პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მძღოლი მაინც წარმოიდგენს, რას ნიშნავს ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!" - რას წერს სასწრაფოს ექიმი უმძიმესი ავარიის შესახებ
"ერთი მძღოლი მაინც წარმოიდგენს, რას ნიშნავს ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!" - რას წერს სასწრაფოს ექიმი უმძიმესი ავარიის შესახებ

თემ­ქა­ზე დღეს დი­ლით მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. 7 წლის გო­გო­ნა იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. 16 წლის გო­გო­ნა, კი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს მე-5 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გამო მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ავა­რი­ის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე წერს სას­წრა­ფოს ექი­მი ფიქ­რია ში­ომ­ღვდლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად მი­ვი­და ბრი­გა­დას­თან ერ­თად:

"დღეს 7 წლის ლიზი გაკ­ვე­თილ­ზე ვერ მი­ვი­და.... ვერც 16 წლის მა­რი­კა...

იმი­ტომ რომ მან­ქა­ნის მო­რიგ არას­წორ მა­ნევ­რი­რე­ბას, გა­და­ჭარ­ბე­ბულ სიჩ­ქა­რეს და უყუ­რა­დღე­ბო­ბას თა­ვი­სი სა­ზღა­უ­რი აქვს, სი­ცო­ცხლით გა­და­სახ­დე­ლი სა­ზღა­უ­რი...

არ მიყ­ვარს მძი­მე თე­მებ­ზე წერა,მაგ­რამ ახლა დავ­წერ!!!

ჩემი 1000 ფე­ის­ბუქ მე­გო­ბა­რი­დან ერთი მძღო­ლი მა­ინც თუ წარ­მო­იდ­გენს, რას ნიშ­ნავს ექი­მის­თვის ხე­ლებ­ში 7 წლის გო­გო­ნა რომ გაკ­ვდე­ბა! როცა ხვდე­ბი, რო­გო­რი უმ­წეო ხარ ამ პა­ტა­რა გო­გოს დამ­ტვრე­უ­ლი სა­ხის წი­ნა­შე, მთე­ლი გზა ყვი­რი "ჩქა­რა", არა­და ისე­დაც არა­ნორ­მა­ლუ­რი მა­ნევ­რე­ბით ცდი­ლობს მძღო­ლი დი­ლის სა­ცო­ბე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას... კლი­ნი­კის ყვე­ლა ექიმს შენ­სა­ვით ეწ­ვე­ბა თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბის­გან და ყვე­ლა ერ­თად ცდი­ლობთ პა­ტა­რა, აზე­ლი­ლი სხე­უ­ლი­დან სი­ცო­ცხლე არ გა­გე­პა­როთ...

იცით თქვენს მიერ სა­ჭის ერთ არას­წორ მოძ­რა­ო­ბას სიკ­ვდი­ლი რომ მო­აქვს?? ამ სიკ­ვდილს დღეს ჩემ­თვის ლიზი ერ­ქვა, ულა­მა­ზე­სი, სიფ­რი­ფა­ნა ლიზი... #გთხოვთ #ია­რეთ #ნელა !!!!" - წერს სას­წრა­ფოს ექი­მი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის, მე-7 ნა­წი­ლით აღიძ­რა (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც 2 ან მეტი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერთი მძღოლი მაინც წარმოიდგენს, რას ნიშნავს ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!" - რას წერს სასწრაფოს ექიმი უმძიმესი ავარიის შესახებ

"ერთი მძღოლი მაინც წარმოიდგენს, რას ნიშნავს ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!" - რას წერს სასწრაფოს ექიმი უმძიმესი ავარიის შესახებ

თემქაზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 7 წლის გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 16 წლის გოგონა, კი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს მე-5 საავადმყოფოში, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავარიის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილას სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა ბრიგადასთან ერთად:

"დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა.... ვერც 16 წლის მარიკა...

იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას, გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს, სიცოცხლით გადასახდელი საზღაური...

არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა,მაგრამ ახლა დავწერ!!!

ჩემი 1000 ფეისბუქ მეგობარიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები, როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი "ჩქარა", არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებისგან თავის დაღწევას... კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ...

იცით თქვენს მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას სიკვდილი რომ მოაქვს?? ამ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა, ულამაზესი, სიფრიფანა ლიზი... #გთხოვთ #იარეთ #ნელა !!!!" - წერს სასწრაფოს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით აღიძრა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია).

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს