სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპედლო ველოსიპედი პატარებისთვის - ინოვაცია ქართულ ბაზარზე
უპედლო ველოსიპედი პატარებისთვის - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

ახალ­გაზ­რდა ოჯახ­მა უპედ­ლო ვე­ლოს­პე­დი პირ­ვე­ლად ავ­სტრი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ი­ბის დროს ნახა. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ მისი კონ­ცეფ­ცია და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა, გა­და­წყვი­ტეს, რომ მსგავ­სი ვე­ლო­სი­პე­დი 2 წლის შვი­ლის­თვის ეყი­დათ. თუმ­ცა, იმ პე­რი­ოდ­ში ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე არ­ჩე­ვა­ნი არ იყო და ამი­ტომ მისი ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნა მო­უხ­დათ.

"ნი­კო­ლო­ზი მა­შინ 2 წლის ხდე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ბავ­შვმა ვე­ლო­სი­პე­დი უკვე კარ­გად აით­ვი­სა და ეზო­შიც თა­ვი­სუფ­ლად სე­ირ­ნობ­და. ყვე­ლას უკ­ვირ­და, თუ რა­ტომ არ ჰქონ­და პედ­ლე­ბი და რა სის­ტე­მით და­დი­ო­და ვე­ლო­სი­პე­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მეტი და მეტი მშო­ბე­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ამ პრო­დუქ­ტით, რა­მაც გვი­ბიძ­გა შეგ­ვექ­მნა სტარ­ტა­პი Balance Bikes Georgia," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი გი­ორ­გი ყა­ზა­ხაშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად Balance Bikes Georgia მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს Strider bikes-ის ბრენ­დის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ბა­ლანს ვე­ლო­სი­პე­დებს. გი­ორ­გი ყა­ზა­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პრო­დუქ­ცი­ის ფა­სე­ბი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია. მოქ­მე­დებს უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბაც. უპედ­ლო ვე­ლო­სი­პე­დე­ბი გათ­ვლი­ლია 1.5 წლი­დან 5 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის, დამ­ზა­დე­ბუ­ლია ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლე­ბით, წონა სულ რა­ღაც 2.9 კი­ლოგ­რა­მია. მას, ასე­ვე, გა­აჩ­ნია სა­ჭი­სა და სკა­მის მარ­ტი­ვი ფიქ­სა­ტო­რი. სა­ბუ­რა­ვე­ბი არ სა­ჭი­რო­ე­ბენ ჰა­ე­რით და­ბერ­ვას.

"ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მალე სწავ­ლო­ბენ უპედ­ლო ვე­ლო­სი­პედ­ზე ბა­ლანსს და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, რაც მათ უფრო თავ­და­ჯე­რე­ბულს ხდის. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ფუნ­და­მენ­ტია 5 წლის ბავ­შვის­თვის პედ­ლი­ან ვე­ლო­სი­პედ­ზე უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­სას­ვლე­ლად. კომ­პა­ნია Strider Bikes-მა უკვე შექ­მნა ახა­ლი კონ­ცეფ­ცია - ვე­ლო­სი­პე­დი, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბა პედ­ლე­ბი მე­ქა­ნიზ­მით და სა­სურ­ველ დროს შე­იძ­ლე­ბა მისი ად­ვი­ლად ინ­სტა­ლა­ცია. ამ სი­ახ­ლეს ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს 2018 წლის ზა­ფხუ­ლი­დან შევ­თა­ვა­ზებთ," - ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი.

"სა­წყის ეტაპ­ზე ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე იყო ბა­ლანს ვე­ლო­სი­პე­დის მი­მართ ნაკ­ლე­ბი ცნო­ბა­დო­ბა მომ­ხმა­რებ­ლის­გან, მაგ­რამ დღეს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი იც­ნობს სტრა­ი­დერს. გვყავს პა­ტა­რა ბა­ი­კე­რე­ბიც. ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბით და უკვე "თი­ბი­სი" ბან­კის პროგ­რა­ნა "სტარ­ტა­პე­რის" დახ­მა­რე­ბით ბა­ი­კი დღი­თი­დღე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა," - ამ­ბობს გი­ორ­გი.

სულ მალე კი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და­ი­წყებს სკო­ლა Strider School Tbilisi, სა­დაც პა­ტა­რებს ვე­ლო­სი­პე­დის მარ­თვას 3 ეტა­პად შე­ას­წავ­ლი­ან.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

უპედლო ველოსიპედი პატარებისთვის - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

უპედლო ველოსიპედი პატარებისთვის - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

ახალგაზრდა ოჯახმა უპედლო ველოსპედი პირველად ავსტრიაში მოგზაუროიბის დროს ნახა. ძალიან მოეწონათ მისი კონცეფცია და სამშობლოში დაბრუნებულებმა, გადაწყვიტეს, რომ მსგავსი ველოსიპედი 2 წლის შვილისთვის ეყიდათ. თუმცა, იმ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე არჩევანი არ იყო და ამიტომ მისი ავსტრიიდან ჩამოტანა მოუხდათ.

"ნიკოლოზი მაშინ 2 წლის ხდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვმა ველოსიპედი უკვე კარგად აითვისა და ეზოშიც თავისუფლად სეირნობდა. ყველას უკვირდა, თუ რატომ არ ჰქონდა პედლები და რა სისტემით დადიოდა ველოსიპედი. დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი მშობელი ინტერესდებოდა ამ პროდუქტით, რამაც გვიბიძგა შეგვექმნა სტარტაპი Balance Bikes Georgia," - განმარტავს სტარტაპერი გიორგი ყაზახაშვილი.

ამჟამად Balance Bikes Georgia მომხმარებლებს სთავაზობს Strider bikes-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის ბალანს ველოსიპედებს. გიორგი ყაზახაშვილის განმარტებით, პროდუქციის ფასები ყველასთვის მისაღებია. მოქმედებს უპროცენტო განვადებაც. უპედლო ველოსიპედები გათვლილია 1.5 წლიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის, დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, წონა სულ რაღაც 2.9 კილოგრამია. მას, ასევე, გააჩნია საჭისა და სკამის მარტივი ფიქსატორი. საბურავები არ საჭიროებენ ჰაერით დაბერვას.

"ბავშვები ძალიან მალე სწავლობენ უპედლო ველოსიპედზე ბალანსს და კოორდინაციას, რაც მათ უფრო თავდაჯერებულს ხდის. ეს ყველაფერი კი ფუნდამენტია 5 წლის ბავშვისთვის პედლიან ველოსიპედზე უმტკივნეულოდ გადასასვლელად. კომპანია Strider Bikes-მა უკვე შექმნა ახალი კონცეფცია - ველოსიპედი, რომელსაც მოჰყვება პედლები მექანიზმით და სასურველ დროს შეიძლება მისი ადვილად ინსტალაცია. ამ სიახლეს ჩვენს მომხმარებლებს 2018 წლის ზაფხულიდან შევთავაზებთ," - ამბობს სტარტაპერი.

"საწყის ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო ბალანს ველოსიპედის მიმართ ნაკლები ცნობადობა მომხმარებლისგან, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ბევრი იცნობს სტრაიდერს. გვყავს პატარა ბაიკერებიც. ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანის გულშემატკივრობით და უკვე "თიბისი" ბანკის პროგრანა "სტარტაპერის" დახმარებით ბაიკი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება," - ამბობს გიორგი.

სულ მალე კი ფუნქციონირებას დაიწყებს სკოლა Strider School Tbilisi, სადაც პატარებს ველოსიპედის მართვას 3 ეტაპად შეასწავლიან.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი