზია წე­რე­თე­ლი 18 ნო­ემ­ბერს დაკ­რძა­ლეს. 90 წლის მზია წე­რე­თე­ლი მცი­რეხ­ნი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბე­ბი­ის დაკ­რძალ­ვას ვერ და­ეს­წრო, ქელეხ­ში უკ­რა­ი­ნი­დან სკა­ი­პით ჩა­ერ­თო და იქ დამ­სწრე­ებს მი­მარ­თა. ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი youtube-ზე ვრცელ­დე­ბა:

იხი­ლეთ ვი­დეო

"მად­ლო­ბა რომ ის გა­ა­კე­თეთ, რაც მეც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სამ­წუ­ხა­როდ ვერ გა­ვა­კე­თე, რომ გა­მე­ცი­ლე­ბი­ნა ბე­ბი­ა­ჩე­მი. ახლა ვარ კი­ევ­ში და მახ­სენ­დე­ბა, რომ როცა მჭირ­დე­ბო­და მზია ყო­ველ­თვის იყო აქ, აქ ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში. რო­დე­საც პირ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტში ამირ­ჩი­ეს, 1995 წელს, პირ­ველ სხდო­მა­ზე წა­ვიყ­ვა­ნე მზია, სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­გიყ­ვა­ნე, ბედ­ნი­ე­რი ფეხი გვაქ­ვსო და პარ­ლა­მენ­ტშიც უნდა მი­გიყ­ვა­ნო, რომ ბედ­ნი­ე­რი ფეხი გქონ­დეს პო­ლი­ტი­კა­შიო. ასე გამ­ნა­ცი­ლა პრაქ­ტი­კუ­ლად 50 წლის ასა­კამ­დე და იმე­დია, რომ ბედ­ნი­ერ ფეხ­ზე გა­მა­ცი­ლა. ვწუხ­ვარ, რომ ჩემ გამო ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, და­უ­ყა­და­ღეს ბინა, მან­ქა­ნა...

ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და მას­თან ერ­თად მთე­ლი ეპო­ქა მი­დის ჩემ­თვის. ბო­ლოს გა­ა­კე­თეს ის, რომ მზი­ას გამო მთე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი გა­მო­ა­სახ­ლეს და გა­და­ა­სახ­ლეს ძვე­ლი ბორ­დე­ლის შე­ნო­ბა­ში (ბევ­რს ხუმ­რობ­და ამა­ზე) ძველ თბი­ლის­ში, ამ ინ­სტი­ტუ­ტში პრაქ­ტი­კუ­ლად ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და ის... ერ­თა­დერ­თი რა­ზეც დარ­დობ­და ბო­ლოს, ბო­ლომ­დე ფორ­მა­ში იყო კარ­გად იცით ყვე­ლამ, ბო­ლოს ერ­თად ვი­ყა­ვით ბო­ლოს ვე­ნა­ში, ერ­თად ვი­ა­რეთ, ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას, ვი­ა­რეთ ქუ­ჩებ­ში, წავ­ყე­ვი მა­ღა­ზი­ებ­ში... ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი ვი­ა­რეთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აე­რო­პორტბ­ში და ყო­ველ­თვის მიკ­ვირ­და სა­ი­დან ჰქონ­და ამ­დე­ნი ენერ­გია და ძალა, იმი­ტომ რომ მეც მი­ჭირს ამ­ხე­ლა დის­ტან­ცი­ე­ბის გავ­ლა...

ეს იყო ადა­ი­ა­ნი, რო­მელ­მაც ბო­ლომ­დე იცხოვ­რა სის­ხლსავ­სე ცხოვ­რე­ბით, ბო­ლომ­დე იყო ფორ­მა­ში, ბო­ლომ­დე იყო უკი­დუ­რე­სად კე­თილ­გან­წყო­ი­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, ჰქონ­და უკი­დუ­რე­სი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და ვი­სურ­ვებ­დი მისი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის 10% მა­ინც მქო­ნო­და... ჯამ­ში ბევ­რი კარ­გი რა­ღაც ნახა, ცხოვ­რე­ბის და­სა­წყის­ში ჩა­მო­არ­თვეს ორ­ჯერ ქო­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბის ბო­ლო­საც ჩა­მო­არ­თვეს. მი­უ­ხე­და­ვად ამ ნე­გა­ტი­ვი­სა, მისი ცხოვ­რე­ბა შედ­გა, მათ შო­რის ყვე­ლა თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით და იმე­დია, მეც შე­ვი­ტა­ნე ამა­ში წვლი­ლი. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა უპირ­ვე­ლე­სად მზი­ას - მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მშვი­დო­ბით! არა­უ­შავს, რაც ვერ ნახა, ჩვენ მა­ინ­ცგა­ვა­კე­თებთ და გა­მოგ­ვი­ვა. მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც გეგ­მე­ბი მქონ­და, ვერ შე­ვას­რუ­ლე და ვერ და­ვემ­შვი­დო­ბე, მაგ­რამ შე­ვას­რუ­ლებ მის გა­რე­შე, მას­ზე ფიქ­რით, თქვენ­თან ერ­თად! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას" - ასე და­ას­რუ­ლა სკა­იპ-ჩარ­თვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: "ვფიქ­რობ საყ­ვა­რელ მზია ბე­ბი­ა­ზე... რომ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე მი­შას არც კი შე­უძ­ლია ჩა­მოს­ვლა" - რას წერს სან­დრა რუ­ლოვ­სი "ფე­ის­ბუქ­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო

"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი 18 ნოემბერს დაკრძალეს. 90 წლის მზია წერეთელი მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილი ბებიის დაკრძალვას ვერ დაესწრო, ქელეხში უკრაინიდან სკაიპით ჩაერთო და იქ დამსწრეებს მიმართა. ამის ამსახველი კადრები youtube-ზე ვრცელდება:

იხილეთ ვიდეო

"მადლობა რომ ის გააკეთეთ, რაც მეც უნდა გამეკეთებინა და სამწუხაროდ ვერ გავაკეთე, რომ გამეცილებინა ბებიაჩემი. ახლა ვარ კიევში და მახსენდება, რომ როცა მჭირდებოდა მზია ყოველთვის იყო აქ, აქ ამერიკაში, ევროპაში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. როდესაც პირველად პარლამენტში ამირჩიეს, 1995 წელს, პირველ სხდომაზე წავიყვანე მზია, სკოლაში პირველად მიგიყვანე, ბედნიერი ფეხი გვაქვსო და პარლამენტშიც უნდა მიგიყვანო, რომ ბედნიერი ფეხი გქონდეს პოლიტიკაშიო. ასე გამნაცილა პრაქტიკულად 50 წლის ასაკამდე და იმედია, რომ ბედნიერ ფეხზე გამაცილა. ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, დაუყადაღეს ბინა, მანქანა...

ეს განსაკუთრებული ადამიანი იყო და მასთან ერთად მთელი ეპოქა მიდის ჩემთვის. ბოლოს გააკეთეს ის, რომ მზიას გამო მთელი ინსტიტუტი გამოასახლეს და გადაასახლეს ძველი ბორდელის შენობაში (ბევრს ხუმრობდა ამაზე) ძველ თბილისში, ამ ინსტიტუტში პრაქტიკულად ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა ის... ერთადერთი რაზეც დარდობდა ბოლოს, ბოლომდე ფორმაში იყო კარგად იცით ყველამ, ბოლოს ერთად ვიყავით ბოლოს ვენაში, ერთად ვიარეთ, ძალიან ბევრ ადგილას, ვიარეთ ქუჩებში, წავყევი მაღაზიებში... ბოლო წლებში რამდენი ვიარეთ სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტბში და ყოველთვის მიკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია და ძალა, იმიტომ რომ მეც მიჭირს ამხელა დისტანციების გავლა...

ეს იყო ადაიანი, რომელმაც ბოლომდე იცხოვრა სისხლსავსე ცხოვრებით, ბოლომდე იყო ფორმაში, ბოლომდე იყო უკიდურესად კეთილგანწყოიბილი ადამიანებისადმი, ჰქონდა უკიდურესი მომხიბვლელობა და ვისურვებდი მისი მომხიბვლელობის 10% მაინც მქონოდა... ჯამში ბევრი კარგი რაღაც ნახა, ცხოვრების დასაწყისში ჩამოართვეს ორჯერ ქონება და ცხოვრების ბოლოსაც ჩამოართვეს. მიუხედავად ამ ნეგატივისა, მისი ცხოვრება შედგა, მათ შორის ყველა თქვენი მეშვეობით და იმედია, მეც შევიტანე ამაში წვლილი. მინდა მადლობა ვუთხრა უპირველესად მზიას - მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით! არაუშავს, რაც ვერ ნახა, ჩვენ მაინცგავაკეთებთ და გამოგვივა. მასთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მქონდა, ვერ შევასრულე და ვერ დავემშვიდობე, მაგრამ შევასრულებ მის გარეშე, მასზე ფიქრით, თქვენთან ერთად! დიდი მადლობა ყველას" - ასე დაასრულა სკაიპ-ჩართვა მიხეილ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ: "ვფიქრობ საყვარელ მზია ბებიაზე... რომლის დაკრძალვაზე მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუქზე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი