კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა ისტორიული კონტრაქტი დაიდოს - რას მოგვიტანს Javelin-ი?
საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა ისტორიული კონტრაქტი დაიდოს - რას მოგვიტანს Javelin-ი?

"სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტრაქ­ტის ზღვარ­ზე" - ასე აფა­სე­ბენ ქარ­თუ­ლი მე­დია და ექ­სპერ­ტე­ბი აშშ-ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის Javelin-ის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის შე­საძ­ლო მი­ყიდ­ვას.

აშშ-ის თავ­დაც­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტომ, მო­სა­ლოდ­ნე­ლი კონ­ტრაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ვა­შინგტონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ლე­ვან იზო­რი­ას ვი­ზი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს, ის აშშ-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს ჰერ­ბერტ რა­ი­მონდ მაკ­მას­ტერს, თავ­დაც­ვის მდი­ვანს ჯე­იმს მა­ტისს და სე­ნა­ტორ ლინდსი გრემს შეხ­ვდა.

სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, - ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის­თვის უფრო და უფრო სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი ხდე­ბა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ღრმავ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით, მისი შე­ძე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მათ 17 ნო­ემ­ბერს გას­ცეს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კონ­გრესს Javelin-ის სის­ტე­მის შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. კონ­გრე­სის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლი ჯარი გა­და­სა­ტა­ნი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სით აღი­ჭურ­ვე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, ერთი დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

ამე­რი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ტექ­ნი­კის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, ლო­ჯის­ტი­კის და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეს­ყიდ­ვის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, 75 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრაქ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა Javelin-ის 410 მარ­თვად რა­კე­ტას, 72 გამ­შვებ და­ნად­გარს, 10 ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბის საწ­ვრთნელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­სა და 70 სი­მუ­ლა­ცი­ურ ჭურვს მი­ი­ღებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი Javelin-ები­სა და რა­კე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ ეტა­პის­თვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბამ სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი, სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სის მარ­თვის­თვის სას­წრა­ფოდ უნდა მო­ამ­ზა­დოს. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კომ­პლექ­სის ად­გი­ლობ­რივ სის­ტე­მა­ში ადაპ­ტი­რე­ბა, რად­გან ქარ­თულ არ­მი­ას თა­ვის არ­სე­ნალ­ში, ასე­თი მა­ღა­ლი კლა­სის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი არას­დროს ჰქო­ნია.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, FGM-148 აშშ-ს არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 1996 წლი­დან გა­მოჩ­ნდა, ის მე­სა­მე თა­ო­ბის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ასე­ვე ჯავ­შან­ტექ­ნი­კის, ბუნ­კე­რე­ბის, ვერ­ტმფრე­ნე­ბი­სა და დრო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც შე­იძ­ლე­ბა. ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს.

Javelin-ის რა­კე­ტა აღ­ჭურ­ვი­ლია, თვით­და­მიზ­ნე­ბის რთუ­ლი ინფრა­წი­თე­ლი ქო­ბი­ნით, რომ­ლის სრო­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი 2.5 კი­ლო­მეტ­რია. თუმ­ცა, 2017 წლის სა­ტეს­ტო მო­დე­ლებ­მა ეს მან­ძი­ლი 4.5 კი­ლო­მეტ­რამ­დე გა­ზარ­დეს...

აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი სქე­მის სა­შა­უ­ლე­ბით, Javelin-ის რა­კე­ტას შე­უძ­ლია მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნოს, რო­გორც პირ­და­პირ, ისე ბა­ლის­ტი­კუ­რი ტრა­ექ­ტო­რი­ით, ზე­მო­დან, რაც თით­ქმის ნე­ბის­მი­ე­რი და რაც მთა­ვა­რია, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პირ­ვე­ლად, - FGM-148 Javelin-ის გა­და­სა­ტა­ნი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი სარ­დლო­ბის მებ­რძო­ლებ­მა 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში, ვა­ზი­ან­ში, "ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის" სწავ­ლე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნეს.

მარ­თა­ლია, ცნო­ბა, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ნიშ­ნავს, რომ ტექ­ნი­კის გა­ყიდ­ვა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, თუმ­ცა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქვე­ყა­ნა­ში უკვე მოჰ­ყვა და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი;

სამ­ხედ­რო სპე­ცი­ლი­ას­ტე­ბის თქმით, რუ­სე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, "ჯა­ვე­ლი­ნი" იმ­დე­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღია, რომ ნატო-ს წევრ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­საც არ აქვს ასე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტოს არა­წევრ ქვეყ­ნებს, ეს ია­რა­ღი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს აქვს... კონ­კრე­ტუ­ლად, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, Javelin-ები შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მხო­ლოდ ლიტ­ვა­სა და ეს­ტო­ნეთს აქვს. ასე რომ, ეს არის ერ­თგვა­რი პრე­ვენ­ცია იმი­სა, რომ თუ ვინ­მეს გა­უჩ­ნდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის ან სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი, უნდა და­ფიქ­რდეს, უღირს თუ არა ეს მას და რა შე­დეგს მი­ი­ღებს ამ შემ­თხვე­ვა­ში.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ჟა­ვე­ლინ-ის სის­ტე­მის მი­ღე­ბას, ბოლო 10 წე­ლია ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, ობა­მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ამის მიღ­წე­ვა ვერ შეძ­ლო. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დო­ნალდ ტრამპს უფრო ხის­ტი პო­ლი­ტი­კა აქვთ და ის შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, უკ­რა­ი­ნა­მაც მი­ი­ღოს. სა­ბო­ლოო სი­ტყვა კონ­გრესს ეკუთ­ვნის. ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, კონ­ტრაქ­ტის ბედი დიდი ალ­ბა­თო­ბით და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბა...

ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე მოჰ­ყვა კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში. მათი გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კა თა­ვი­სი "სა­ტე­ლი­ტი ქვეყ­ნე­ბის" სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მართ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებს და სი­ტუ­ა­ცი­ას ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­წვა­ვებს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა ისტორიული კონტრაქტი დაიდოს - რას მოგვიტანს Javelin-ი?

საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა ისტორიული კონტრაქტი დაიდოს - რას მოგვიტანს Javelin-ი?

"საქართველო ისტორიული კონტრაქტის ზღვარზე" - ასე აფასებენ ქართული მედია და ექსპერტები აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო მიყიდვას.

აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ, მოსალოდნელი კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა. ოფიციალური ვიზიტის დროს, ის აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანს ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერს, თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი, - ეს ნიშნავს, რომ საქართველო ამერიკისთვის უფრო და უფრო საიმედო პარტნიორი ხდება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღრმავდება და რაც მთავარია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, მისი შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, კონგრესს Javelin-ის სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობეს. კონგრესის თანხმობის შემთხვევაში, ქართული ჯარი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვება, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამერიკული სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის მთლიანი ღირებულება, 75 მილიონი დოლარია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი კონტრაქტის დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა Javelin-ის 410 მართვად რაკეტას, 72 გამშვებ დანადგარს, 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობასა და 70 სიმულაციურ ჭურვს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტით გათვალისწინებული Javelin-ებისა და რაკეტების რაოდენობა ამ ეტაპისთვის სავსებით საკმარისია. ახლა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობამ სამხედრო პერსონალი, სარაკეტო კომპლექსის მართვისთვის სასწრაფოდ უნდა მოამზადოს. ასევე აუცილებელია, კომპლექსის ადგილობრივ სისტემაში ადაპტირება, რადგან ქართულ არმიას თავის არსენალში, ასეთი მაღალი კლასის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი არასდროს ჰქონია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, FGM-148 აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოჩნდა, ის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომლის გამოყენებაც ასევე ჯავშანტექნიკის, ბუნკერების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგაც შეიძლება. ულტრათანამედროვე კომპლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერთობლივი კომპანია აწარმოებს.

Javelin-ის რაკეტა აღჭურვილია, თვითდამიზნების რთული ინფრაწითელი ქობინით, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 2.5 კილომეტრია. თუმცა, 2017 წლის სატესტო მოდელებმა ეს მანძილი 4.5 კილომეტრამდე გაზარდეს...

აეროდინამიკური სქემის საშაულებით, Javelin-ის რაკეტას შეუძლია მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანოს, როგორც პირდაპირ, ისე ბალისტიკური ტრაექტორიით, ზემოდან, რაც თითქმის ნებისმიერი და რაც მთავარია, ძვირადღირებული სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა.

საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად, - FGM-148 Javelin-ის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მებრძოლებმა 2017 წლის აგვისტოში, ვაზიანში, "ღირსეული პარტნიორის" სწავლების დროს გამოიყენეს.

მართალია, ცნობა, სამხედრო ტექნიკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ ტექნიკის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა, ამ ინფორმაციას, ქვეყანაში უკვე მოჰყვა დადებითი შეფასებები;

სამხედრო სპეცილიასტების თქმით, რუსეთი თანამედროვე შეიარაღებით დიდად არ გამოირჩევა, "ჯაველინი" იმდენად თანამედროვე იარაღია, რომ ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანასაც არ აქვს ასეთი შეიარაღება. რაც შეეხება ნატოს არაწევრ ქვეყნებს, ეს იარაღი მხოლოდ რამდენიმეს აქვს... კონკრეტულად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, Javelin-ები შეიარაღებაში მხოლოდ ლიტვასა და ესტონეთს აქვს. ასე რომ, ეს არის ერთგვარი პრევენცია იმისა, რომ თუ ვინმეს გაუჩნდება საქართველოში შემოჭრის ან სამხედრო მოქმედებების განხორციელების სურვილი, უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ეს მას და რა შედეგს მიიღებს ამ შემთხვევაში.

სამხედრო ექსპერტების თქმით, საქართველო ჟაველინ-ის სისტემის მიღებას, ბოლო 10 წელია ცდილობდა, თუმცა, ობამას პრეზიდენტობის პირობებში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის მიღწევა ვერ შეძლო. მისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს უფრო ხისტი პოლიტიკა აქვთ და ის შესაძლოა, საქართველოს გარდა, უკრაინამაც მიიღოს. საბოლოო სიტყვა კონგრესს ეკუთვნის. ექსპერტების ვარაუდით, კონტრაქტის ბედი დიდი ალბათობით დადებითად გადაწყდება...

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები რუსულ პოლიტიკურ წრეებში. მათი განცხადებით, ამერიკა თავისი "სატელიტი ქვეყნების" საქართველოსა და უკრაინის მიმართ წამახალისებელ პოლიტიკას აწარმოებს და სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე